საპენსიო კომპანიის კაპიტალის მინიმალური ოდენობის, საკუთარი კაპიტალის განსაზღვრის მინიმალური მოთხოვნების და მათი დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 23.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016085 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს კანონის პროექტი - დაგროვებითი პენსიის შესახებ ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ დაგროვებითი პენსიის შესახებ საპენსიო აქტივების მართვის მიზნით დამატებითი მოთხოვნების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმების, კომპენსაციისა და ლიკვიდატორის მიერ საქმიანობის განხორციელების წესის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საპენსიო კომპანიის კაპიტალის მინიმალური ოდენობის, საკუთარი კაპიტალის განსაზღვრის მინიმალური მოთხოვნების და მათი დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება
№78
2024 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
საპენსიო კომპანიის კაპიტალის მინიმალური ოდენობის, საკუთარი კაპიტალის განსაზღვრის მინიმალური მოთხოვნების და მათი დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საპენსიო კომპანიის კაპიტალის მინიმალური ოდენობის, საკუთარი კაპიტალის განსაზღვრის მინიმალური მოთხოვნების და მათი დადგენის წესი“ თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი
საპენსიო კომპანიის კაპიტალის მინიმალური ოდენობის, საკუთარი კაპიტალის განსაზღვრის მინიმალური მოთხოვნების და მათი დადგენის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
„საპენსიო კომპანიის კაპიტალის მინიმალური ოდენობის, საკუთარი კაპიტალის განსაზღვრის მინიმალურ მოთხოვნების და მათი დადგენის წესი“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე საპენსიო კომპანიის კაპიტალის მინიმალურ ოდენობას, ასევე საკუთარი კაპიტალის განსაზღვრის მინიმალურ მოთხოვნებსა და მათი დადგენის წესს.
მუხლი 2🔗. საპენსიო კომპანიის კაპიტალის მიმართ მოთხოვნა ლიცენზირების მიზნებისთვის
1. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ლიცენზიის მაძიებელი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომ – სამსახური) წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტში უნდა ფლობდეს დამფუძნებლ(ებ)ის მიერ ფულადი ფორმით სრულად შევსებულ მინიმალურ კაპიტალს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში 700,000 (შვიდასი ათასი) ლარის ოდენობით და ასევე, საკმარისი ოდენობის საკუთარ კაპიტალს – მომდევნო 2 წლის განმავლობაში საოპერაციო, ადმინისტრაციული და საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ხარჯების დასაფინანსებლად.
2. ამ წესის მიზნებისათვის, საკუთარი კაპიტალის საკმარისი ოდენობა, მომდევნო 2 წლის განმავლობაში საოპერაციო, ადმინისტრაციული და საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ხარჯების დასაფინანსებლად, განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი „საპენსიო კომპანიის საოპერაციო გეგმის ძირითადი მონაცემების განსაზღვრის წესის“ შესაბამისად, საპროგნოზოდ დათვლილი და სალიცენზიო განცხადებასთან ერთად წარდგენილ საოპერაციო გეგმაში მითითებული, თითოეული პერიოდის წმინდა ზარალ(ებ)ის აბსოლუტური მნიშვნელობის და ამავე გეგმით წარმოდგენილი შესაძენი ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების ჯამით.
3. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, განცხადებასთან ერთად სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკ(ებ)იდან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მინიმალური ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშ(ებ)ზე განთავსების თაობაზე.
4. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია, განცხადებასთან ერთად სამსახურს ასევე წარუდგინოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკ(ებ)ის მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა), რომელიც ადასტურებს კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამფუძნებლ(ებ)ის მიერ სრულად, ფულადი ფორმით შევსებას.
მუხლი 3🔗. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ყველა ეტაპზე საკუთარი კაპიტალის ოდენობა
1. საპენსიო კომპანია ვალდებულია, საქმიანობის ყველა ეტაპზე ფლობდეს ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად გაანგარიშებულ საკუთარ კაპიტალს, რომლის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს და უწყვეტად ჰქონდეს განთავსებული საქართველოში ლიცენზირებულ კომერციული ბანკ(ებ)ში, ამ მიზნით გახსნილ განცალკევებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე.
2. საპენსიო კომპანიის კაპიტალის მინიმალურ ოდენობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგების/ტრანზაქციის განსახორციელებლად საჭიროა სამსახურის წინასწარი წერილობითი თანხმობა. ამასთანავე, ყველა ნებადართული გარიგება/ტრანზაქცია უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. საპენსიო კომპანია ვალდებულია, ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასტურად, ყოველი საანგარიშო კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა სამსახურს წარუდგინოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკ(ებ)ის მიერ გაცემული ამონაწერი იმ საბანკო ანგარიშ(ებ)იდან, რომლებზეც საანგარიშო კვარტალის განმავლობაში განთავსებულია ამ წესით გათვალისწინებული მინიმალური ფულადი სახსრები და იმავე კომერციული ბანკ(ებ)ის მიერ გაცემული ცნობა (დანართი №1-ს შესაბამისად), რომელიც მოიცავს ზემოხსენებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე ამავე პერიოდში კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, კომერციული ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. უცხოური საპენსიო ორგანიზაციის ფილიალი აღიარების მოსაპოვებლად, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის ყველა ეტაპზე უნდა ფლობდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მინიმალური ოდენობის ფულად სახსრებს ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 4🔗. მოთხოვნები ფულადი სახსრების მიმართ
ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლების პირველი პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესასრულებლად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკ(ებ)ში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები, რომლის მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები.
მუხლი 5🔗. საკუთარი კაპიტალის გამოთვლა
1.
ამ წესის მიზნებისთვის, საპენსიო კომპანიის საკუთარი კაპიტალი გამოითვლება შემდეგნაირად – „ა“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი კომპონენტების ჯამს გამოკლებული „ბ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ყველა კომპონენტი:
ა) დასაჯამებელი კომპონენტების ჩამონათვალი:
ა.ა) განთავსებული კაპიტალი;
ა.ბ) აკუმულირებული მოგება/ზარალი;
ა.გ) პერიოდის წმინდა მოგება/ზარალი;
ა.დ) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, კაპიტალში აღრიცხული სხვა რეზერვები;
ბ) გამოსაკლები კომპონენტების ჩამონათვალი:
ბ.ა) გუდვილი და სხვა არამატერიალური აქტივები (წმინდა);
ბ.ბ) ინვესტიციები მეკავშირე კომპანიებში (მონაწილეობა კაპიტალში და გაცემული სესხები);
ბ.გ) ინვესტიციები შვილობილ კომპანიებში (მონაწილეობა კაპიტალში და გაცემული სესხები);
ბ.დ) აქციები, რომელთა მიმოქცევა ხორციელდება ორგანიზებული ბაზრის გარეთ;
ბ.ე) გაცემული არაუზრუნველყოფილი სესხები;
ბ.ვ) აქტივები იმ ოდენობით, რომელიც საპენსიო კომპანიის მიერ გამოყენებულია ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებად და ასახული არ არის მისი ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებების ნაწილში;
ბ.ზ) გადავადებული საგადასახადო აქტივი;
ბ.თ) მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები;
ბ.ი) გადახდილი ავანსები;
ბ.კ) დასაქმებულთა მიმართ მოთხოვნები;
ბ.ლ) აქციონერების/პარტნიორების მიმართ მოთხოვნები;
ბ.მ) მარაგები.
2. საპენსიო კომპანიამ საკუთარი კაპიტალის გაანგარიშებაში არ უნდა გაითვალისწინოს საპენსიო სქემის არცერთი აქტივი.
3. ამ წესით განსაზღვრული საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 6🔗. საკუთარი კაპიტალის ანგარიშგების წარდგენის ვადები
საპენსიო კომპანია ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს საკუთარი კაპიტალის ანგარიშგება ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული ფორმით, ყოველი კალენდარული წლის შემდეგი თარიღებისთვის:
ა) I კვარტალის – არაუგვიანეს საანგარიშო წლის 20 აპრილისა;
ბ) II კვარტალის – არაუგვიანეს საანგარიშო წლის 20 ივლისისა;
გ) III კვარტალის – არაუგვიანეს საანგარიშო წლის 20 ოქტომბრისა;
დ) IV კვარტალის – არაუგვიანეს მომდევნო საანგარიშო წლის 20 თებერვლისა.
მუხლი 7🔗. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგები
საპენსიო კომპანიის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი სანქციები.
დანართი №1
ცნობა
ცნობა ეძლევა: _____ „ _______________________ “ (ს/ნ ---------------), სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურში წარსადგენად.
საანგარიშო წელი: 20__წლის __ ________-დან 20__ წლის __ ___________ ჩათვლით.
№
ანგარიშის ნომერი
ანგარიშის სახე
ვალუტა
შეზღუდვის თანხა ვალუტაში
შეზღუდვის სახე
შეზღუდვის პერიოდის დასაწყისი
შეზღუდვის პერიოდის დასასრული
____________________________________
უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა
__________________
ხელმოწერა
დანართი №2
საკუთარი კაპიტალის ანგარიშგება
საანგარიშო კვარტალი: _______________
ანგარიშგების თარიღი: ______________
კაპიტალი
S/N
ლარი
1
განთავსებული კაპიტალი
2
აკუმულირებული მოგება/ზარალი
3
პერიოდის წმინდა მოგება/ზარალი
4
სხვა რეზერვები
5
სულ კაპიტალი
დისკონტირებული აქტივები
6
გუდვილი და სხვა არამატერიალური აქტივები (წმინდა)
7
ინვესტიციები მეკავშირე კომპანიებში (მონაწილეობა კაპიტალში და გაცემული სესხები)
8
ინვესტიციები შვილობილ კომპანიებში (მონაწილეობა კაპიტალში და გაცემული სესხები)
9
აქციები, რომელთა მიმოქცევა ხორციელდება ორგანიზებული ბაზრის გარეთ
10
გაცემული არაუზრუნველყოფილი სესხები
11
აქტივები, რომელიც გამოყენებულია ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებად და ასახული არ არის საპენსიო კომპანიის ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებების ნაწილში
12
გადავადებული საგადასახადო აქტივები
13
მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები
14
გადახდილი ავანსები
15
დასაქმებულთა მიმართ მოთხოვნები
16
აქციონერების/პარტნიორების მიმართ მოთხოვნები
17
მარაგები
18
დისკონტირებული აქტივების ჯამი
საკუთარი კაპიტალი
19
საკუთარი კაპიტალი ([5] – [18])
20
საკუთრი კაპიტალის მინიმალური ოდენობა
21
საკუთარი კაპიტალის ზედმეტობა/დანაკლისი საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის ჯამთან ([19] – [20])