საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016080 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2024
1,903 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმების, კომპენსაციისა და ლიკვიდატორის მიერ საქმიანობის განხორციელების წესის დადგენის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 94% 26.12.2024 ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ საქართველოს კანონი 91% 28.06.2023 საპენსიო აქტივების მართვის მიზნით დამატებითი მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 30.11.2018 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება 89% 01.05.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 88% 28.02.2025

დოკუმენტის ტექსტი

საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება  №73 2024 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმების დადგენის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დადგინდეს „საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები” თანდართული სახით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. „საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საპენსიო კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმებს, რითიც უნდა დასტურდებოდეს მათი კარგი რეპუტაცია და გამოცდილება საპენსიო კომპანიის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვისთვის. 2. უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალის მმართველი ორგანოს წევრები ასევე უნდა აკმაყოფილებდნენ ამ წესით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.  3. ლიცენზიის მაძიებელი/საპენსიო კომპანია ვალდებულია სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს (შემდგომ – სამსახური) წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შებამისობას ამ წესით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებთან. 4. საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრები, ერთპიროვნულად ან/და ერთობლივად, საქმეებს უნდა უძღვებოდნენ მართლზომიერად, კეთილსინდისიერად, გონივრულად და დამოუკიდებლად, ზრუნავდნენ იმგვარად, როგორც იმოქმედებდა ანალოგიურ ვითარებაში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი, იმ რწმენით, რომ მისი ყველა ქმედება საპენსიო სქემის მონაწილეებისა და ბენეფიციარების საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება.  5. სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებისას, საპენსიო კომპანია და სამსახური ხელმძღვანელობენ პროპორციულობის პრინციპით, რაც გულისხმობს საპენსიო კომპანიის ზომის, მასშტაბის, შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის, რისკის პროფილისა და კომპლექსურობის გათვალისწინებას შეფასების პროცესში. პროპორციულობის პრინციპი არ გამოიყენება კარგი რეპუტაციის, სანდოობისა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების კრიტერიუმების შეფასებისას.   6. საპენსიო კომპანიის აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრებამ და/ან სამეთვალყურეო საბჭომ უნდა უზრუნველყონ მართვის ორგანოების ისეთი წევრებით დაკომპლექტება, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. 7. პირი, რომელიც არ შეესაბამება/ვერ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, არ შეიძლება დაინიშნოს/იკავებდეს საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრის თანამდებობას.  8. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 2🔗. საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები 1. საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრები თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა შეესაბამებოდნენ ამ მუხლით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმების, კერძოდ: ა) გააჩნდეთ კარგი რეპუტაცია, საქმისადმი სანდო და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ბ) გააჩნდეთ საპენსიო კომპანიის საქმიანობის წამართვისთვის აუცილებელი ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; გ) შეეძლოთ დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, სხვა წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; დ) გააჩნდეთ საკმარისი დრო დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესასრულებლად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჯეროვანი მონაწილეობისთვის.  2. საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრი არ შეიძლება იკავებდეს რაიმე თანამდებობას სხვა საპენსიო კომპანიაში, მზღვეველში, აქტივების მმართველ კომპანიაში. 3. ამ წესით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული თანამდებობის მნიშვნელობა და მისი სპეციფიკა. ცოდნის, უნარების და გამოცდილების სპეციფიკა და შესაბამისობა შესაძლოა განსხვავდებოდეს კონკრეტული თანამდებობის გათვალისწინებით. მუხლი 3🔗. კარგი რეპუტაცია, სანდოობა და კეთილსინდისიერება 1. პირი მიიჩნევა კარგი რეპუტაციის მქონედ, სანდოდ და კეთილსინდისიერად, თუ არ არსებობს აშკარა, ობიექტური გარემოება საწინააღმდეგოს ვარაუდისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმთან შეუსაბამოდ მიიჩნევა პირი, თუ: ა) ნებისმიერ ქვეყანაში მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფინანსურ ინსტიტუტს ან/და შელახა მომხმარებელთა და/ან ბენეფიციართა უფლებები ან/და გამოიწვია ამ ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;  ბ) ფინანსურ ინსტიტუტში დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები; გ) არ შეასრულა ან/და არ ასრულებს ერთ ან მეტ ფინანსური ვალდებულებას;  დ) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის. 3. უდანაშაულობის პრეზუმფციისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინებით პირის რეპუტაციის, სანდოობისა და კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შეფასება ასევე ეფუძნება შემდეგი გარემოებებისა და მათი ერთობლიობის ანალიზს: ა) პირის მიმართ წარმოებული ან/და მიმდინარე სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლის შეფასებისას გაითვალისწინება დაკისრებული პასუხისმგებლობები, ჩართულობა და მისი როლი, შემამსუბუქებელი გარემოებები; ბ) წარსული და მიმდინარე სამეწარმეო საქმიანობა, იმ ორგანიზაციების გადახდისუნარიანობა, რომლებსაც მართავდა პირი და/ან რომლებშიც იგი ფლობდა ან ფლობს მნიშვნელოვან წილს ან/და აქვს მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა; მისი როლი ორგანიზაციის გადახდისუუნარობაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე აღნიშნული ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართალწარმოება, პირის ჩართულობა და როლი; გ) პროფესიული რეპუტაცია, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიცენზიის/რეგისტრაციის/წევრობის გაუქმება, დისციპლინური პასუხისმგებლობა, სამუშაო ადგილიდან გათავისუფლება და შესაბამისი მიზეზები; დ) გამჭირვალობა, ღიაობა და შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობის მზაობა. მუხლი 4🔗. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის წარმართვისთვის აუცილებელი ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება 1. საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მიიჩნევა ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის წარმართვისთვის აუცილებელი ცოდნისა და გამოცდილების მქონედ, თუ: ა) აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;  ბ) აქვს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან მოადგილე) მუშაობის სულ მცირე 5 (ხუთი)-წლიანი გამოცდილება; გ) არ არის იმავე საპენსიო კომპანიის ხელმძღვანელი ორგანოს წევრი, ან სხვა საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრი (ამ ქვეპუნქტის მოთხოვნა ვრცელდება საპენსიო სქემის დამფუძნებელ მზღვეველსა და საპენსიო სქემის აქტივების მმართველ კომპანიაზე). 2. საპენსიო კომპანიის ხელმძღვანელი პირი მიიჩნევა ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის წარმართვისთვის შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონედ, თუ:  ა) აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის -კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ;  ბ) აქვს საფინანსო სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 (ხუთი)-წლიანი პროფესიული გამოცდილება, ამავე დროს, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან მოადგილე) მუშაობის არანაკლებ 2 (ორი)-წლიანი გამოცდილება; გ) არ არის იმავე საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ან სხვა საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრი (ამ ქვეპუნქტის მოთხოვნა ვრცელდება საპენსიო სქემის დამფუძნებელ მზღვეველზე, უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალზე და აქტივების მმართველ კომპანიაზე). 3. საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრს უნდა გააჩნდეს შესაბამისი უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად, საქმიანობის მასშტაბის და კომპლექსურობის გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში მიიღება, გადაწყვეტილების მიღების და მოლაპარაკების წარმოების უნარი, ლიდერული უნარ-ჩვევები, გუნდურობა, სტრატეგიული აზროვნება, პასუხისმგებლობის გრძნობა.  4. ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შეფასება მოიცავს პირის შესაძლებლობის შეფასებას, დაკისრებული პასუხისმგებლობის შესაბამისად ესმოდეს საპენსიო კომპანიის მმართველობასთან დაკავშირებული საკითხები, საპენსიო საქმიანობა და დაკავშირებული რისკები, კორპორაციული მართვა, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი. ასევე აქვთ საკმარისი გამოცდილება, განავითარონ და განსაზღვრონ საპენსიო სქემების საინვესტიციო სტრატეგია, რომელსაც აქტივების მმართველი კომპანიები და მზღვეველები განახორციელებენ. აღნიშნული მოიცავს ასევე საქმიანობის იმ სფეროებს, რომლებიც არ წარმოადგენს პირის პირდაპირ პასუხისმგებლობას, მაგრამ რომელთან დაკავშირებითაც იგი ანგარიშვალდებულია მმართველი ორგანოების სხვა წევრებთან ერთად. 5. ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება არ უნდა შეფასდეს მხოლოდ მიღებული აკადემიური ხარისხისა და სამუშაო გამოცდილების ფაქტის დადასტურებით. შეფასება უნდა მოიცავდეს პირის ცოდნისა და გამოცდილების ანალიზს, რაც გულისხმობს წარსულში დაკისრებული მოვალეობების, სამუშაოს სპეციფიკის, მოცულობისა და კომპლექსურობის გათვალისწინებას. 6. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს უნდა ჰქონდეთ უნარი, კონსტრუქციული რეაგირება მოახდინონ საპენსიო კომპანიის ხელმძღვანელი ორგანოს წევრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და ეფექტური ზედამხედველობა გაუწიონ მის საქმიანობას. მუხლი 5🔗. დამოუკიდებლობა და ინტერესთა კონფლიქტი 1. საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრებს უნდა ჰქონდეთ უნარი დამოუკიდებელი და ობიექტური განსჯის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილებები, შეაფასონ სხვა წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და თავიდან აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით: ა) საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრი არ უნდა იყოს იმავე საპენსიო კომპანიის ხელმძღვანელი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ან სხვა საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრი (ამ ქვეპუნქტის მოთხოვნა ვრცელდება საპენსიო სქემის დამფუძნებელ მზღვეველზე, უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალზე და აქტივების მმართველ კომპანიაზე);  ბ) სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრები არ უნდა იყვნენ ერთმანეთთან ისეთი ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირები, რომლებიც, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხებიან, ან საქმიანი/კომერციული ინტერესებით არიან დაკავშირებული. 2. ინტერესთა კონფლიქტის აღმოჩენისას, საპენსიო კომპანიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამსახურს და მიაწოდოს ინფორმაცია/დოკუმენტები ინტერესთა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად გატარებული ზომების შესახებ. მუხლი 6🔗. საპენსიო კომპანიის ვალდებულება 1. საპენსიო კომპანია ვალდებულია მუდმივად უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შესაბამისობა ამ წესით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან. 2. თანხმობის მიღების მიზნით, საპენსიო კომპანია ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს სამსახურს სამეთვალყურეო საბჭოს და/ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრობის კანდიდატის მიერ ამ წესით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები/ინფორმაცია და წერილობით დაადასტუროს, რომ იგი პასუხისმგებელია წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტების უტყუარობასა და სიზუსტეზე.  3. საპენსიო კომპანია ვალდებულია განახორციელოს სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების ამ წესით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის მონიტორინგი პერიოდულად, სულ მცირე წელიწადში ერთხელ და შეუსაბამობის გამოვლენისას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.  4. საპენსიო კომპანია ვალდებულია სამსახურს წინასწარ შეატყობინოს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შესახებ. 5. საპენსიო კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამეთვალყურეო საბჭოსა ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრი, თუ გამოვლინდა, რომ იგი აღარ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და საპენსიო კომპანიაში დადგეგმილი არ არის შეუსაბამობების აღმოფხვრა.  