1. პროგრამის მოსარგებლეები არიან:

ა) საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე (ასევე საქართველოში მყოფი მოქალაქეობის არმქონე ბაქტერიაგამომყოფი (მგბ+) პირები, მკურნალობის შედეგად აბაცილირების შემთხვევაშიც) ტუბერკულოზით დაავადებული პირები, ფილტვისა და ფილტვგარეთა ტუბერკულოზის ვერიფიცირებულ, ასევე ფილტვისა და ფილტვგარეთა ტუბერკულოზის კლინიკურად დადასტურებულ შემთხვევებში. ასევე ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების მოსარგებლეები, ამ მუხლში მითითებულ პირებთან ერთად, შეიძლება იყვნენ საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტის სტატუსის მფლობელები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელები, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად;

დ) პროგრამის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი მოსახლეობა მოქალაქეობის მიუხედავად.

2. ეპიდზედამხედველობის კომპონენტის მოსარგებლეა ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული პირის კონტაქტები, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა.

3. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი