სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2024
ძალაში შესვლა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №467
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 30/12/2024
კონსოლიდირებული ვერსიები 5 ვერსია ↓
419 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2024 მიღება
01.01.2025 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 30.12.2025 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 96% 29.02.2024 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ 94% 25.12.2019 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 01.02.2022 სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 27.01.2023
კონსოლიდირებული ვერსიები (5)
30.12.2024
27.05.2025
13.10.2025
21.11.2025
04.12.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №467 2024 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა. მუხლი 2🔗. პროგრამის კომპონენტები პროგრამის კომპონენტებია: ა) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: ა.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები; ა.ბ) აღჭურვა; ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის ხელშეწყობა; გ) ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების: გ.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები; გ.ბ) აღჭურვა; დ) პროგრამის ადმინისტრირება; ე) მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების: ე.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები; ე.ბ) აღჭურვა; ვ) სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ ფუნქციონირებისათვის: ვ.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები; ვ.ბ) აღჭურვა; ზ) შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ პროექტირება/მშენებლობა. მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია  ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელება  1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი: 27 04) პროგრამით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. პროგრამის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი  პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 60 000.0 ათასი ლარით: პროგრამის კომპონენტები ღირებულება (ათასი ლარი) 1 სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: 6,000.0 1.1 საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები 4,500.0 1.2 აღჭურვა  1,500.0 2 სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“  ფუნქციონირების უწყვეტობის ხელშეწყობა 1,000.0 3 ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების: 22,000.0 3.1.საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები 5,000.0 3.2 აღჭურვა 17,000.0 4 პროგრამის ადმინისტრირება 500.0 5 მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების: 6,500.0 5.1.საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები 6,000.0 5.2.აღჭურვა 500.0 6 სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ ფუნქციონირებისათვის: 4,000.0 6.1.საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები 1,200.0 6.2.აღჭურვა 2,800.0 7 შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ პროექტირება/მშენებლობა. 20,000.0 სულ:  60,000.0