„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №446
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016550 4029
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2024
508 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
ხანდაზმულთა შინმოვლა
მომსახურება, რომელიც მოვლის საჭიროების მქონე ხანდაზმულ პირს მათთვის ჩვეულ საცხოვრებელ გარემოში   უწევს სათანადო დახმარებას ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციისა და   ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფითა და სრულფასოვანი ცხოვრების ეთიკური ნორმებისა და შინმოვლის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტის დაცვით.
მუხლი 3
მიმწოდებელი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის  მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიული პირი (ორგანიზაცია)
მუხლი 3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2026 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 24.12.2025 მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ 1.    ოჯახის შემადგენლობა 81% 29.12.2025 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 03.04.2019 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 27.01.2023 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 01.07.2019

დოკუმენტის ტექსტი

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №446 2024 წლის 27 დეკემბერი ქ. თეთრიწყარო „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამა“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდანთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის აღწერა და მიზანი 1. თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის მერიასა და  ა(ა)იპ „მხარდაჭერის სახლს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში,  პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ხანდაზმულთათვის მობილური ზრუნვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ხანდაზმულთა საკითხებზე კონსულტაციების გაწევას; პროგრამა ითვალისწინებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ არანაკლებ 10 (ათი) ხანდაზმულისთვის ბინაზე მოვლას, ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციისა და   ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მათთვის ჩვეულ საცხოვრებელ გარემოში,  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფითა და სრულფასოვანი ცხოვრების ეთიკური ნორმების დაცვით. ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამა განსაზღვრავს მოვლის საჭიროების მქონე ხანდაზმულ პირთა მიმართ მომსახურების განხორციელების პირობებს, მოცულობას, მომსახურებაში მათი  ჩართვისა და მომსახურების მიწოდების წესებს. 2. შინმოვლის მომსახურებები მოიცავს: ა) საექთნო-სამედიცინო მომსახურებას; ბ) საყოფაცხოვრებო მომსახურებას; გ) ფსიქოსოციალურ მომსახურებას; 3. მომსახურების სახეობა, პირობები და ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალური საჭიროებების     შეფასებიდან გამომდინარე, რომელსაც ატარებს მულტიდისიპლინარული ჯგუფი და თანხმდება ბენეფიციართან, ან მის წარმომადგენელთან. მუხლი 2🔗. პროგრამის ამოცანა პროგრამის ამოცანაა ამ პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მოცულობის ფარგლებში მომსახურების მიმღები პირისთვის შინმოვლის სერვისის მიწოდება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოვლის საჭიროების მქონე ადამიანებისთვის პროფესიონალური, ინტეგრირებული მოვლის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ამგვარად, მათთვის იმის შესაძლებლობის მიცემა, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ მათთვის ნაცნობ გარემოში. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ა) ხანდაზმულთა შინმოვლა –  მომსახურება, რომელიც მოვლის საჭიროების მქონე ხანდაზმულ პირს მათთვის ჩვეულ საცხოვრებელ გარემოში   უწევს სათანადო დახმარებას ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციისა და   ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფითა და სრულფასოვანი ცხოვრების ეთიკური ნორმებისა და შინმოვლის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტის დაცვით. ბ) ბენეფიციარი - შინმოვლის კომპონენტში ჩართული პირი, რომელიც საჭიროებს შინმოვლის ინდივიდუალურ მომსახურებას; გ) მიმწოდებელი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის  მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიული პირი (ორგანიზაცია); მუხლი 4🔗.  ინფორმაციის გავრცელება შინმოვლის მომსახურების პროგრამის შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები,  მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები, ინფორმაცია შინმოვლის  მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის/ების შესახებ და სხვა) გავრცელებას უზრუნველყოფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია შემდეგი საშუალებებით: ა) სოციალური ქსელი; ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი; გ) მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში; მუხლი 5🔗. პროგრამით მომსახურების მიმღები პირები და პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები 1. ხანდაზმულთა შინმოვლის  მომსახურების მიმღები ბენეფიცარები არიან თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ხანგრძლივად მცხოვრები 60 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები.   2. შინმოვლის მომსახურებაში ჩართვის კრიტერიუმად  განისაზღვროს   ბართელის შეფასების  სკალის შესაბამისად არაუმეტეს 95 ქულა. პრიორიტეტი ენიჭება სოციალურად დაუცველს (0-დან 120 000 ქულამდე) და ბართელის სკალის  უფრო დაბალი ქულის მქონე ხანდაზმულს; 3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა   სამსახურის მიმართვის ან/და დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე ბენეფიცარების შერჩევას ახდენს ა(ა)იპ „მხარდაჭერის სახლი“. განსაკუთრებულ შემთხვევებში პროგრამაში ჩართვის საკითხი გადაწყდება დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის მერიის და შინმოვლის ექთნის რეკომენდაციით. მუხლი 6🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და ა(ა)იპ „მხარდაჭერის სახლი“. მუხლი 7🔗. მოსალოდნელი შედეგები ხანდაზმულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია და   ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მუხლი 8🔗. პროგრამის განხორციელების პერიოდი პროგრამა განხორციელდება 2025 წლის განმავლობაში.