1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და პროგრამა არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებისა, დაფინანსდება თვის არამატერიალიზებული ვაუჩერით, დანართი №6.1 – ში განსაზღვრული ღირებულების მიხედვით.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება შემთხვევის მიხედვით არამატერიალიზებული ვაუჩერით, დანართ №6.1-ში განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, ფაქტობრივი ხარჯის მიუხედავად.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული ექთნის ერთი თვის ანაზღაურება განსაზღვრულია 600 ლარით. მომსახურებას უზრუნველყოფს 22 ექთანი.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ცენტრის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით 2024 წელს განსაზღვრული წესით გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში. კონტაქტის იდენტიფიცირება, მასთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარება და მონაცემების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, ხოლო აღნიშნული პირის კლინიკურ კვლევებში ჩართვა დამატებით 15 ლარს.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების იმ ნაწილის დაფინანსება, რომელსაც ახორციელებს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“, ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (თვეში 38,333 ლარის ოდენობით), ხოლო პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში პილოტურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში ჯინექსპერტ აპარატზე კვლევა ფინანსდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, დანართი №6.1-ში განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად.

7. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება დანართი №6.2-ის შესაბამისად განსაზღვრული ღირებულებებით ფაქტობრივი ხარჯის მიუხედავად.

8. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დანართ №6.1-ში განსაზღვრული ღირებულებისა.

9. პროგრამის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, არაუმეტეს ბიუჯეტით განსაზღვრული ლიმიტისა.

10. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (თვეში 4,500.0 ლარის ოდენობით).

11. პროგრამის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება „ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვისათვის საქართველოს მოქალაქე პაციენტის ფულადი წახალისების ოდენობისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის N162 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

12. პროგრამის მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას ახორციელებს ა(ა)იპ − ზ. დანელიას სახელობის კავშირი თანადგომა გლობალური ფონდის პროექტის დაფინანსებით.

13. პროგრამის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის დაფინანსები