საპენსიო სქემის მონაწილეთა წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის დადგენის თაობაზე

მიღების თარიღი 23.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016086 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2024
861 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს კანონის პროექტი - დაგროვებითი პენსიის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 87% 31.10.2017 საპენსიო აქტივების ინვესტირების წესის დადგენის თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 87% 26.12.2024 „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 04.02.2021 საპენსიო კომპანიის კაპიტალის მინიმალური ოდენობის, საკუთარი კაპიტალის განსაზღვრის მინიმალური მოთხოვნების და მათი დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 86% 23.12.2024 რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 86% 29.06.2020

დოკუმენტის ტექსტი

საპენსიო სქემის მონაწილეთა წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის დადგენის თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №79 2024 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი საპენსიო სქემის მონაწილეთა წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიის დადგენის თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტებისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დადგინდეს „საპენსიო სქემის მონაწილეთა წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია“ თანდართული სახით, მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი საპენსიო სქემის მონაწილეთა წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „საპენსიო სქემის მონაწილეთა წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგია“ ადგენს საპენსიო სქემის საპენსიო ფონდის აქტივების (საინვესტიციო პორტფელის) მართვისას აქტივების წმინდა ღირებულების გამოთვლის პრინციპებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს აქტივების მმართველმა კომპანიამ და მზღვეველმა, როგორც აქტივების მმართველმა, ასევე, ადგენს აქტივების წმინდა ღირებულების შეფასების მეთოდის თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნების წესს. 2. წინამდებარე მეთოდოლოგიაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 2🔗. აქტივების წმინდა ღირებულების შეფასების ძირითადი პრინციპები 1. საპენსიო სქემის აქტივების წმინდა ღირებულების შეფასება წარმოადგენს მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც საპენსიო სქემის დამფუძნებლებმა განცალკევებულად უნდა აღრიცხონ საპენსიო სქემის თითოეული მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო დანაგროვი. 2. ფინანსური აქტივების წმინდა ღირებულების შეფასება ხორციელდება ყოველი სამუშაო დღის დასასრულს. ამასთან, მონაწილისთვის საინვესტიციო არჩევანის შეთავაზების შემთხვევაში, შეფასება უნდა განხორციელდეს განცალკევებულად – საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული თითოეული საინვესტიციო პორტფელის შესაბამისად. 3. აქტივები უნდა შეფასდეს სამართლიანი ღირებულებით, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 13-ის (შემდგომ - ფასს 13) შესაბამისად. 4. უცხოურ ვალუტაში დენომინირებული საპენსიო აქტივები უნდა შეფასდეს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეფასების დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. 5. შეფასების პროცესში თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი. მუხლი 3🔗. მოთხოვნები აქტივების წმინდა ღირებულების გამოთვლის მიმართ 1. საპენსიო სქემის თითოეული საინვესტიციო პორტფელისთვის აქტივების წმინდა ღირებულება განისაზღვრება, როგორც თითოეულ საინვესტიციო პორტფელში შემავალი ყველა ფინანსური აქტივის საერთო ჯამი, თითოეული ფინანსური აქტივის სამართლიანი ღირებულების გათვალისწინებით.   2. აქტივების მმართველი კომპანია ან მზღვეველი, რომელიც მართავს საპენსიო სქემის საინვესტიციო პორტფელს, პასუხისმგებელია თითოეული ფინანსური აქტივის სამართლიანი ღირებულების შესაფასებლად საჭირო მეთოდისა და/ან მოდელის და/ან დაშვებების განსაზღვრაზე ფასს 13-ში მოცემული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. 