1. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მომსახურების გაწევისას ან მომსახურების გაწევით დარღვეული უფლების აღდგენა და მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
2. მომსახურებისას მომხმარებლის დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლებისა და კანონით გათვალისწინებული ინტერესების აღდგენის საფუძველს წარმოადგენს საჩივარი.
3. საჩივარი შედგენილ უნდა იყოს წერილობითი ფორმით.
4. მომხმარებელს უფლება აქვს საჩივარი წარადგინოს უშუალოდ მომსახურების მიმწოდებლის მომხმარებელთა საჩივრების განმხილველ სამსახურში, კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ან სასამართლოში.
5. დაუშვებელია საჩივრის განხილვის მთელ პერიოდში მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების შეზღუდვა ან შეწყვეტა
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 09.06.2022
მუხლი 26. მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა
თავი V — მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. ანგარიშის დეტალური ამონაბეჭდის მიღების წესი
- მუხლი 21. ანგარიშსწორება
- მუხლი 22. ზედმეტად გადახდილი თანხის რეგულირების წესი
- მუხლი 23. ანგარიშში ტექნიკური შეცდომის რეგულირების წესი
- მუხლი 24. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და დარიცხვის წესი
- მუხლი 25. მომხმარებელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები
- მუხლი 27. საჩივრის შინაარსი
- მუხლი 28. მომსახურების მიმწოდებლის მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი სამსახური
- მუხლი 29. საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა მომსახურების მიმწოდებლის მიერ
- მუხლი 31. სამართლებრივი დახმარების გაწევის მოვალეობა
- მუხლი 32. მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავის განხილვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 26, №3, 17.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.008.290 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63556/muxli-26/