საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 8 24 00003014
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ –  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №REG 8 24 00003014

2024 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ჰ6" ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2022 წლის 27 მაისის NREG32200000104 ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის N000034 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, ,,შპს ,,მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის" (ს/კ 445466870; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა №74; პუშკინის ქუჩა №118; პუშკინის ქუჩა №120)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს ,,ა(ა)იპ ,,ბათუმის სისხლის ბანკი" (ს/კ 445750081; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა №74; პუშკინის ქუჩა №118; პუშკინის ქუჩა №120)“ და გაიცეს ახალი საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს ,,მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრზე" (ს/კ 445466870; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა №74; პუშკინის ქუჩა №118; პუშკინის ქუჩა №120)“ გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №000034.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

6. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს ,,მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრის" (ს/კ 445466870) და ა(ა)იპ ,,ბათუმის სისხლის ბანკის" (ს/კ 445750081) დირექტორების, მედეა ქაჯაიას და ხათუნა შარაბიძის ერთობლივი განცხადება (№1225905, 19.11.2024წ.) და თანდართული დოკუმენტაცია.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ლეილა ქოჩიაშვილი