1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, მკურნალობისათვის საჭირო სპეციფიკური ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მოსარგებლეები ამ მუხლში მითითებულ პირებთან ერთად შეიძლება იყვნენ:

ა) საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, ასევე აღნიშნული სტატუსის მაძიებელი პირები, შესაბამისი სტატუსის მოპოვებამდე საჭირო პროცედურების განხორციელების ეტაპზე;

ბ) საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე სტუდენტის სტატუსის მფლობელები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პრობაციონერები (სანამ მოეხსნებათ პრობაცია და დატოვებენ ქვეყანას);

გ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ უცხო ქვეყნის დიპლომატიურ მისიებში დასაქმებული პირები;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ტუბერკულოზის მკურნალობაზე მყოფი პირები, მოქალაქეობის მიუხედავად;

ე) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი მოსახლეობა მოქალაქეობის მიუხედავად.

2. პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად.

3. მაღალი რისკის ჯგუფები/პირები (განსაზღვრული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის 16 ივლისის აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მოვლის კონსოლიდირებული გაიდლაინის შესაბამისად: (ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელი პირები, მამაკაცები რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან, ტრანსგენდერი პირები, სექსმუშაკები, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები), „აივ ინფექცია/შიდსის რუტინული ეპიდზედამხედველობა საქართველოში − ეროვნული რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის №01-461/ო ბრძანებით  განსაზღვრული წესის შესაბამისად (15-ნიშნა დაშიფრული კოდით) იდენტიფიცირებული პირები.

4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის ,,ბ.ზ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეები არიან „აივ ინფექცია/შიდსის რუტინული ეპიდზედამხედველობა საქართველოში − ეროვნული რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის №01-461/ო ბრძანებით  განსაზღვრული წესის შესაბამისად (15-ნიშნა დაშიფრული კოდით) იდენტიფიცირებული პირები.

5. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი