1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, დაუშვებელია მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერ(ებ)ით ბენეფიციარმა ისარგებლოს რამდენიმეჯერ ერთი საანგარიშგებო თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველად პაციენტის გამოკვლევა მოხდა „ეჭვი ფილტვის ტუბერკულოზზე/კონტაქტების გამოკვლევისთვის“ არსებული ვაუჩერის ფარგლებში და დასაბუთებული ეჭვი იქნა მიტანილი ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე, რის შემდეგაც პაციენტის გამოკვლევა გრძელდება ერთ-ერთი შესაბამისი ვაუჩერით.
2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან მომსახურების მიწოდებისას იხელმძღვანელონ შესაბამისი ეროვნული გაიდლაინებითა და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებით პაციენტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან ცენტრის მიერ და/ან დონორული დაფინანსებით მიწოდებული ტესტსისტემებითა და სახარჯი მასალით უზრუნველყონ პაციენტების სკრინინგი აივ-ინფექციაზე/შიდსზე B და C ჰეპატიტებზე. B და C ჰეპატიტების ტესტსისტემების და სახარჯი მასალების გადაცემა ხორციელდება სჯდ ცენტრების მეშვეობით, ხოლო აივ-ინფექცია შიდსის ტესტსისტემების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება უშუალოდ სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძველზე.
4. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) სპეციფიკურ სამედიცინო მომსახურებაზე (ამბულატორიულ ფთიზიატრიულ, შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებზე, გარდა ტუბერკულოზის სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევებისა) და DOT მომსახურებაზე მოსარგებლეთათვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ამასთან, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში მიმწოდებლად დარეგისტრირებულ იმ საწარმოებს, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, მიეცეთ უფლება, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შეისყიდონ შესაბამისი მომსახურება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიწოდებაში მონაწილე სამედიცინო პერსონალისთვის – ფთიზიატრის, ბავშვთა ფთიზიატრის, ექთნის/DOT ექთნის (გარდა „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული სოფლის ექთნის პუნქტზე არსებული პერსონალისა) ანაზღაურება განისაზღვროს – არანაკლებ 660 ლარის ოდენობით ექიმისთვის და არანაკლებ 517 ლარის ოდენობით – ექთნისთვის თვეში;
გ) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელს დადგენილი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული მედიკამენტების განაწილებისა და ხარჯვის შესახებ;
დ) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელს დადგენილი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული პაციენტების შესახებ, მათი მკურნალობის მონიტორინგის ამსახველი დოკუმენტაცია და ასევე სხვა დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა ამბულატორიულ მკურნალობაში ჩართული პაციენტების მკურნალობისადმი დამყოლობის ამაღლების მიზნით შექმნილი ფულადი წახალისების სქემის სამართავად;
ე) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელს, დადგენილი ფორმით, მიაწოდოს ინფორმაცია ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალისათვის განკუთვნილი რესპირატორების, ასევე პაციენტებისათვის აივ-ინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტების სკრინინგისათვის საჭირო ტესტების და ნახველის შესაგროვებელი კონტეინერების მოთხოვნისა და ხარჯვის შესახებ.
5. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, ინფორმირებული იყოს ცენტრის მიერ კონტაქტების კვლევისთვის განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესახებ და უზრუნველყოს დადგენილი წესით ინფორმაციის გაცვლა მუნიციპალურ სჯდ ცენტრებთან გეოგრაფიული პრინციპით.
6. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეპიდკვლევა ხორციელდება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მოქმედი რეკომენდაციის (გაიდლაინის) შესაბამისად.
7. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლაბორატორიული მომსახურებისთვის მასალის ტრანსპორტირების სქემას განსაზღვრავს ცენტრი.
8. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხარისხის კონტროლს ახორციელებს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“ ცენტრთან შეთანხმებული წესით.
9. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.
10. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურებას არ ექვემდებარება პროგრამის სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში იმავე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, გარდა A15.0-A15.3 (A15.0 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული ბაქტერიოსკოპიით – კულტურის გაზრდით ან მის გარეშე; A15.1 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული მხოლოდ კულტურის გაზრდით; A15.2 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული ჰისტოლოგიურად; A15.3 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული დაუზუსტებელი მეთოდებით); A16.0-A16.2 (A16.0 ფილტვის ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად ნეგატიური; A16.1 ფილტვის ტუბერკულოზი, რომლის ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევა არ ჩატარებულა; A16.2 ფილტვის ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე) ICD-10 კოდებისა.
11. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისას ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში პაციენტის გადაყვანისას, როდესაც ადგილი აქვს მკურნალობის საჭიროებით განხორციელებულ რეფერალს, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებას მიიღებს ორივე დაწესებულება (მკურნალობის დაწყება/მკურნალობის დასრულება) დანართი №6.2-ით განსაზღვრული ღირებულების 30%/70% წილობრივი მოცულობით.
12. პროგრამის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით მიღებული მონაცემების პირველადი დამუშავება და დადგენილი ფორმით ცენტრისათვის მიწოდება.
13. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან განახორციელონ ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ტუბერკულოზის ელექტრონულ მოდულში პროგრამის მოსარგებლეების, მათთვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისა და გაწეული მკურნალობის თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვა.
14. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვისა“ და „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებებსა (მ.შ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე) და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უზრუნველყოფენ მედიკამენტების მიწოდებას ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობაში ჩართული პაციენტებისათვის.
15. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესპირატორების და ნახველის შესაგროვებელი კონტეინერების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვისა“ და სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად − ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებებზე (მ.შ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე), რომლებიც უშუალოდ აწვდიან ანტიტუბერკულოზურ სამედიცინო სერვისებს.
16. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების, ასევე რესპირატორებისა და ნახველის შესაგროვებელი კონტეინერების თაობაზე მოთხოვნასა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმებს სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრში წარადგენს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“.
17. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, პენიტენციური დაწესებულებების და სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ლაბორატორიების მიერ კვლევებისათვის გახარჯული რეაგენტებისა და სახარჯი მასალების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა უნდა განხორციელდეს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ მიერ განმახორციელებელთან ყოველთვიურად.
18. პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელმა სამედიცინო დაწესებულებამ შესრულებულ სამუშაოსთან ერთად სააგენტოში წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც დადასტურებული იქნება მომსახურების მიმწოდებლის მიერ საანგარიშო ფორმაში ბენეფიციარების შესახებ დაფიქსირებული მონაცემები.
დანართი №6.1
ერთეულის ღირებულებები
№
მომსახურების დასახელება
ერთეულის ღირებულება
(ლარი)
ამბულატორიული მომსახურება
1
ფილტვის ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევა/კონტაქტები (გამოკვლევა – ერთეულის ღირებულება)
1.1
რისკის ჯგუფების სკრინინგი აქტიურ ტუბერკულოზზე
108
1.2
რისკის ჯგუფების სკრინინგი ლატენტურ ტუბერკულოზზე (კვანტიფერონით)
44
1.3
რისკის ჯგუფების სკრინინგი ლატენტურ ტუბერკულოზზე (მანტუს გამოყენებით)
48
1.4
ბავშვი (18 წლამდე)
119
2
ფილტვგარეთა ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევა (გამოკვლევა – ერთეულის ღირებულება)
2.1
ტუბერკულოზური პლევრიტი
405
2.2
ძვალ-სახსრის ტუბერკულოზი
269
2.3
ურო-გენიტალური ტუბერკულოზი
192
2.4
ქალის გენიტალური ტუბერკულოზი
400
2.5
პერიფერიული ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი
223
2.6
აბდომინალური ტუბერკულოზი
174
3
ამბულატორიული მკურნალობა (ერთი თვის ვაუჩერი, გარდა 3.2; 3.6; 3.7; 3.13; 3.14; 3.15 და 3.16-ისა, რომელიც არის ერთი შემთხვევის ვაუჩერი)
3.1
სენსიტიური ტუბერკულოზი (ორივე ფაზა)
118
3.2
ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობის შემდგომი მონიტორინგი (სენსიტიური TB) 3 თვეში ერთხელ 1 წლის განმავლობაში
54
3.3
ლატენტური TB-ის მკურნალობა იზონიაზიდით
44
3.4
ლატენტური TB-ის მკურნალობა (ლევოფლოქსაცინით)
61
3.5
ლატენტური TB-ის მკურნალობა იზონიაზიდი + რიფაპენტინი (3 თვიანი კურსი)
95
3.6
ლატენტური TB-ის მკურნალობის შემდგომი მონიტორინგი (6 თვეში ერთხელ 1 წლის განმავლობაში)
44
3.7
ლატენტური TB-ის მკურნალობა იზონიაზიდი+ რიფაპენტინი ორგანოთა ტრანსპლანტაციის მქონე პირებში
192
3.8
რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ხანგრძლივი რეჟიმით (ინტენსიური ფაზა მაქსიმუმ 7თვე)
402
3.9
რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ხანგრძლივი რეჟიმით (გაგრძელების ფაზა მაქსიმუმ 11 თვე)
173
3.10
მულტირეზისტენტული TB-ის მკურნალობა (პერორალური) პირველი ფაზა 2 თვე
703
3.11
მულტირეზისტენტული TB-ის მკურნალობა (პერორალური) მეორე ფაზა − მაქსიმუმ 10 თვე
245
3.12
მონორეზისტენტული ტუბერკულოზი
118
3.13
ფილტვის რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის შემდგომი მონიტორინგი (3 თვეში ერთხელ 1 წლის განმავლობაში)
70
4
სტაციონარული მომსახურება – ქირურგიული ოპერაციები (ერთეულის მაქსიმალური ღირებულება)
4.1
ფილტვის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა (პულმონექტომია)
2895
4.2
აბდომინური ქირურგიული მკურნალობა
1370
4.3
ძვალ-სახსრის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა
4346
4.4
საშარდე სისტემის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა
2400
4.5
თორაკოსკოპიული მინიინვაზიური ოპერაციები ტუბერკულოზის დროს
1647
4.6
ოპერაციები ლიმფურ კვანძებზე
1261
4.7
ოპერაციები მამაკაცთა სასქესო სისტემის ტუბერკულოზის დროს
905
4.8
სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია
3000
4.9
ოპერაციები ქალთა სასქესო სისტემის ტუბერკულოზის დროს
2008
5
ჯინექსპერტის აპარატზე ტუბერკულოზზე (მათ შორის C ჰეპატიტზე) კვლევის ღირებულება
10
დანართი №6.2
თერაპიული სტაციონარული მომსახურების ერთეულის ღირებულებები
ჯგუფი
ICD-10
დასახელება
დიაგნოზის მეთოდი
ერთეულის ღირებულება (ლარი)
1
A15.0-A15.3
A15.0 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული ბაქტერიოსკოპიით – კულტურის გაზრდით ან მის გარეშე; A15.1 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული მხოლოდ კულტურის გაზრდით; A15.2 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული ჰისტოლოგიურად; A15.3 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული დაუზუსტებელი მეთოდებით
ბაქტერიულად დადასტურებული სენსიტიური მოზრდილი
5976
2
