ადიგენის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.12.2024
გამომცემი ორგანო №
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.137.016771 3171
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 24/12/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2024 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, ნებართვის მიღების წესის, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად საჭირო ფორმების და სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №64
2024 წლის 23 დეკემბერი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 261 მუხლის, 30-მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი“ დანართის 1-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობა დანართი 2-ის მიხედვით.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა- ანგარიშგების წესი დანართი 3-ის მიხედვით.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს უწყებრივი სანებართვო რეესტრი დანართი 4-ის მიხედვით.
მუხლი 6🔗
დამტკიცდეს აქტი გამოსაყენებლად უვარგისი გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ჩამოწერის შესახებ დანართი 5-ის მიხედვით.
მუხლი 7🔗
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შესახებ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი დანართი 6-ის მიხედვით.
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი
დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ეს წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს.
2. ამ წესით დადგენილი გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე-რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ წესით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება რეგულირდება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების გათვალისწინებით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარე რეკლამა – ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;
ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა, მანათობელი სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;
გ) აბრა – დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური აგენტის ან მეწარმე სუბიექტის ობიექტზე, აღნიშნავს ამ ობიექტის სახელწოდებას და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული;
დ) ნებართვა – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა, გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით;
ე) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი;
ვ) ნებართვის გამცემი – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი;
ზ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაცია (ორგანიზაციული წარმონაქმნი), რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
თ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით გამოცხადებული ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
თავი II
ზოგადი და სპეციალური მოთხოვნები, გარე რეკლამის გავრცელების გეგმა
მუხლი 3🔗. გარე რეკლამისადმი დადგენილი მოთხოვნები
1. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია“.
4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) შესრულებული წარწერა მოცემული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.
6. გარე რეკალამაზე მითითებული უნდა იყოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.
7. გარე რეკლამა უნდა აკმაყოფილებდეს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა ზოგად და სპეციალურ მოთხოვნებს.
მუხლი 4🔗. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმას (სარეკლამო საშუალების განთავსების, გაბარიტული ზომებისა და ფორმის მითითებით) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – საკრებულოს განკარგულებით.
2. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით) შეთანხმებული უნდა იყოს:
ა) საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ);
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან – რეკლამის გავრცელებისას შესაბამისი დასახლებების ტერიტორიებზე;
გ) შესაბამის სამინისტროსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან მუნიციპალიტეტში – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში მდებარეობისას;
დ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ნებართვის გაცემის პროცესში მათი ჩართვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
მუხლი 5🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს იმ ნებართვის მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული სანებართვო პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.
2. გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონი ცხადდება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით განსაზღვრული წესები.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „რეკლამის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და წინამდებარე წესის შესაბამისად.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი.
6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობის მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელმა განცხადებას უნდა დაურთოს:
ა) გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
ბ) გარე რეკლამის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით;
გ) ნაგებობის ესკიზური ნახაზი.
7. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე და სხვა) დადგენილი წესით მიიღება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მიერ.
მუხლი 6🔗. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონი ცხადდება და სანებართვო პირობები დგინდება ნებართვის გამცემის მიერ.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 5 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით.
3. ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ვებგვერდზე www.eauction.ge მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოშვებაში.
4. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება იმავე საინფორმაციო საშუალებით, სადაც გამოცხადებული იყო აუქციონი.
5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ნებართვის გამცემის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;
გ) აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას), რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) ბეს და ბიჯის სიდიდეს;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.
6. ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
7. აუქციონის ორგანიზებას უზრუნველყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 7🔗. ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გასაცემი ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;
გ) უფლება, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არარსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ/მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობთან კვადრატულ მეტრებში.
5.გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ/მ-ზე, ყოველ სანებართვო წელზე ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტის შესაბამისი შეფასებით.
6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
თავი IV
კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე
ნებართვის გაუქმება
მუხლი 8🔗. გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით დაწესებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები
1. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტრო გადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
2. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ აუქციონის პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.
მუხლი 9🔗. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური საქართველოს კანონმდებლობის, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად, წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი;
ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს, წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
დანართი №2
საქართველო
ადიგენის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო
მოწმობა N
ნებართვის გაცემის თარიღი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(რიცხვი, თვე, წელი)
ნებართვის მფლობელი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნებართვის მოქმედების ვადა:
––––––––––––––––––––––– - დან
––––––––––––––––––––––– - მდე
სანებართვო პირობები:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნებართვის გაცემის საფუძველი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნებართვა შედგენილია ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე
ეგზემპლარი ინახება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ნებართვის გამცემი პირი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
ბ. ა. ––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა)
დამკვეთი: ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია
დამამზადებელი:
სემგს-ს რეგისტრაციის №
დანართი №3
გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის
გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური), „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება
1. ამ წესით განსაზღვრული გარე რეკლამის სანებართვო მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ.
2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში - მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს რელიეფურ დამცავ ბადეს.
4. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ მოხელეს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს სამსახურის უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
მუხლი 3🔗. მოწმობის გაცემა და დაბრუნება
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტსა და მოწმობას ხელმოსაწერად ამზადებს მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური.
2. მოწმობის მიღება-ჩაბარება აღირიცხება უწყებრივი სანებართვო რეესტრის სპეციალურ ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №3-ისა.
3. უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის“ გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
4. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.
5. უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისას შესაძლებელია გამოყენებული (დანერგილი) იქნეს ელექტრონული პროგრამა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს მოწმობის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის დაბრუნებას.
მუხლი 4🔗. მოწმობის შევსება და წარმოება
1. მოწმობა ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი მოწმობა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი სამსახურის უფროსს მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს იმავე დღესვე. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ჩამოწერის აქტს.
2. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად: შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი; მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება სამსახურში.
მუხლი 5🔗. მოწმობის შენახვა
1. მოწმობის შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. მოწმობა უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში.
3. სათავსო, სადაც ინახება მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
მუხლი 6🔗. მოწმობის დუბლიკატის გაცემა
1. მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის გამცემი გასცემს დუბლიკატს, ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, დოკუმენტების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
3. მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის განაკვეთი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება 10 (ათი) ლარის ოდენობით.
4. მოწმობის დუბლიკატის ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე კეთდება ჩანაწერი – აღნიშვნით „დუბლიკატი“.
5. მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. სამსახურს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში (სარეგისტრაციო ჟურნალში).
მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დადგენილების დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. წესში ცვლილებების შეტანა
ამ წესში ცვლილებების შეტანა ხდება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №4
უწყებრივი სანებართვო რეესტრი
№
სანებართვო მოწმობის
№
ნებართვის გამცემი უფლებამოსილი პირი
ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი
მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის)
ნებართვის მიმღების საფირმო სახელწოდება (სახელი, გვარი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი – ფიზიკური პირისათვის
ინფორმაცია ნებართვის მიმღების მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ
დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობები:
№
დაბრუნების თარიღი
ჩამოწერილი აქტის ნომერი
მოწმობის ინდივიდუალური ნომერი
მოწმობის დამბრუნებელი პირი
დაბრუნებული მოწმობის მიმღები პირი
გვარი
სახელი
უფლება
მოსილი პირი
ხელმოწერა
გვარი
სახელი
უფლება
მოსილება
ხელმოწერა
მკაცრი აღრიცხვის ფორმის (გარე რეკლამის სანებართვო მოწმობა) დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალი:
№
დუბლიკატის გაცემის თარიღი
მინიჭებული ნომერი
განცხადების რეგისტრაციის ნომერი
მოსაკრებლის გადახდის ქვითრის
№
მოწმობის დამბრუნებელი პირი
დაბრუნებული მოწმობის მიმღები პირი
გვარი
სახელი
უფლება
მოსილი პირი
ხელმოწერა
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
დანართი №5
აქტი №-----
ადიგენის მუნიციპალიტეტი------ ------------- 20__ წელი
გამოსაყენებლად უვარგისი გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის ჩამოწერის შესახებ
სანებართვო მოწმონის №
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის საფუძველი
შენიშვნა
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი
გარე რეკლამის განთავსების უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის სისწორეს.
ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი: ____________________________
სამსახურის უფროსი: ______________________________
დანართი №6
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის
განთავსების ნებართვის შესახებ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი
დაბა ადიგენი „____” ,,_____________“ 20___წ.
(რიცხვი, თვე, წელი)
1. წინამდებარე ოქმი გაიცა ______________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ (აუქციონში გამარჯვებულის (ნებართვის მფლობელი) – ფიზიკური პირის სახელი და გვარი, ხოლო იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, წარმომადგენლის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ნებართვის მფლობელის მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები)
მასზე, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებისა და „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის -- სექტემბრის №-- დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემისათვის, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 20 ___ წლის „___“„___________“ მოწყობილ ელექტრონულ აუქციონზე, ლოტი N____ზე, საწყისი ფასი ______________________
(______________________________________________________________________________) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
მის მიერ შემოთავაზებული ფასის ________________ (______________________________________
_______________________________________________________________________________) ლარის
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – ნებართვის მფლობელი) და ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, გარე რეკლამის განსათავსებლად _____________________________________________________________________________ გადაეცემა
(ვადა)
_______________________________________________________________________________________
(გარე რეკლამის განთავსების ადგილის დასახელება)
გარე რეკლამის განთავსების ნებართვა, ვადა აითვლება ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის გაცემის დღიდან.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან ანგარიშსწორებას ახდენს ყოველწლიურად. ნებართვის მიღების წლიური საფასური შეადგენს _______(______________) ლარს. პირველი წლის წლიური საფასური
(ციფრებით) (სიტყვიერად)
ნებართვის მიმღებმა უნდა გადაიხადოს ნებართვის მოწმობის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, ხოლო დანარჩენი წლების წლიური საფასური ნებართვის გაცემის დღიდან ყოველი ერთი წლის ვადაში (საბანკო ანგარიში: საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300613106), ნებართვის მიმღებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
3. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს აუქციონის პირობები: ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________და ა.შ.
4. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. აუქციონის დასრულების და ოქმის გაფორმების შემდეგ ზოგიერთი საკითხის დაზუსტების და დეტალიზაციის მიზნით მხარეებს შორის 15 კალენდარული დღის ვადაში იდება ხელშეკრულება. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნებართვის მფლობელს გადაეცემა გარე რეკლამის სანებართვო მოწმობა.
6. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში ნებართვის მფლობელი იხდის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გადაუხდელი ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
7. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 2 (ორი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება მესაკუთრეს, ხოლო მეორე გადაეცემა ნებართვის მფლობელს.
8. აუქციონში გამარჯვებული ნებართვის მფლობელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს.
9. ოქმს, რომელიც მესაკუთრესთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელი იურიდიული პირია, ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მფლობელი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
შენიშვნა: გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტრო- გადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი: /____________________________/________________/
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ბეჭდის ადგილი
აუქციონში გამარჯვებული პირი: /___________________________/_______________/
(ნებართვის მფლობელი, წარმომადგენელი) (ხელმოწერა)