⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.01.2026)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
ძალის დაკარგვა 29.01.2026
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016556 623
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 24/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
866 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
29.01.2026 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28  2024 წლის 20 დეკემბერი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის  გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესი, დანართი 1 - ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 დეკემბრის №27 დადგენილება.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 01 იანვრიდან. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი 1 ახალციხის  მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან (კოდი 05 00) საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამების ფარგლებში ფულადი საჩუქრის გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს 2025 წლის განმავლობაში გამართული ღონისძიებების ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და სხვა მიმართულებით  ნიჭიერი და წარმატებული ადამიანების წახალისებას და განსაზღვრავს მათი დაჯილდოების პირობებსა და წესს. მუხლი 2🔗. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული  სპორტსმენების დასაჩუქრება (კოდი 05 01 01) 1. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებული ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: I ადგილი – 400 ლარი;  II ადგილი – 300 ლარი; III ადგილი – 200 ლარი; 2. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებულმა სპორტსმენმა, არასრულწლოვნის შემთხვევაში – მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის  პირადობის მოწმობის ასლი; გ) რეგისტრაციის ბარათი; დ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) წარმატებული სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო რეკვიზიტები. მუხლი 3🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო, კულტურულ ღონისძიებაში გამარჯვებული პირებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის დასაჩუქრება (კოდი 05 02 07 და 05 03 01) 1.საგანმანათლებლო, კულტურულ ღონისძიებაში გამარჯვებული ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 400 ლარი; ბ) II ადგილი – 300 ლარი; გ) III ადგილი – 200 ლარი. 2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს 1000 ლარის ოდენობით. 3. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქემ, გამარჯვებულმა პირმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) რეგისტრაციის ბარათი; დ) წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტები; ე)  საბანკო რეკვიზიტები. მუხლი 4🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ორგანიზებული ან რეგიონალურ სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული გუნდებისა და სპორტსმენების  დასაჩუქრება (კოდი 05 01 01) 1.სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებული პირის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) I ადგილი – 400 ლარი; ბ) II ადგილი – 300 ლარი; გ) III ადგილი – 200 ლარი. 2. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული გუნდების, რომელთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე არ აღემატება 6 მონაწილეს და ყველა მონაწილე რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გუნდის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს  შემდეგი სახით: ა) I ადგილი – 500 ლარი; ბ) II ადგილი – 300 ლარი; გ) III ადგილი – 200 ლარი. 3. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული გუნდების, რომელთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე აღემატება 6 მონაწილეს და ყველა მონაწილე რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გუნდის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს  შემდეგი სახით: ა) I ადგილი – 800 ლარი; ბ) II ადგილი – 600 ლარი; გ) III ადგილი – 400 ლარი. 4. სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული გუნდის წარმომადგენელმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) გუნდის მიერ წარდგენილი პირის (წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) გამარჯვებული პირის ან გუნდის წარმომადგენლის  საბანკო რეკვიზიტები; დ) გუნდის მონაწილეთა რეგისტრაციის ბარათი. მუხლი 5🔗. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო 100%-იანი გრანტის მფლობელ პირველკურსელთა დასაჩუქრება (კოდი 05 03 01) 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის კურსდამთავრებულზე, რომელმაც მიმდინარე წლის  ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო 100%-იანი  გრანტი და ჩაირიცხა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კურსზე,  გაიცემა ფულადი საჩუქარი  1000 ლარის ოდენობით; 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის   დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) რეგისტრაციის ბარათი; დ) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) საბანკო რეკვიზიტები. მუხლი 6🔗. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „წლის პედაგოგი“ გამარჯვებულის   დასაჩუქრება (კოდი 05 03 01) 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „წლის პედაგოგი“ გამარჯვებული პირის ფულადი საჩუქარი განისაზღვროს 1000 ლარის ოდენობით; 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ და რეგისტრირებულ, განსაკუთრებული მიღწევის მქონე პედაგოგს. 3. კონკურსში გამოვლინდება ორი გამარჯვებული – ერთი საჯარო სკოლისა და ერთი – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგი. 4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ კონკურსში მონაწილე პირმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) რეგისტრაციის ბარათი; დ)  წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები; ე) საჯარო სკოლის/სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გაცემული რეკომენდაცია/დახასიათება; ვ)  საბანკო რეკვიზიტები. მუხლი 7🔗. ფულადი საჩუქრის გაცემის ადმინისტრირება ფულადი საჩუქრის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური. მუხლი 8🔗. ფულადი საჩუქრის ანაზღაურების წესი 1. ამ წესით განსაზღვრული ფულადი საჩუქრის გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით. 2. ამ წესით განსაზღვრული  თითოეული მუხლით მოსარგებლე პირად (გარდა მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით მოსარგებლე  პირებისა)  განისაზღვროს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული მოქალაქე.