A15.0-A15.3
ბაქტერიულად დადასტურებული სენსიტიური ბავშვი
3819
3
A15.0-A15.3
ბაქტერიულად დადასტურებული რეზისტენტული მოზრდილი
9902
4
A15.0-A15.3
ბაქტერიულად დადასტურებული რეზისტენტული ბავშვი
7939
5
A16.0-A16.2
A16.0 ფილტვის ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად ნეგატიური; A16.1 ფილტვის ტუბერკულოზი, რომლის ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევა არ ჩატარებულა; A16.2 ფილტვის ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე
ბაქტერიულად დაუდასტურებელი და კლინიკურად დადასტურებული სენსიტიური/რეზისტენტული მოზრდილი
2871
6
A16.0-A16.2
ბაქტერიულად დაუდასტურებელი და კლინიკურად დადასტურებული სენსიტიური/რეზისტენტული ბავშვი
3260
7
A15.4-A15.9
A16.3-A16.9
A15.4 გულმკერდშიდა ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი, დადასტურებული ბაქტეროლოგიურად და ჰისტოლოგიურად; A15.5 ხორხის, ტრაქეისა და ბრონქების ტუბერკულოზი, დადასტურებული ბაქტეროლოგიურად და ჰისტოლოგიურად; A15.6 ტუბერკულოზური პლევრიტი, დადასტურებული ბაქტეროლოგიურად და ჰისტოლოგიურად; A15.7 პირველადი რესპირაციული ტუბერკულოზი, დადასტურებული ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად; A15.8 სხვა რესპირაციული ტუბერკულოზი, დადასტურებული ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად; A15.9 დაუზუსტებელი ლოკალიზაციის რესპირაციული ტუბერკულოზი, დადასტურებული ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად; A16.3 გულმკერდშიდა ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე; A16.4 ხორხის, ტრაქეისა და ბრონქების ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე; A16.5 ტუბერკულოზური პლევრიტი, ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე; A16.7 პირველადი რესპირატორული ტუბერკულოზი ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე; A16.8 სხვა რესპირაციული ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე; A16.9 დაუზუსტებელი ლოკალიზაციის რესპირატორული ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე
ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად დადასტურებელი სენსიტიური მოზრდილი; ბაქტერიულად დაუდასტურებელი და კლინიკურად დადასტურებული სენსიტიური მოზრდილი
2063
8
A15.4-A15.9
A16.3-A16.9
ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად დადასტურებელი სენსიტიური ბავშვი; ბაქტერიულად დაუდასტურებელი და კლინიკურად დადასტურებული სენსიტიური ბავშვი
2787
9
A15.4-A15.9
A16.3-A16.9
ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად დადასტურებელი რეზისტენტული მოზრდილი; ბაქტერიულად დაუდასტურებელი და კლინიკურად დადასტურებული რეზისტენტული მოზრდილი
8765
10
A15.4-A15.9
A16.3-A16.9
ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად დადასტურებელი რეზისტენტული ბავშვი; ბაქტერიულად დაუდასტურებელი და კლინიკურად დადასტურებული რეზისტენტული ბავშვი
3518
11
A17.0-A17.9
A17.0 ტუბერკულოზური მენინგიტი (G01*); A17.1 მენინგეური ტუბერკულომა (G07 *); A17.8 ნერვული სისტემის სხვა ლოკალიზაციის ტუბერკულოზი; A17.9 ნერვული სისტემის ტუბერკულოზი, დაუზუსტებელი (G99,8*)
მოზრდილი
10166
12
A17.0-A17.9
ბავშვი
19544
13
A18.0-A18.8
A19
A18.0 ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი; A18.1 შარდ-სასქესო სისტემის ტუბერკულოზი; A18.2 ტუბერკულოზური პერიფერიული ლიმფადენოპათია; A18.3 ნაწლავების, პერიტონეუმისა და მეზენტერიული ჯირკვლების ტუბერკულოზი; A18.4 კანისა და კანქვეშა ქსოვილის ტუბერკულოზი; A18.5 თვალის ტუბერკულოზი; A18.6 ყურის ტუბერკულოზი; A18.7 თირკმელზედა ჯირკვლების ტუბერკულოზი (E 35.1); A18.8 სხვა, დაზუსტებული ორგანოების ტუბერკულოზი; A19 მილიარული ტუბერკულოზი
4276
14
ZO3.0
ZO3.0 დაკვირვება, როცა ეჭვია ტუბერკულოზზე
1048
დანართი №7
აივ ინფექციის/შიდსის მართვა
(პროგრამული კოდი 27 03 02 0