საპენსიო კომპანიასა და მზღვეველში მონაწილეებისა და ბენეფიციარების პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალური მოთხოვნებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 23.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016088 71
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 23/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საპენსიო სქემის მონაწილეებისთვის ინფორმაციის/დოკუმენტების შედგენის და მიწოდების წესისა და მონაწილეებისთვის, პოტენციური მონაწილეებისა და ბენეფიციარებისთვის მისაწოდებელი საპენსიო სქემის (საპენსიო სქემის წესების) მოკლე აღწერილობის მოთხოვნების დადგენის შესახებ ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ საპენსიო კომპანიის ლიკვიდატორის შესაფერისობის კრიტერიუმების, კომპენსაციისა და ლიკვიდატორის მიერ საქმიანობის განხორციელების წესის დადგენის შესახებ პენსიის პროგრამული გატანის წესის დადგენის შესახებ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საპენსიო კომპანიასა და მზღვეველში მონაწილეებისა და ბენეფიციარების პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალური მოთხოვნებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დადგენის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება
№81
2024 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
საპენსიო კომპანიასა და მზღვეველში მონაწილეებისა და ბენეფიციარების პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალური მოთხოვნებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დადგენის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ და „ს“ ქვეპუნქტებისა და 58-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. თანდართული სახით დადგინდეს „საპენსიო კომპანიასა და მზღვეველში მონაწილეებისა და ბენეფიციარების პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალური მოთხოვნები და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“.
2. 2025 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები ვალდებული არიან, 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის ამ ბრძანების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი
საპენსიო კომპანიასა და მზღვეველში მონაწილეებისა და ბენეფიციარების პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალური მოთხოვნები და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „საპენსიო კომპანიასა და მზღვეველში მონაწილეებისა და ბენეფიციარების პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმის მინიმალური მოთხოვნები და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“ (შემდგომ – წესი) ვრცელდება საპენსიო კომპანიაზე, მზღვეველზე და აქტივების მმართველ კომპანიაზე (შემდგომ – საპენსიო სქემის დამფუძნებელი), რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ ინდივიდუალურ ან/და ჯგუფურ საპენსიო სქემებს.
2. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, ჰქონდეს და დაიცვას მონაწილეებისა და ბენეფიციარების პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმები.
მუხლი 2🔗. მომხმარებლის ძირითადი უფლებები
„ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებლის ძირითადი უფლებებია:
ა) ინფორმირებული არჩევანის უფლება;
ბ) გასაგები, სრული, უტყუარი, თანმიმდევრული და არადამაბნეველი ინფორმაციის მიღების უფლება, რაც მას არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში;
გ) საპენსიო სქემაში გაწევრების უფლება;
დ) საპენსიო აქტივების განკარგვის უფლება;
ე) საპენსიო აქტივების გადატანის უფლება;
ვ) საპენსიო აქტივებზე უპირობო უფლების მინიჭება;
ზ) საინვესტიციო არჩევანის უფლება;
თ) პენსიის მიღების უფლება;
ი) პრეტენზიით მიმართვის უფლება;
კ) საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის უფლება.
მუხლი 3🔗. საპენსიო სქემის რეკლამა
1. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, სარეკლამო პროცესი წარმართოს კეთილსინდისიერად, სამართლიანად და კვალიფიციურად და, დაიცვას მომხმარებელთა საუკეთესო ინტერესები საპენსიო სქემის რეკლამასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებისას, აგრეთვე უზრუნველყოს რეკლამასთან დაკავშირებით არსებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.
2. საპენსიო სქემის შეთავაზებისას/რეკლამირებისას დაუშვებელია:
ა) შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება/პოტენციური მონაწილისათვის მიწოდება;
ბ) საინვესტიციო მიდგომების დეტალური აღწერა შეიცავდეს კონკრეტული საინვესტიციო კოეფიციენტის შესახებ დაპირებას.
მუხლი 4🔗. საპენსიო სქემასთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა და გადაწყვეტა
1. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საპენსიო სქემის დამფუძნებელმა უნდა უზრუნველყოს, საპენსიო სქემის მონაწილეებისა და ბენეფიციარების პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის მექანიზმის შემუშავება თითოეული საპენსიო სქემისთვის.
2. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, ჰქონდეს პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის შესაბამისი პროცედურა, რომელშიც ასახული იქნება მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმები.
3. საპენსიო სქემის დამფუძნებლის პრეტენზიების განხილვის და გადაწყვეტის პროცედურა უნდა მოიცავდეს პრეტენზიების მიღებისა და განხილვის წესს, პრეტენზიების განხილვის და მომხმარებლისთვის პასუხის მიწოდების ვადებს, პრეტენზიების აღრიცხვის წესს.
4. პრეტენზიის განხილვის პროცესში მონაწილეებს/ბენეფიციარებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ დეტალური ინფორმაცია მათი პრეტენზიის განხილვის მიმდინარეობის შესახებ მოთხოვნილი ფორმით (ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით).
5. საპენსიო სქემის დამფუძნებელმა პრეტენზია უნდა შეისწავლოს გონივრულ ვადაში და დაუყოვნებლივ აცნობოს განმცხადებელს განხილვის შედეგები. პრეტენზიის განხილვის და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენზიის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს.
6. საპენსიო სქემის დამფუძნებელმა მომხმარებელთა პრეტენზიები იმგვარად უნდა აღრიცხოს, რომ დოკუმენტების შენახვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს მიღებული პრეტენზიების შესახებ მონაცემები (ჩანაწერები), ხოლო მომხმარებლის ან საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მათი გონივრულ ვადაში მიწოდება.
7. თუ საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ არ დაკმაყოფილდა მომხმარებლის წარდგენილი პრეტენზია ან არ მიეწოდა მას პასუხი 30 (ოცდაათი) დღის ვადაში, მონაწილეს/ბენეფიციარს უფლება აქვს, მიმართოს სამსახურს წერილობითი ფორმით, რომელიც წარდგენილ პრეტენზიას განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგები
1.
მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, სამსახური უფლებამოსილია, გამოიყენოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი სანქციები.
2. აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამოვლენისას, შესაბამის ინფორმაციას სამსახური მიაწვდის საქართველოს ეროვნულ ბანკს სათანადო რეაგირების მიზნით.