იმ ქვეყნების ჩამონათვალის დადგენის შესახებ, რომლებშიც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული

მიღების თარიღი 23.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №75
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016082 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2024
149 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
პენსიის პროგრამული გატანის წესის დადგენის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 83% 26.12.2024 საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 81% 07.05.2025 საპენსიო კომპანიების შერწყმის წესის დადგენის თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 80% 26.12.2024 დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონი 80% 21.07.2018 „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 80% 07.05.2025

დოკუმენტის ტექსტი

იმ ქვეყნების ჩამონათვალის დადგენის შესახებ, რომლებშიც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება  №75 2024 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი იმ ქვეყნების ჩამონათვალის დადგენის შესახებ, რომლებშიც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დადგინდეს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც საპენსიო საქმიანობა სათანადოდ არის რეგულირებული. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის სათანადოდ რეგულირებული ქვეყნებია: ა) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ყველა წევრი სახელმწიფო; ბ) ევროპის კავშირის (EU) ყველა წევრი სახელმწიფო. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი