საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 1 24 00003134
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

ბრძანება №REG 1 24 00003134

2024 წლის 9 დეკემბერი  

ქ. თბილისი

 

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ჰ6" ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, „კ“ პუნქტის შესაბამისად, :

1. სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2019 წლის 28 მაისის N02-210/ო ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის №000041 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, „შპს „ჰემა-2012"-ის (ს/კ 445412713; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. №167)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „ა(ა)იპ „ჰემა 2024" (ს/კ 445750474; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. №167)“ და გაიცეს ახალი საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია;

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „ჰემა-2012"-ზე (ს/კ 445412713; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. N167) გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №000041;

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად;

4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

6. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „ჰემა-2012“-ის (ს/კ 445412713) დირექტორის, ბეჯან ბერიძის განცხადება (№1294583, 06.12.2024წ.) და თანდართული დოკუმენტაცია.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                  ლეილა ქოჩიაშვილ