სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 16.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №412
სარეგისტრაციო კოდი 120330000.10.003.024807 1
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 16/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.12.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 12.08.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურის ფულადი სარგოების (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და დანამატების ოდენობების, აგრეთვე ფულად სარგოზე დანამატის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის სოციალური დაცვის გარანტიების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №412
2024 წლის 16 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესისა და კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1🔗
თავდაცვის კოდექსის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 183-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა“.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 3🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა
1. „სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა“ (შემდგომში − წესი) არეგულირებს, თავდაცვის კოდექსისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების საკითხებს და განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას.
2. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის სამივლინებო ხარჯები შედგება მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების, კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯებისაგან.
3. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის სამივლინებო ანაზღაურების ყოველთვიური ნორმები განისაზღვრება ამ დადგენილების №1 დანართის შესაბამისად.
4. კვების, მგზავრობის, განთავსების, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის გასაწევი ხარჯების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან/და იმ უცხო სახელმწიფოს სათანადო ორგანოსთან შეთანხმებული პირობებით, რომლის დაქვემდებარებაშიც მივლინებულია სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტი.
მუხლი 2🔗
1. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტი შეიძლება იყოს სამხედრო კონტინგენტი და არასამხედრო კონტინგენტი.
2. სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე:
ა) სამხედრო კონტინგენტი მოიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სისტემის სამხედრო მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს;
ბ) არასამხედრო კონტინგენტი მოიცავს სამინისტროს სისტემის სამოქალაქო მოსამსახურეებს ან/და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს. არასამხედრო კონტინგენტი შეიძლება, მოიცავდეს აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურეებსა და შესაბამის რესურსს.
მუხლი 3🔗. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის რისკის მაღალი დონე, რა დროსაც სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტებს მიეცემათ დანამატი სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების 30%-ის ოდენობით.
მუხლი 4🔗. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ თანამდებობის პირს მივლინების პერიოდში აუნაზღაურდება თავის საქმიანობასა და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე კონტინგენტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი, აგრეთვე პირადი შემადგენლობის გადაადგილებასთან დაკავშირებული და სხვა სახის ხარჯები. ამ ხარჯების სახეობასა და ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 5🔗
1. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
ა) კვების, მგზავრობის, განთავსების, საჭიროების შემთხვევაში, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ხარჯების დაფარვას (შესაბამისი მომსახურების შესყიდვას) უშუალოდ ახორციელებს სამინისტრო;
ბ) სამივლინებო ხარჯების დაფარვა ხდება უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტს, რომელიც სამსახურებრივი დავალების შესრულების გამო დროებით აღარ იმყოფება მივლინების ადგილას, უნარჩუნდება სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების უფლება ამ პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღის სამივლინებო ხარჯებისა.
მუხლი 6🔗
1. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტს სამივლინებო ყოველთვიური ანაზღაურების თანხა მიეცემა საანგარიშო თვის ბოლოს, სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით. სხვა სახის სამივლინებო ხარჯების გაცემა შესაძლებელია, განხორციელდეს მათ მიერ უკვე გაწეული ან გასაწევი ხარჯების ანაზღაურების გზით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამივლინებო ხარჯები სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სუბიექტს შეიძლება, მიეცეს ავანსის სახით, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ოდენობით.
მუხლი 7🔗. სამივლინებო ხარჯების გაცემასა და დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც ამ წესით არ არის მოწესრიგებული, ვრცელდება საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.
მუხლი 8🔗
1. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე პირს, ჯანმრთელობის დაზიანების, დაჭრის, დასახიჩრების ან მისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება:
ა) მძიმე დაზიანების შემთხვევაში − 20 000 ლარის ოდენობით;
ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში − 10 000 ლარის ოდენობით.
2. სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისას პირის დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში, შესაბამისი უწყების წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (განკარგულებით), იმავე განკარგულებით განსაზღვრულ მისი ოჯახის წევრს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით.
დანართი №1
სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის სამივლინებო ანაზღაურების
ყოველთვიური ნორმები
დანართი №1.1
№
სამხედრო კონტინგენტი
სამივლინებო თანხა
(აშშ დოლარი)
1
გენერალი
2 970
2
გენერალ-ლეიტენანტი
2 370
3
გენერალ-მაიორი
2 170
4
ბრიგადის გენერალი
1 970
5
პოლკოვნიკი
1 770
6
ვიცე-პოლკოვნიკი
1 570
7
მაიორი
1 370
8
კაპიტანი
1 190
9
უფროსი ლეიტენანტი
1 090
10
ლეიტენანტი
1 070
11
მთავარი სერჟანტი
1 000
12
მასტერ სერჟანტი
950
13
უფროსი სერჟანტი
890
14
სერჟანტი
860
15
უმცროსი სერჟანტი
830
16
კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი
800
17
პირველი კლასის რიგითი
770
18
საკონტრაქტო სამსახურის რიგითი
750
19
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითი
150.
დანართი №1.2
№
არასამხედრო კონტინგენტი
სამივლინებო თანხა
(აშშ დოლარი)
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი
1
გენერალ-ლეიტენანტი
2 370
2
გენერალ-მაიორი
2 170
3
პოლკოვნიკი
1 770
4
ვიცე-პოლკოვნიკი
1 570
5
მაიორი
1 370
6
კაპიტანი
1 190
7
უფროსი ლეიტენანტი
1 090
8
ლეიტენანტი
1 070
9
უმცროსი ლეიტენანტი
1000
10
ზემდეგი
950
11
უფროსი სერჟანტი
890
12
სერჟანტი
860
13
უმცროსი სერჟანტი
830
14
რიგითი
770
სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირი
15
თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მოსამსახურე/ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მოსამსახურე
1 200.