1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში  შემავალი  სახელმწიფო  საქვეუწყებო  დაწესებულების  −  სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ უსასყიდლოდ.

3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ მიერ და მისი ქვეკონტრაქტორი „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მიერ.

4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“, „ა.ზ“, „ა.თ“, „ა.კ“, ,,ე“’ და „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება დანართ №7.2-ში მითითებული ერთეულის ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ბიუჯეტით განსაზღვრული თანხისა. ამასთან, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“ და „ა.ზ“ ქვეპუნქტების მიმწოდებლებს დანართი №7.2-ში მითითებული სკრინინგისათვის გამოყენებული სახარჯი მასალის ღირებულების მოთხოვნა შეუძლიათ დანართში მითითებული ღირებულების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ფაქტობრივი ხარჯისა.

5. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. ამასთან, მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს დანართი №7.1-ის შესაბამისად განსაზღვრული ღირებულებისა, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება დანართი №7.3-ით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად.

6. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება ხორციელდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული პირობებითა და დაფინანსების მეთოდოლოგიით.

7. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლეებს მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ აუნაზღაურდებათ განმეორებითი ვიზიტი (სტანდარტული), დანართი №7.1-ის შესაბამისად.

8. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის  „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით.

9. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის  „ზ.გ“, „ზ.ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში.

10. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის  „ზ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზიანის შემცირების (მ.შ. საინფორმაციო-საგანმანათლებლო, ასევე ინფექციის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული უსაფრთხო საშუალებების განაწილება) მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, მათ შორის, ა(ა)იპ − ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონი" − თვეში 10,246 ლარის ოდენობით, ა(ა)იპ − კავშირი იმედი − თვეში 10,246 ლარის ოდენობით, ა(ა)იპ  - ნაბიჯი მომავლისკენ გორი − თვეში 10,246 ლარის ოდენობით, ა(ა)იპ − ნაბიჯი მომავლისკენ თელავი − თვეში 7,105 ლარის ოდენობით, ხოლო ტესტირებასთან დაკავშირებული მომსახურების დაფინანსება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, აივ-ინფექცია/შიდსზე პრე- და პოსტ კონსულტირება და სკრინინგი (საჭიროების შესაბამისად B და C ჰეპატიტებზე და სიფილისზე სკრინინგი) 25 ლარის ოდენობით, C ჰეპატიტზე ჯინექსპერტ კვლევა − 10 ლარის ოდენობით. ამასთან, 6 თვის სამიზნე ინდიკატორის 90%-ზე ნაკლები მოცულობით შესრულების შემთხვევაში, განმახორციელებელი უზრუნველყოფს ყოველთვიურად ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი ხარჯების (გლობალური ბიუჯეტით განსაზღვრული თანხის 85%) კორექტირებას სამიზნე ინდიკატორის შესრულების პროცენტის პროპორციულა