მუხლი 7🔗. სამსახურისთვის წარსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტები  1. ამ წესით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, საპენსიო კომპანიის მიერ სამსახურში წარსადგენი დოკუმენტები/ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) კანდიდატის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) დასაკავებელი თანამდებობის დასახელებას, ინფორმაციას მისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესახებ, ასევე სამუშაო შეთავაზებას, ხელშეკრულებას ან სხვა შესაბამის დოკუმენტს, რომელშიც მითითებულია თანამდებობის დაკავების თარიღი და ყოფნის ვადა;  გ) კანდიდატის წერილობით განცხადებას, რომ იგი სრულად აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია; დ) ინფორმაციას პირის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ (რეზიუმე). მასში ასახული უნდა იყოს ინფორმაცია წარსულში დაკავებული თანამდებობების, შესაბამისი მოვალეობების, სამუშაოს ბუნების, მოცულობის, კომპლექსურობის და დაქვემდებარებული პირების რაოდენობის შესახებ. რეზიუმეს უნდა დაერთოს პირის კვალიფიკაციისა და განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები; ე) ცნობას ნასამართლობის შესახებ. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნის შემთხვევაში – 60 კალენდარულ დღეს ან ამ დოკუმენტში მითითებულ მოქმედების ვადას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;  ვ) კანდიდატის წინააღმდეგ წარმოებული ან/და მიმდინარე სისხლის სამართლებრივი, ადმინისტრაციული წარმოების და დაკისრებული პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმაციას ან/და მის წერილობით განაცხადს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია; ზ) ინფორმაციას წარსული და მიმდინარე სამეწარმეო საქმიანობის შესახებ; თ) ამ წესით დადგენილი შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელ სხვა ინფორმაცია/დოკუმენტებს. 2. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს დედნის ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების სახით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილით ან/და იყოს ლეგალიზებული, სათანადოდ დამოწმებული თარგმანის სახით. 3. კანდიდადის შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სამსახური უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები. მუხლი 8🔗. სამსახურის უფლებამოსილებები 1. სამსახური სწავლობს და აფასებს საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრობის კანდიდატები აკმაყოფილებენ თუ არა ამ წესით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებს, აღნიშნულის შესახებ წერილობითი ინფორმაციის/დოკუმენტების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში, რის თაობაზეც გასცემს თანხმობას ან დასაბუთებულ უარს. 2. სამსახურს უფლება აქვს დეტალურად შეამოწმოს წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტების სიზუსტე, რაც, მოიცავს მათ შორის ინფორმაციის გადამოწმებას, დაზუსტებას ან/და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნას (მათ შორის, ხარვეზის გამოსწორებას), რაზეც იგი უფლებამოსილია განუსაზღვროს ვადა. საპენსიო კომპანიის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად სამსახურის მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადის უშედეგოდ გაშვება ნიშნავს სამსახურის ავტომატურ უარს.  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში სამსახურის მიერ საპენსიო კომპანიისთვის პასუხის მიუწოდებლობა ავტომატურად ნიშნავს თანხმობის გაცემას კანდიდატის შესაბამისობაზე. 4. თუ საპენსიო კომპანიის მიერ კანდიდატების შესახებ არ იქნა წარდგენილი სამსახურის თანხმობის მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია, მაშინ სამსახური უფლებამოსილია საპენსიო კომპანიას განუსაზღვროს დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს. ამ პერიოდში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება და განახლდება საპენსიო კომპანიის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე.  5. საპენსიო კომპანიის გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოსა ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრის დანიშვნის თაობაზე ბათილია და საპენსიო კომპანია ვალდებულია გაათავისუფლოს ეს პირი დაკავებული თანამდებობიდან, თუ საპენსიო კომპანიამ სამსახურს არ წარუდგინა ამ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტები, ან წარუდგინა არასწორი/არაზუსტი ინფორმაცია ან სამსახურისგან მიიღო დასაბუთებული უარი, მაგრამ მაინც დანიშნა ეს პირი.  მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის 1. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მოსთხოვოს საპენსიო კომპანიას შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ამისათვის განუსაზღვროს გონივრული ვადა პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. 2. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია საპენსიო კომპანიის ან/და მისი სამეთვალყურეო საბჭოს ან/და ხელმძღვანელი ორგანოს წევრების მიმართ გამოიყენოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.