3. სამართლიან შეფასებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აქტივების მმართველ კომპანიას/მზღვეველს, მათ შორის, როდესაც კონკრეტული ფინანსური აქტივის ან საინვესტიციო პორტფელის აქტივების ღირებულების შეფასება ხდება აღნიშნულისთვის უფლებამოსილი მესამე მხარის (დამოუკიდებელი შემფასებელი) მიერ. 4. შეძენილი ფინანსური აქტივი, რომლის საკუთრებაში გადაცემაც მხოლოდ შესაბამისი ანგარიშსწორების შემდეგ განხორციელდება, წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდი. ამასთან, შესაბამისი საინვესტიციო პორტფელის ფულადი ანგარიშის კორექტირება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მასზე აისახოს ხსენებული შეძენის ტრანზაქცია, მათ შორის შეძენასთან დაკავშირებული საკომისიო ან სხვა სახის ხარჯი, რომელიც გადახდილი არ იყო გამოთვლის თარიღისთვის. 5. რეალიზებული (გაყიდული) ფინანსური აქტივი, რომლის საკუთრებაში გადაცემაც არ მომხდარა და ტრანზაქცია იმყოფება ანგარიშსწორების მოლოდინში, უნდა შეფასდეს წმინდა (ნეტო) სარეალიზაციო ღირებულებით. ასეთი ფინანსური აქტივი საინვესტიციო პორტფელში არ უნდა იყოს ასახული, როგორც მფლობელობაში არსებული, ხოლო წმინდა (ნეტო) სარეალიზაციო ღირებულება ასახული უნდა იყოს, როგორც მისაღები თანხა/დებიტორული დავალიანება. 6. ფინანსურ აქტივებზე გაცხადებული დივიდენდის, ბონუსის, წილის ან უფლების ღირებულება, რომელიც არ არის გათვალისწინებული წმინდა აქტივის ღირებულების გამოთვლის დროს, საპენსიო ფონდის აქტივად მიჩნეული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო პორტფელში არსებული აქტივი შეფასებული იყო დივიდენდის, ბონუსის, წილის ან უფლების ღირებულების გარეშე. 7. საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელში არსებულ ფინანსურ აქტივზე დარიცხული სარგებელი მიიჩნევა საპენსიო ფონდის აქტივად, თუ იგი სხვაგვარად არ გაითვალისწინება ფასიანი ქაღალდების შეფასებისას გამოყენებულ მეთოდში. 8. ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რომელიც დარიცხულია წმინდა აქტივების ღირებულების გამოთვლის თარიღამდე, გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც აქტივი. 9. წმინდა აქტივის ღირებულების გამოთვლამდე დარიცხული ნებისმიერი ვალდებულება, ინვესტიციასთან დაკავშირებული ოპერაციების დანახარჯები, გადასახადები და სხვა გადასახდელები, ექვემდებარება გამოქვითვას აქტივების ღირებულებებიდან. მუხლი 4🔗. საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ აქტივების წმინდა ღირებულების გამოყენება საპენსიო აქტივების განკარგვასთან (მათ შორის საპენსიო აქტივების გადატანასთან) დაკავშირებული ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც წარმოიშობა აქტივის ღირებულების გამოთვლის ორ თარიღს შორის, უნდა შეჩერდეს/შეყოვნდეს გამოთვლის მეორე თარიღამდე და განხორციელდეს წმინდა აქტივის ღირებულების მეორე გამოთვლის საფუძველზე (ტრანზაქცია სამომავლო ფასის საფუძველზე). მუხლი 5🔗. გარე აუდიტი და ინფორმაციის გასაჯაროება 1. აქტივების მმართველი კომპანია ან მზღვეველი, რომელიც მართავს საპენსიო სქემის საინვესტიციო პორტფელს, ვალდებულია წერილობით დაადასტუროს და დეტალურად აღწეროს თითოეული ფინანსური აქტივის ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული მოდელები ან/და მეთოდები ან/და დაშვებები, ფასს 13-ით გათვალისწინებული სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს ყოველწლიურად, წლიურ ანგარიშთან ერთად. 3. თითოეული ფინანსური აქტივის ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული მოდელების ან/და მეთოდების ან/და დაშვებების შესაბამისობა ფასს 13-ით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან უნდა შემოწმდეს და დადასტურდეს საპენსიო სქემის დამფუძნებლის გარე აუდიტორის მიერ, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების შედეგად მიღებული ინფორმაცია აისახება საპენსიო სქემის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. მუხლი 6🔗. შეცდომა აქტივების წმინდა ღირებულების შეფასებისას 1. აქტივების წმინდა ღირებულების შეფასებისას მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი შეცდომის დაშვების ალბათობა. ამ მიზნით აქტივების მმართველმა კომპანიამ/მზღვეველმა არანაკლებ წელიწადში ერთხელ უნდა გადახედოს შეფასების მოდელებს და შეფასებასთან დაკავშირებულ პროცესებს და დარწმუნდეს მის შესაბამისობაში/ადეკვატურობაში. 2. შეფასებისას გამოვლენილი ცდომილება (წმინდა აქტივების ღირებულების 0.05%-ზე მეტი) უნდა გასწორდეს გამოთვლის თარიღისთვის. 3. ცდომილების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გასწორდეს იმ მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში, რომელზეც გავლენა მოახდინა ამ ცდომილებამ და გასწორებისთანავე აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მონაწილეს. მუხლი 7🔗. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგები ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის სამსახური უფლებამოსილია გამოიყენოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი სანქციები.