საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №REG 0 24 00003197
2024 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ჰ6" ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2013 წლის 28 მარტის №02-405/ო ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის №002138 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, „შპს „გორმედის“ (ს/კ 417876711; ფაქტობრივი მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი №14ა)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „ა(ა)იპ „შიდა ქართლის ცენტრალური სისხლის ბანკი" (ს/კ 418483439; ფაქტობრივი მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი №14ა)“ და გაიცეს ახალი საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია;
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „გორმედზე“ (ს/კ 417876711; ფაქტობრივი მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი №14ა) გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №002138;
3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად;
4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
6. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „გორმედის“ (ს/კ 417876711) გენერალური დირექტორის, ვლადიმერ კეპულაძის განცხადება (№1314226, 11.12.2024წ.) და თანდართული დოკუმენტაცია.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი