„2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
ძალის დაკარგვა 01.01.2026
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №444
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016548 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „2026 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.01.2026
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.12.2023
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №444
2024 წლის 27 დეკემბერი
ქ. თეთრიწყარო
„2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე -2 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კანონის „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტისა და 96-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის N 408 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 29.12.2023 წ. სარეგ. კოდი 010250050.35.157.016512).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე
დანართი
2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა
თავი I
ზოგადი დებულებები
წინამდებარე, „2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა“ (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვების, ბავშვიანი ოჯახების და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი არასრულწლოვანი პირების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პირობებს მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერის გზით და ამ მხარდაჭერისათვის პროცედურების კოორდინაციას მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა, კრიზისულ მდგომარეობაში ან/და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერების უზრუნველყოფა მატერიალური და არამატერიალური (სოციალური, იურიდიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, საგანმანათლებლო და სხვა) დახმარების გზით.
მუხლი 2🔗. პროგრამის რეგულირების სფერო და მოსარგებლეები
1. პროგრამა ვრცელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18 წლამდე ბავშვებზე, როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებიდან, პროგრამის განხორციელების წესის შესაბამისად.
2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს შეუძლიათ საბიუჯეტო წლის მანძილზე ისარგებლონ არაუმეტეს ორი ქვეპროგრამით.
3. პროგრამით გათვალიწინებული მატერიალური და არამატერიალური დახმარების გაწევის მიზნით ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოდალური დებულების მე-V თავის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შექმნილია მულტიდისციპლინური გუნდი, რომლებიც კოლეგიალურად განიხილავენ საკითხებს და საოქმო დადგენილების სახით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება შემდგომი კანონშესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად წარედგინება მუნიციპალიტეტის მერს.
4. პროგრამით მოსარგებლეები არიან:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიატორიაზე რეგისტრირებული ბავშვები ადგილობრივი, დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებიდან;
ბ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ზრუნვის სისტემიდან გასული, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვები;
თავი II
დახმარების
სახეები
მუხლი 3🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული დახმარების სახეები
ამ პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიციარების დახმარების სახეებია:
ა) მატერიალური (ფულადი) დახმარება
ბ) არამატერიალური (არაფულადი) დახმარება
მუხლი 4🔗. მატერიალური დახმარების სახეები
1. მატერიალური დახმარების სახეებია:
ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების უსაფრთხოებისა და ბაზისური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარება
ბ) კრიტიკულად საჭირო ჰიგიენური საშუალებებით დახმარება
გ) სარეაბილიტაციო პროცედურების დაფინანსება
დ) ენისა და მეტყველების, ქცევის, აკადემიური, ოკუპაციური/სენსორული ინტეგრაციის დარღვევის და ფსიქოთერაპიული კურსის დაფინანსება
ე) აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის (18 წლამდე) სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსება
მუხლი 5🔗. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების უსაფრთხოებისა და ბაზისური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარება
1. სიღატაკეში ან/და სხვა ტიპის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების და ბავშვიანი ოჯახების უსაფრთხოებისა და ბაზისური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარება გაიცემა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა (მშობელმა/მეურვემ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) კანონიერი წარმომადგენლის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განმცხადებელი მეურვეა);
ე) დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ინვოისი (ფინანსური დოკუმენტი);
მუხლი 6🔗. კრიტიკულად საჭირო ჰიგიენური საშუალებებით დახმარება
1. სოციალურად დაუცველი, მცირეწლოვანი (18 თვემდე ასაკის) ბავშვიანი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა განცხადების შემოტანის მომენტში არ აღემატება 30 000) დახმარებას, ბავშვის აღზრდისათვის კრიტიკულად საჭირო ჰიგიენური საშუალებებით, ყოველთვიურად 100 (ასი ) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა (მშობელმა/მეურვემ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) კანონიერი წარმომადგენლის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განმცხადებელი მეურვეა);
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან.
მუხლი 7🔗. სარეაბილიტაციო პროცედურების დაფინანსება
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფიზიკური განვითარების დარღვევის მქონე 18 წლამდე ასაკის მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროცედურების დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა (მშობელმა/მეურვემ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) კანონიერი წარმომადგენლის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განმცხადებელი მეურვეა);
ე)სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100/ა);
ვ)სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ინვოისი ან/და ანაგარიშ-ფაქტურა);
3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწასებულებაში წარსადგენად.
4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 6 თვე. ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება.
მუხლი 8🔗. ენისა და მეტყველების, ქცევის, აკადემიური, ოკუპაციური/სენსორული ინტეგრაციის დარღვევის და ფსიქოთერაპიული კურსის დაფინანსება
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის ნეიროფსიქოლოგიური (გარდა აუტიზმისა), ენისა და მეტყველების, ქცევის, აკადემიური, ოკუპაციური/სენსორული ინტეგრაციის დარღვევებისა და ფსიქოთერაპიული კურსის დაფინანსება, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის
2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა (მშობელმა/მეურვემ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) კანონიერი წარმომადგენლის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განმცხადებელი მეურვეა)
ე)სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100/ა)
ვ)სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ინვოისი ან/და ანაგარიშ-ფაქტურა)
3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწასებულებაში წარსადგენად.
4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 6 თვე. ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება.
მუხლი 9🔗. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის (18 წლამდე) სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსება
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის (18 წლამდე) სარეაბილიტაციო თანხის დაფინანსება (ეტაპების მიხედვით), კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 2000 (ორი ათას ) ლარის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) კანონიერი წარმომადგენლობის/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განმცხადებელი მეურვეა)
ე)სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100/ა)
ვ)სამედიცინო მომსახურების ღირებულების კალკულაცია (ინვოისი ან/და ანაგარიშ-ფაქტურა)
3. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწასებულებაში წარსადგენად.
4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 6 თვე. ვადის დარღვევის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება.
მუხლი 10🔗. მატერიალური ( ფულადი) დახმარების გაცემის წესი
1. ამ პროგრამის მეოთხე მუხლით გათვალისწინებული დახმარებები გაიცემა სოცოალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე და მულტიდისციპლინური გუნდის საოქმო გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
2. ამ პროგრამის მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეეცხრე მუხლით გათვალისწინებული დახმარებები გაიცემა მულტიდისციპლინური გუნდის საოქმო გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
მუხლი 11🔗. არამატერიალური დახმარების სახეები
1. წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული არამატერიალური დახმარების სახეებია:
ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების დასაქმების ხელშეწყობა;
ბ) ბავშვების, ბავშვიანი ოჯახების, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი არასრულწლოვანი პირების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, ფსიქოლოგიური, იურიდული, სამედიცინო კონსულტირება და შესაბამის მუნიციპალურ სერვისებთან რეფერირება.
მუხლი 12🔗. პროგრამის შეფასების ინდიკატორი
პროგრამის შეფასების ინდიკატორია მოსარგებლე ბავშვების რაოდენობა, რომლებმაც შესაბამისი მომსახურება მიიღეს, მიზანი კი ამ მომსახურების შედეგად ბავშვის ფუნქციონირებისა და უნარების გაუმჯობესებაა.
მუხლი 13🔗. პროგრამის შედეგი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების, ბავშვიანი ოჯახების, სოციალური სართხის წინაშე მყოფ არასრულწლოვანთა დახმარება და გაძლიერება.
მუხლი 14🔗. დასკვნითი დებულებები
1. პროგრამას მერის წარდგინებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ ამ პროგრამის ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად პროგრამის მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.