„პირად საპენსიო ანგარიშებზე საპენსიო შენატანების, გადასახდელებისა და საკომისიოების აღრიცხვის წესის, აგრეთვე ინფორმაციის ხანგრძლივ მატარებელზე შენახვის და მიწოდების წესის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016083 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2024
1,506 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
გადასახდელი
საპენსიო სქემის ადმინისტრირებისათვის დადგენილი ნებისმიერი საფასური/ხარჯი, რომელიც გადაიხდება მონაწილის პირადი საპენსიო ანგარიშიდან
მუხლი 2
საკომისიო
საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული აქტივების მართვის ყველა ხარჯი, მათ შორის საპენსიო აქტივების გადაცემის, საპენსიო აქტივების მართვის და მართვის შედეგების საფასური, რომლებიც აისახება/გავლენას ახდენს პირად საპენსიო ანგარიშზე არსებულ საპენსიო დანაგროვის ოდენობაზე
მუხლი 2
წლიური/ნახევარი წლის ანგარიში
თითოეული ფინანსური წლის/ნახევარი წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც მიეწოდება მონაწილეებს წელიწადში ერთხელ და ფინანსური წლის 180 კალენდარული დღისთვის და მოიცავს საპენსიო სქემის საერთო/ჯამურ ფინანსურ ანგარიშგებას.
მუხლი 2
კვარტალური ანგარიშგება
მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული აქტივების შესახებ ანგარიში, რომელიც მოიცავს ამ წესით დადგენილ მონაცემებს და  მონაწილეებს მიეწოდება კვარტალში ერთხელ
მუხლი 2
საინვესტიციო საქმიანობის კვარტალური ანგარიში
საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვებგვერდზე გასაჯაროებული საპენსიო აქტივების მართვის (ინვესტირების) შესახებ ანგარიში თითოეული საინვესტიციო პორტფელის შესაბამისად.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საპენსიო კომპანიების შერწყმის წესის დადგენის თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 93% 26.12.2024 „პენსიის და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 91% 07.05.2025 საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრის წესის დადგენის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 91% 24.12.2024 საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენის და მიწოდების წესისა და მონაწილეებისთვის, პოტენციური მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის მისაწოდებელი საპენსიო სქემის (საპენსიო სქემის წესების) მოკლე აღწერილობის მოთხოვნების დადგენის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 90% 23.12.2024 საპენსიო აქტივების გადატანის წესის დადგენის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 90% 23.12.2024

დოკუმენტის ტექსტი

„პირად საპენსიო ანგარიშებზე საპენსიო შენატანების, გადასახდელებისა და საკომისიოების აღრიცხვის წესის, აგრეთვე ინფორმაციის ხანგრძლივ მატარებელზე შენახვის და მიწოდების წესის დადგენის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №76 2024 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი „პირად საპენსიო ანგარიშებზე საპენსიო შენატანების, გადასახდელებისა და საკომისიოების აღრიცხვის წესის, აგრეთვე ინფორმაციის ხანგრძლივ მატარებელზე შენახვის და მიწოდების წესის დადგენის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დადგინდეს „პირად საპენსიო ანგარიშებზე საპენსიო შენატანების, გადასახდელებისა და საკომისიოების აღრიცხვის წესი, აგრეთვე ინფორმაციის ხანგრძლივ მატარებელზე შენახვის და მიწოდების წესი“ თანდართული სახით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი პირად საპენსიო ანგარიშებზე საპენსიო შენატანების, გადასახდელებისა და საკომისიოების აღრიცხვის წესი, აგრეთვე ინფორმაციის ხანგრძლივ მატარებელზე შენახვის და მიწოდების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. პირად საპენსიო ანგარიშებზე საპენსიო შენატანების, გადასახდელებისა და საკომისიოების აღრიცხვის წესი, აგრეთვე ინფორმაციის ხანგრძლივ მატარებელზე შენახვის და მიწოდების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საპენსიო სქემის მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშებზე საპენსიო შენატანების, გადასახდელებისა და საკომისიოების აღრიცხვის, აგრეთვე ინფორმაციის ხანგრძლივ მატარებელზე შენახვისა და  მიწოდების წესებს.  2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ლიცენზირებულ საპენსიო კომპანიებზე, მზღვეველებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე (შემდგომ – საპენსიო სქემის დამფუძნებელი), რომლებიც სთავაზობენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფური საპენსიო სქემებს. 3. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია თითოეულ მონაწილეს, შესაბამის საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე, შეუქმნას პირადი საპენსიო ანგარიში, რომელიც წარმოადგენს აღრიცხვის ფორმას და რომელზედაც განცალკევებულად ასახავს მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ ყველა საპენსიო შენატანს, საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს (საინვესტიციო მოგება, ზარალი), გატანილ პენსიას, ყველა დაკავშირებულ წინასწარგანსაზღვრულ ხარჯს, გადასახდელს/საკომისიოს. იგი მონაწილისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველდღიურად, ხოლო ბენეფიციარებისთვის − შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ინფორმაცია შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით. პირად საპენსიო ანგარიშზე ნებისმიერი ტრანზაქცია უნდა აღირიცხოს ინდივიდუალურად. 4. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია საპენსიო სქემის წესები და წლიური/ნახევარი წლის ანგარიშები მიაწოდოს მონაწილეებს, აგრეთვე  მათი მოთხოვნის საფუძველზე – ბენეფიციარებს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე, ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო ამგვარ საშუალებებზე წვდომის არქონისას, მოთხოვნის შემთხვევაში - მატერიალური სახით.  5. საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული ყველა გადასახდელი და საკომისიო უნდა  იყოს გონივრული და გამჭვირვალე, გადანაწილდეს და აღირიცხოს პირად საპენსიო ანგარიშზე ინდივიდუალურად.  6. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია შეადგინოს და თითოეულ მონაწილეს, სულ მცირე, ყოველწლიურად მიაწოდოს საპენსიო სარგებლის შესახებ ანგარიში, რომელიც უნდა იყოს ზუსტი და განახლებული. აღნიშნული ანგარიში უფასოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონული საშუალებების, მათ შორის, ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით, ან მატერიალური ფორმით. 7. პირადი საპენსიო ანგარიში განცალკევებულად უნდა ასახავდეს მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ ყველა საპენსიო შენატანს, შესაბამის გადასახდელებს/საკომისიოებს და საპენსიო აქტივების მართვის/ინვესტირების შედეგად მიღებულ მოგებასა და ზარალს. 8. ჯგუფურ საპენსიო სქემაში, რომელიც ითვალისწინებს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის საპენსიო შენატანებს, პირად საპენსიო ანგარიშებზე განცალკევებულად უნდა აღირიცხოს დამსაქმებლის და დასაქმებულის საპენსიო შენატანები და შესაბამისი გადასახდელები და საკომისიოები.  9. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია ვებგვერდის მეშვეობით საჯაროდ გამოაქვეყნოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის წლიური და ნახევარი წლის ანგარიშები თითოეული ფინანსური წლისთვის. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადასახდელი – საპენსიო სქემის ადმინისტრირებისათვის დადგენილი ნებისმიერი საფასური/ხარჯი, რომელიც გადაიხდება მონაწილის პირადი საპენსიო ანგარიშიდან; ბ) საკომისიო – საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული აქტივების მართვის ყველა ხარჯი, მათ შორის საპენსიო აქტივების გადაცემის, საპენსიო აქტივების მართვის და მართვის შედეგების საფასური, რომლებიც აისახება/გავლენას ახდენს პირად საპენსიო ანგარიშზე არსებულ საპენსიო დანაგროვის ოდენობაზე; გ) წლიური/ნახევარი წლის ანგარიში – თითოეული ფინანსური წლის/ნახევარი წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც მიეწოდება მონაწილეებს წელიწადში ერთხელ და ფინანსური წლის 180 კალენდარული დღისთვის და მოიცავს საპენსიო სქემის საერთო/ჯამურ ფინანსურ ანგარიშგებას. დ) კვარტალური ანგარიშგება – მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული აქტივების შესახებ ანგარიში, რომელიც მოიცავს ამ წესით დადგენილ მონაცემებს და  მონაწილეებს მიეწოდება კვარტალში ერთხელ; ე) საინვესტიციო საქმიანობის კვარტალური ანგარიში – საპენსიო სქემის დამფუძნებლის ვებგვერდზე გასაჯაროებული საპენსიო აქტივების მართვის (ინვესტირების) შესახებ ანგარიში თითოეული საინვესტიციო პორტფელის შესაბამისად. ვ) ხანგრძლივი მატარებელი − ნებისმიერი საშუალება (მათ შორის, ელექტრონული), რომელიც მონაწილეს საშუალებას აძლევს პირადად მისთვის მიწოდებული და განკუთვნილი ინფორმაცია, შეინახოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უცვლელად რეპროდუცირების შესაძლებლობა. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 3🔗. პირადი საპენსიო ანგარიში 1. პირადი საპენსიო ანგარიში თითოეული საპენსიო სქემის მონაწილისათვის განცალკევებულად უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას: ა) საპენსიო სქემის დასახელება; ბ) მონაწილის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საიდენტიფიკაციო მონაცემები, მისამართი (მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი); გ) მონაწილის მიერ ბენეფიციარის განსაზღვრის შემთხვევაში, ამ პირის სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო მონაცემები, დაბადების თარიღი, მისამართი (მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი); დ) მონაწილის მიერ ხელმოწერილი კერძო პენსიის ხელშეკრულება;  ე) საინვესტიციო მიდგომა და საინვესტიციო არჩევანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);  ვ) სქემაში გაწევრების თარიღი; ზ) მონაწილის მიერ შერჩეული საპენსიო სქემის ვალუტა; თ) დამსაქმებელთან დაკავშირებული ჯგუფური საპენსიო სქემების შემთხვევაში, მონაწილის დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია; ი) საპენსიო შენატანების ოდენობა და შეტანის სიხშირე შესაბამისი თარიღის მითითებით; კ) ჯგუფური საპენსიო სქემის შემთხვევაში, დამსაქმებლის და დასაქმებულის შენატანების ოდენობა, შეტანის სიხშირე შესაბამისი თარიღების მითითებით, განცალკევებულად, თუ ჯგუფური საპენსიო სქემა ითვალისწინებს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის საპენსიო შენატანებს; ლ) გადასახდელები და საკომისიოები განცალკევებულად; მ) საპენსიო აქტივების მართვის შედეგები(საინვესტიციო მოგება/ზარალი); ნ) სხვა ნებისმიერი ხარჯი. 2. საპენსიო სქემის იმ მონაწილეთა პირად საპენსიო ანგარიშზე, რომელთაც პენსია მიიღეს ერთიანი გადახდის ფორმით ან საპენსიო აქტივები გადაიტანეს სხვა საპენსიო სქემაში, დამატებით აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) საპენსიო სქემიდან გასვლის (მათ შორის საპენსიო აქტივების გადატანის) თარიღი; ბ) ერთიანად გადახდილი თანხის/გადატანილი თანხის ოდენობა. 3. საპენსიო სქემის იმ მონაწილეთა პირად საპენსიო ანგარიშზე, რომელთაც პენსიის მიღების ფორმად აირჩიეს ანუიტეტი, დამატებით აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) მზღვეველთან გაფომებული ანუიტეტის ხელშეკრულების თარიღი. ბ)ინფორმაცია მზღვეველის შესახებ; გ) პრემიის ოდენობა; დ) საპენსიო აქტივის მზღვეველისთვის გადაცემის თარიღი; 4. საპენსიო სქემის იმ მონაწილეთა პირად საპენსიო ანგარიშზე, რომელთაც პენსიის მიღების ფორმად აირჩიეს პროგრამული გატანა, დამატებით აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) პენსიის მიღების დაწყების თარიღი;  ბ) პენსიის გაცემის პერიოდულობა/სიხშირე;  გ) პროგრამული გატანის მეთოდი (სტანდარტული/ალტერნატიული); დ) გადახდების ოდენობა და თარიღი;  ე) პენსიის მიღების ბოლო თარიღი;   ვ) დარჩენილი საპენსიო დანაგროვის ოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. საპენსიო სქემის მონაწილის მიერ პენსიის მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების ვადის დადგომამდე, საკუთარი საპენსიო აქტივის განკარგვის შემთხვევაში, მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე ასევე დამატებით აისახება საპენსიო აქტივების (განკარგვის) გატანის თარიღი და თანხის ოდენობა (შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების გათვალისწინებით). 6. მონაწილის მიერ საპენსიო სქემაში გაწევრებისას განსაზღვრულ ბენეფიციარებს, მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, ენიჭებათ პენსიის მიღებაზე უფლებამოსილი პირის სტატუსი. 7. თუ მხარეთა შეთანხმებით საპენსიო აქტივების ვალუტა უცხოურია, ამ შემთხვევაში ყველა ფინანსური ჩანაწერი/ინფორმაცია აისახება როგორც შესაბამის უცხოურ ვალუტაში, ასევე ეროვნულ ვალუტაში – ლარში. მუხლი 4🔗. საპენსიო სქემის მონაწილისთვის პერიოდულად მისაწოდებელი ინფორმაცია 1. საპენსიო სქემის მონაწილისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი უწყვეტი ხელმისაწვდომობა:  ა) კერძო პენსიის ხელშეკრულებაზე და საპენსიო სქემის წესებზე, მათ შორის სქემაში გაწევრებისას;  ბ) საპენსიო აქტივების (საპენსიო დანაგროვის) შესახებ ინფორმაციაზე; გ) კვარტალურ/ნახევარ წლიურ/წლიურ ანგარიშებზე, რომლებიც მათ შორის მოიცავს ინფორმაციას საპენსიო აქტივების სრულ ოდენობაზე, საინვესტიციო მოგებასა და ზარალზე, გადასახდელებსა და საკომისიოებზე ჯამურად;  დ) აქტივების მართვის საკომისიოს შესახებ ინფორმაციაზე განცალკევებულად;  ე) საპენსიო შენატანები, აქტივების მართვის შედეგები, გადასახდელები და ნებისმიერი ხარჯი განცალკევებულად; ვ) ჯგუფური საპენსიო სქემის შემთხვევაში, დასაქმებულის და დამსაქმებლის შენატანების შესახებ ინფორმაციაზე განცალკევებულად, ასევე უპირობო უფლების შესახებ ინფორმაციაზე; ზ) პენსიის მიღების წესების შესახებ ინფორმაციაზე; თ) მონაწილის საინვესტიციო არჩევანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათი შეცვლის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციაზე; 2. თუ მხარეთა შეთანხმებით საპენსიო აქტივების ვალუტა უცხოურია, მონაწილეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტში ჩამოთვლილი ყველა ინფორმაცია უნდა მიეწოდოს როგორც შესაბამის უცხო ვალუტაში, ასევე ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 3. საპენსიო სქემის დამფუძნებელი თითოეული მონაწილისთვის უზრუნველყოფს პირად საპენსიო ანგარიშზე დისტანციურ ელექტრონულ წვდომას და პირად საპენსიო ანგარიშზე ასახული თითოეული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.  4. ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია მონაწილეს მიეწოდება ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო ელექტრონული წვდომის არქონის შემთხვევაში, მატერიალური სახით, მის მიერ განსაზღვრულ მისამართზე, ან ხანგრძლივი მატარებლის მეშვეობით. 5. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია მონაწილის საპენსიო ასაკის მოახლოებისას, საპენსიო ასაკის დადგომამდე ექვსი თვით ადრე უზრუნველყოს მონაწილის სათანადო ინფორმირება მოახლოებული საპენსიო ასაკის შესახებ და მიაწოდონ მას მკაფიო და სრულყოფილი ინფორმაცია პენსიის მისაღებად საჭირო პროცედურებისა და პენსიის მიღების ყველა შესაძლო ფორმის თაობაზე. 6. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, მონაწილეს ყოველკვარტალურად მიაწოდოს საინვესტიციო საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია აქტივების მართვის შედეგების შესახებ. 7. ამ წესის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საპენსიო სარგებლის სამომავლო პროგნოზების შესახებ და მითითებას იმის თაობაზე, რომ ეს პროგნოზები შეიძლება განსხვავდებოდეს მიღებული სარგებლის საბოლოო მაჩვენებლისგან.  მუხლი 5🔗.  ინფორმაციის ხანგრძლივ მატარებელზე შენახვა და დაცვა 1. საპენსიო სქემის დამფუძნებელმა თითოეული მონაწილისთვის უნდა უზრუნველყოს მის პირად საპენსიო ანგარიშზე განცალკევებულად ასახული ინფორმაციის შენახვა, მასზე წვდომა და მისი უცვლელი სახით რეპროდუცირების შესაძლებლობა (მონაწილის/ბენეფიციარის სიცოცხლის სრული ხანგრძლივობით).  2. საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, რომელიც მოიცავს ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამის სტრატეგიას, მისი საქმიანობის რისკის პროფილის და მასშტაბის პროპორციულად. 3. საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ შემუშავებული ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემები, მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს და უზრუნველყოფდეს: ა) ინფორმაციის განუსაზღვრელი ვადით შენახვას და ხელმისაწვდომობას (მონაწილის/ბენეფიციარის სიცოცხლის სრული ხანგრძლივობით);   ბ) ინფორმაციის რეალურ დროში ხელმისაწვდომობას;  გ) ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის დაცვას  გარე მხარეების (მესამე პირების) მიერ არაავტორიზებული წვდომისგან; დ) ადეკვატური შიდა კონტროლის არსებობას, არაავტორიზებული წვდომის ან მანიპულაციის (ინციდენტების) თავიდან აცილების მიზნით;  ე) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენის და მათზე რეაგირების ჩარჩოს/პოლიტიკების არსებობას, რომელიც, თავის მხრივ, მონაცემთა და მომსახურების უწყვეტად უზრუნველყოფის მიზნით უნდა მოიცავდეს რეზერვაციის (back-up) და აღდგენის ფორმალურ მექანიზმებს და პროცედურებს; ვ) ინფორმაციის/მონაცემთა უსაფრთხოებისა და რისკების მართვის ჩარჩოების/პოლიტიკების რეგულარულ გადახედვა/მონიტორინგს და ტესტირებას მათი სათანადოობის უზრუნველსაყოფად; ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების რისკის მართვის ისეთი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც რეაქტიული კონტროლის პრაქტიკის გარდა, მოიცავს პროაქტიულ დაცვას შესაძლო მომავალი ინფორმაციული უასფრთხოების ინციდენტებისგან. მუხლი 6🔗. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგები საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი სანქციები.