1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია, რომელთანაც მოქმედებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური.
2. ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს მომსახურება ამ რეგლამენტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ხარისხის დაცვაზე ზედამხედველობას.
4. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთა მიერ გადაცემული ინფორმაციის საიდუმლოობა და მისი დაცვა. სატელეფონო საუბრების მოსმენა, მათ შესახებ ცნობების გაცემა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას თავის საკუთრებაში არსებული ქსელის შეუვალობა, ასევე არ დაუშვას ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა.
6. თუ ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელი ტექნიკური მიზეზით ვერ ახერხებს თავის საკუთრებაში არსებული ქსელის დაცვას, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მესამე პირთა მიერ უნებართვო ჩართვის რისკის არსებობის თაობაზე და ტექნიკური შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს მას გაფართოებული მომსახურება უნებართვო ჩართვისაგან თავის დასაცავად