პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურებები:
ა) ანტენატალური მეთვალყურეობა (დანართ 8.2-ის შესაბამისად):
ა.ა) ანტენატალური მეთვალყურეობა (მ.შ. ერთი პოსტნატალური ვიზიტი საჭიროების შესაბამისად);
ა.ბ) ანტენატალური სკრინინგი აივ ინფექცია/შიდსზე, В და С ჰეპატიტებზე და სიფილისზე.
ბ) გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა:
ბ.ა) გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგული გამოკვლევა სამმაგი ტესტსისტემით;
ბ.ბ) სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიური კვლევა (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით.
გ) ორსულებში В და С ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისა და დედიდან შვილზე В ჰეპატიტის გადაცემის პრევენციის უზრუნველყოფა:
გ.ა) В და С ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის ტესტებით, სახარჯი მასალებით და HBsAg მტარებელი (დადებითი) დედებისგან დაბადებული ახალშობილების В ჰეპატიტის იმუნოგლობულინით უზრუნველყოფა;
გ.ბ) სკრინინგით გამოვლენილ ორსულებში (ასევე, მათ ბავშვებში პროტოკოლით განსაზღვრულ პერიოდში სკრინინგისა და კონფირმაციული კვლევის ჩატარება) კონფირმაციული კვლევის ჩატარება, მათ შორის:
გ.ბ.ა) აივ ინფექცია/შიდსზე კონფირმაციული კვლევა ხორციელდება აივ ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ მიერ;
გ.ბ.ბ) სიფილისზე კონფირმაციული კვლევა ხორციელდება ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის მიმწოდებლის მიერ;
გ.ბ.გ) B და С ჰეპატიტების კონფირმაციული კვლევა ტარდება ცენტრის მიერ, მ.შ. C ჰეპატიტზე Cor-Ag მეთოდით „ჰეპატიტების მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში;
დ) ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიაზე, მუკოვისციდოზზე, გალაქტოზემიაზე, ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე (მომსახურების ჩამონათვალი მოცემულია დანართ №8.3-ში);
ე) ახალშობილთა სმენის დიაგნოსტიკური კვლევა, რაც მოიცავს:
ე.ა) სმენის პირველადი სკრინინგის მონაცემების მიღებას, დამუშავებას, ხარისხის მონიტორინგს და სმენის სავარაუდო დარღვევების მქონე ბენეფიციარების მიდევნებას, კერძოდ:
ე.ა.ა) სმენის პირველადი სკრინინგის შეგროვების, დამუშავებისა და მიდევნების ელექტრონული სისტემის (Pathtrack) პროგრამული ერთწლიანი ლიცენზიის შესყიდვას;
ე.ა.ბ) სმენის დარღვევების მქონე ბენეფიციართა რეესტრის წარმოებას, სმენის დარღვევის ხარისხისა და შემდგომი სამედიცინო საჭიროებების მითითებით და ცენტრისათვის მიწოდებას წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით;
ე.ა.გ) ელექტრონულ სისტემაში აღრიცხული მონაცემების ანალიზის შედეგად, პერინატალური დაწესებულებების პერსონალის მუშაობის ხარისხის შეფასებას, ტექნიკურ მხარდაჭერას და საჭიროების შესაბამისად, მათ ხელახალ გადამზადებას;
ე.ა.დ) პირველადი სკრინინგით იდენტიფიცირებული სმენის სავარაუდო დარღვევის მქონე ბენეფიციარების მიდევნებას, შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებში ჩართვისა და საბოლოო დიაგნოზის დადგენის მიზნით.
ე.ბ) პირველადი სკრინინგით გამოვლენილი სმენის დარღვევების მქონე ახალშობილების მეორად სკრინინგს და საჭიროების შემთხვევაში მათ ჩაღრმავებულ კვლევებს (ტიმპანომეტრულ კვლევას და კომპიუტერულ აუდიომეტრიას).
ვ) ფარმაცევტული პროდუქტებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს:
ვ.ა) ორსულთა უზრუნველყოფას ფოლიუმის მჟავით;
ვ.ბ) რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულთა უზრუნველყოფას რკინის პრეპარატებით;
ვ.გ) სამკურნალო საშუალებების ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით);
ვ.დ) ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადების პროფილაქტიკისათვის ვიტამინი K1-ის შესყიდვა.
ზ) სამედიცინო მომსახურება სიფილისზე ეჭვის შემთხვევაში:
ზ.ა) ორსულთა სიფილისის დიაგნოსტიკა (კონფირმაციული კვლევა);
ზ.ბ) ორსულთა ადრეული სიფილისის (A51 (A51.0, A51.1, A51.2, A51.3, A51.4, A51.5, A51.9) მკურნალობა;
ზ.გ) ორსულთა მოგვიანებითი სიფილისის (A52 (A52.0, A52.7, A52.8, A52.9) (ნეიროსიფილისის გარდა _ A52.1, A52.2, A52.3), სიფილისის სხვა დაუზუსტებელი ფორმები _ (A53 (A53.0, A53.9)) მკურნალობა;
ზ.დ) ახალშობილთა გამოკვლევა თანდაყოლილი სიფილისის გამოსარიცხად;
ზ.ე) ახალშობილების მკურნალობა თანდაყოლილ სიფილისზ