1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება −  სპეციალური პენიტენციური სამსახური.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი" და მისი ქვეკონტრაქტორი „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიმწოდებლები.

3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ვ“, „ა.ზ“, „ა.თ“, „ა.კ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი“.

4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაფინანსებული ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამაში/პროექტში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები და ფიზიკური პირები, ასევე „ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ტანდემტესტირებაში ჩართული დაწესებულებები.

5. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია „ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულებები.

6. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

7. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ამასთან, მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სერვისისადმი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, მისი მიწოდება შესაძლებელია განხორციელდეს სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ქვეკონტრაქტორი დაწესებულებების მეშვეობით შემდეგ ქალაქებში: თელავი, ხაშური, ახალციხე და ფოთი. ხოლო მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებას, განმახორციელებელთან წარმოადგენს სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“.

8. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება დანართი №7.5-ის შესაბამისად.

9. პროგრამის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტ