პროგრამის ფარგლებში იფარება შემდეგი სახის მომსახურებები:
ა) აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება (ტესტის წინა და ტესტის შემდგომი) და ტესტირება, რომელიც მოიცავს:
ა.ა) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
ა.ბ) ტუბერკულოზზე სავარაუდო პირების აივ-ინფექციაზე/შიდსზე გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით, ხოლო ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
ა.გ) ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების და მათი სქესობრივი პარტნიორების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
ა.დ) აივ ინფექციის მაღალი რისკის მქონე სხვა პირების და მათი სქესობრივი პარტნიორების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
ა.ე) B და/ან C ჰეპატიტების მქონე (ანტისხეულ ან/და ანტიგენ დადებითი) პაციენტების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
ა.ვ) აივ-ინფექცია/შიდსზე საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტების და აივ-ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
ა.ზ) მაღალი რისკის ჯგუფის პირთა და მათი კონტაქტების მოძიებით სამუშაოებს, აივ-ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით;
ა.თ) მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებით სამუშაოებს;
ა.ი) ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განხორციელებული, პირველად ჯანდაცვაში C ჰეპატიტზე, აივ-ინფექციასა/შიდსსა და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის უზრუნველყოფისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და „ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენა ტუბერკულოზის, Covid-19-ის, აივ-ინფექციის/შიდსის, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისა და კონტაქტების კვლევის პილოტირების გზით“ პროგრამების ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების (მ.შ. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სოფლად ოჯახის ექიმების) მიერ შესაბამის რეგიონში 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებასა და გამოკვლევას სკრინინგული მეთოდებით, ასევე „ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ ტანდემტესტირებას (ტესტებითა და სახარჯი მასალებით მომარაგება განხორციელდება ცენტრის მიერ „აივ-ინფექციის/შიდსის მართვისა“ და „ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში);
ა.კ) ზემოაღნიშნული და ყველა სხვა ჯგუფის სკრინინგული გამოკვლევით მიღებული დადებითი შედეგების გადამოწმებას ეროვნული გაიდლაინის მიხედვით, რომელიც დაფუძნებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული აივ კვლევის ალგორითმზე. კერძოდ, პირველადი სკრინინგით მიღებული რეაქტიული (დადებითი) შედეგის მიღების შემთხვევაში სისხლის ნიმუში შემდგომი კვლევებისთვის იგზავნება რეფერალურ დაწესებულებაში. სადაც ტარდება ორი განმეორებითი ტესტი რომელიც არის უფრო მაღალი სპეციფიკურობის ვიდრე პირველადი ტესტი. განმეორებითი გამოკვლევის შედეგად ორი უარყოფითი პასუხი მიუთითებს უარყოფით შედეგს, ხოლო ორი რეაქტიული პასუხი მიუთითებს პაციენტის აივ ინფიცირებას. იმ შემთხვევაში თუ განმეორებითი ორი ტესტიდან ერთ შემთხვევაში მიღებული იქნა დადებითი, ხოლო მეორე შემთხვევაში უარყოფითი შედეგი, სისხლის ნიმუშის გადამოწმება ხდება აივ რნმ (დნმ) პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდით. პჯრ გამოკვლევით მიღებული უარყოფითი შედეგით ითვლება რომ გამოსაკვლევი პირი არ არის აივ ინფიცირებული, ხოლო დადებითი შედეგი მიუთითებს პაციენტის აივ ინფიცირებაზე და მას შეეთავაზება მკურნალობის და მოვლის პროგრამაში ჩართვა;
ა.ლ) ცენტრის მიერ სახელმწიფო პროგრამით მოცული (მ.შ. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთათვის და სამედიცინო დაწესებულებებში ჰოსპიტალიზებული პაციენტებისათვის) ჯგუფებისათვის აივ-ინფექციაზე/შიდსზე პირველადი სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების და დადებითი შედეგის მქონე პაციენტებში დამადასტურებელი ტესტირებისათვის საჭირო ორი უფრო მაღალი სპეციფიკურობის მქონე ტესტსისტემის (მ.შ. მინიმუმ ერთი სასურველია მე-4 გენერაციის ანტიგენ-ანტისხეულის განმსაზღვრელი ტესტსისტემა) შესყიდვას, მათ შორის, გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, აივ-ინფექციის/შიდსის სერვისით მოცული ჯგუფებისათვის აივ-ინფექციის/შიდსის, B ჰეპატიტისა და სიფილისის სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების შესყიდვას, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ცენტრებში განთავსებული პირებისთვის აივ-ინფექციის/შიდსის და B ჰეპატიტის სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტსისტემების შესყიდვას;
ა.მ) სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ჰოსპიტალიზებული 18 წლის და მეტი ასაკის პირების ტესტირება აივ-ინფექციაზე/შიდსზე, რომელთა ბოლო ტესტირებიდან გასულია არანაკლებ 6 თვისა;
ბ) აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა ამბულატორიული მომსახურებით (გარდა იმ ანტირეტროვირუსული მედიკამენტებისა, რომლის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები), რომელიც გულისხმობს:
ბ.ა) პირველ და განმეორებით ვიზიტს;
ბ.ბ) ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობას, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
ბ.გ) ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას;
ბ.დ) ექიმის ვიზიტს პაციენტთან;
ბ.ე) C ჰეპატიტის მკურნალობის მონიტორინგს;
ბ.ვ) ტუბერკულოზის იზონიაზიდით პროფილაქტიკური მკურნალობის განხორციელებას;
ბ.ზ) აივ ინფექცია/შიდსის პრევენციული ანტირეტროვირუსული მკურნალობა (პრეექსპოზიციური და პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა) აივ-ინფექციის მაღალი რისკის პირებში;
ბ.თ) ანტირეტროვირუსული (არვ) თერაპიის მონიტორინგის მობილური ბრიგადებით მომსახურებას, რომელიც მოიცავს ბინაზე კონსულტაციას, მედიკამენტების მიწოდებას, ლაბორატორიული მონიტორინგისთვის სისხლის აღებას და ტრანსპორტირებას, დანართი №7.3-ის შესაბამისად;
ბ.ი) აივ ინფიცირებულ პირთა ბინაზე მოვლას, რომელიც ითვალისწინებს შიდსის პროგრესირებული შემთხვევების დროს, პაციენტთან ბინაზე ვიზიტსა და მის ბინაზე მოვლას.
გ) აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფა სტაციონარული მკურნალობით (გარდა იმ ანტირეტროვირუსული მედიკამენტებისა, რომლის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები), რომელიც გულისხმობს:
გ.ა) შიდს-ინდიკატორული დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას;
გ.ბ) აივ ინფექცია/შიდსის თანმხლები დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
დ) აივ ინფექცია/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების სრულად (100%) და მეორე რიგის მედიკამენტების (სრული ღირებულების არაუმეტეს 90%-ის) შესყიდვა, მიღება და ტრანსპორტირება (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაფორმების და პროგრამის სერვისების მიმწოდებელთან ტრანსპორტირების ხარჯები);
ე) აივ-ინფექციის/შიდსის და ოპორტუნისტული ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებისა და აივ-ინფექციის/ შიდსის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას პაციენტებისთვის, ასევე სხვა ინფექციების სადიაგნოსტიკო ტესტსისტემებით (მათ შორის სგგი სადიაგნოსტიკო ჯინექსპერტ კარტრიჯებით), ასევე სახარჯი მასალებითა და პირადი დაცვის საშუალებებით სახელმწიფო პროგრამებისა და გლობალური ფონდის პროექტით დაფინანსებული პროგრამების ბენეფიციარებისათვის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები;
ვ) აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, რაც მოიცავს სახელმწიფო და დონორული დაფინანსების წყაროთი შესყიდული პირველი და მეორე რიგის მედიკამენტების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის დაფინანსებით;
ზ) აივ-ინფექციის მაღალი რისკის პირების უზრუნველყოფა შემდეგი სახის სამედიცინო სერვისებით:
ზ.ა) სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მომსახურება აივ-ინფექციის/შიდსის მქონე პირებსა და აივ-ინფექციის/შიდსის მაღალი რისკის პირებში (დანართი №7.4);
ზ.ბ) აივ-ინფექციის/შიდსის პრევენცია დანართ №7.2-ით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად, რაც მოიცავს:
ზ.ბ.ა) აივ-ინფექციის მაღალი რისკის პირების მოძიებასა და ნებაყოფლობით სკრინინგს აივ-ინფექციაზე/შიდსზე, ასევე ბენეფიციარის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე დამატებით სკრინინგს B და C ჰეპატიტებზე, სიფილისსა და ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევის იდენტიფიცირებას;
ზ.ბ.ბ) აივ-ინფექციასა/შიდსსა და C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პირებისაგან საკვლევი მასალის აღებასა და ტრანსპორტირებას კონფირმაციაზე პასუხისმგებელ დაწესებულებაში და/ან უშუალოდ ტესტირებას ჯინექსპერტ მეთოდით. მათ შორის, C ჰეპატიტზე მდგრადი ვირუსული რეაქციის SVR 12/SVR 24 და მაღალი რისკის ბენეფიციართა შორის რეინფექციის (რეინფექციად მიიჩნევა შემთხვევები, როდესაც დადასტურებული SVR 12/SVR 24 მიღწევიდან 6 თვის შემდეგ, ან მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ SVR 12/SVR 24 პასუხის გარეშე, პაციენტებს უფიქსირდებათ HCV RNA კონფირმაციული კვლევის დადებითი პასუხი, ამასთან, განსხვავებული გენოტიპით) დასადგენად, C ჰეპატიტზე ნამკურნალები პაციენტების კვლევა ჯინექსპერტ მეთოდით, რომელთა ტესტებით უზრუნველყოფა განხორციელდება ცენტრის მიერ „ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.
ზ.ბ.გ) ტუბერკულოზზე საეჭვო პირების რეფერალს ტუბერკულოზის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში.
ზ.გ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი მოსახლეობის უზრუნველყოფა აივ ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტებით; აივ ინფექცია/შიდსის სადიგანოსტიკო ტესტსისტემებით და სხვა სახარჯი მასალებით, აივ ინფექციის/შიდსის დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მონიტორინგის მომსახურებით, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ ინფექციის პრევენციის მიზნით ზიანის შემცირების მომსახურებით;
ზ.დ) ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების დაავადებათა პროფილაქტიკასთან და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული სამედიცინო/საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში, რაც მოიცავს სამედიცინო/საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდებას (დანართი №7.6), მათ შორის:
ზ.დ.ა) ბენეფიციართა განათლება აივ ინფექცია/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის პრევენციის საკითხებზე; მაღალი რისკის ქცევის შეცვლის კონსულტაცია; ზედოზირების პრევენცია;
ზ.დ.ბ) საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალების გავრცელება;
ზ.დ.გ) ინფექციის პრევენციისთვის განკუთვნილი მასალების მიწოდება;
ზ.დ.დ) აივ-ინფექციის მაღალი რისკის პირების მოძიება, ნებაყოფლობითი სკრინინგი აივ-ინფექციაზე/შიდსზე, მათ შორის თვითტესტირების მეთოდით, ასევე ბენეფიციარის ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე დამატებითი სკრინინგი B და C ჰეპატიტებზე, სიფილისსა და ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევის იდენტიფიცირება;
ზ.დ.ე) აივ-ინფექციასა/შიდსსა და C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პირებისაგან საკვლევი მასალის აღება და ტრანსპორტირება კონფირმაციაზე პასუხისმგებელ დაწესებულებაში და/ან უშუალოდ ტესტირება ჯინექსპერტ მეთოდით. მათ შორის, C ჰეპატიტზე მდგრადი ვირუსული რეაქციის SVR 12/SVR 24 და მაღალი რისკის ბენეფიციართა შორის რეინფექციის (რეინფექციად მიიჩნევა შემთხვევები, როდესაც დადასტურებული SVR 12/SVR 24 მიღწევიდან 6 თვის შემდეგ, ან მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ SVR 12/SVR 24 პასუხის გარეშე, პაციენტებს უფიქსირდებათ HCV RNA კონფირმაციული კვლევის დადებითი პასუხი, ამასთან, განსხვავებული გენოტიპით) დასადგენად, C ჰეპატიტზე ნამკურნალები პაციენტების კვლევა ჯინექსპერტ მეთოდით, რომელთა ტესტებით უზრუნველყოფა განხორციელდება ცენტრის მიერ „ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.
ზ.ე) გლობალური ფონდის პროექტის დაფინანსებით აივ-ინფექციის მაღალი რისკის პირებისთვის დაავადებათა პროფილაქტიკასთან დაკავშირებული სამედიცინო/საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება (მათ შორის, ბენეფიციართა განათლება აივ ინფექცია/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის პრევენციის საკითხებზე ინდივიდუალური კონსულტირების, საგანმანათლებლო შეხვედრებისა და აქციების ფარგლებში; მაღალი რისკის ქცევის შეცვლის კონსულტაცია; საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალების გავრცელება, ინფექციის პრევენციისთვის განკუთვნილი მასალების მიწოდება; აივ ინფექციის მაღალი რისკის პირების მოძიება, ნებაყოფლობითი სკრინინგი აივ-ინფექციაზე/შიდსზე თვითტესტირების მეთოდით, ასევე სხვა თანმხლებ ინფექციებზე; აივ ინფექცია/შიდსის პრევენციული, ექსპოზიციის წინა ანტირეტროვირუსულ პროფილაქტიკურ მკურნალობაში ჩასართავად პაციენტთა მობილიზების ღონისძიებების განხორციელება) და მასთან დაკავშირებული თანმხლები მომსახურება.
თ) აივ-ინფექციის/შიდსის პრევენციული პროგრამების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის განახლება, პერსონალის ტრენინგი, დამხმარე სუპერვიზია და მხარდაჭერ