ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 17.01.2025
ძალის დაკარგვა 04.02.2026
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.138.016559 397
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/01/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.02.2011
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2025 წლის 17 იანვარი
ქ.ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ
“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა
“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ახალციხის მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ ვალისა) სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 1-ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
დადგინდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 2-ის მიხედვით.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის ტერიტორის ზონირება დანართი 3-ის მიხედვით.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 თებერვლის №2 დადგენილება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
დანართი 1
ახალციხის მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ ვალისა) სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქალაქ ახალციხის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
GN = IMG x ITL x G x K, სადაც:
ა) GN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ახალციხისათვის უდრის 0,45-ს;
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა ) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს,
გ.ბ)
შუალედური ზონისათვის – 1-ს,
გ.დ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;
დ) G – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა
0,24 ლარის ტოლია;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 500-ს.
მუხლი 2🔗
1.
პირველი მუხლის მიხედვით, ქალაქ ახალციხეში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ცენტრალური
ზონა
IMG
ITL
C
K
CN(ლარი)
0,45
1,3
0,24
5
00
70.20
შუალედური ზონა
IMG
ITL
C
K
CN(ლარი)
0,45
1,0
0,24
500
54.00
პერიფერიული ზონა
IMG
ITL
C
K
CN(
ლარი)
0,45
0,7
0,24
500
37.80
მუხლი 3🔗
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 16.20 ლარს.
მუხლი 4🔗
ახალციხის მუნიციპალიტეტში დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 16.20 ლარს.
მუხლი 5🔗
ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 37.80 ლარს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-4 მუხლით დადგენილი ფასი.
დანართი 2
ახალციხის
მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში
სახელმწიფო
და
ახალციხის
მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში
არსებული
არასასოფლო
-
სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
ნორმატიული
ფასი
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ. ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG x ITL x C x K,
სადაც:
ა)
CN
–
არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ)
IMG –
არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ვალისათვის უდრის 0,28-ს;
გ)
ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ყველა დასახლების ზონირება უნდა ითვალისწინებდეს ერთ შუალედურ ზონას და
უდრის 1,0-ს.
დ)
C
–
არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24
ლარის ტოლია;
ე)
K
–
არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 500-ს.
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ვალეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
IMG
ITL
C
K
CN(
ლარი)
0,28
1
0,24
500
33.60
დანართი 3
ქალაქ ახალციხის ტერიტორიის ზონირება
N
ქალაქ ახალციხის ზონების აღწერა
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
1
ცენტრალური ზონა
მდ.ფოცხოვის მარჯვენა სანაპირო „ახალი ხიდიდან“-„ძველ ხიდამდე“-შემოსაზღვრული შემდეგი ქუჩებით (მათი ჩათვლით): პეტრე იბერის, ე.თაყაიშვილის, წმ. ქეთევან დედოფლის ჩრდილოეთით, 9 აპრილის ქუჩის და „ხუთსართულიანი“ დასახლების დასავლეთით მოქცეული ტერიტორია (კერძოდ, ქუჩები: მანველიშვილის, წმ. ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილის, თაყაიშვილის, კოსტავას, ორბელიანის, თაბუკაშვილის, იაძის, წიქვაძის, ივერიელის, კლდიაშვილის, დემეტრე თავდადებულის, ი. ათონელის, გამსახურდიას, ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილის, მეგობრობის, ნონეშვილის, თბილისის, სულხან-საბას, ნებიერიძის, კეცხოველის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის (გარდა:რუსთაველის ქუჩა N117, საავადმყოფოს მიმდებარედ, ქუჩა რუსთაველი, ბოლო), თამარ მეფის, შალვა ახალციხელის, წმ. ილია მართლის, გამრეკელის, თუმანიშვილის, კანანელის, ასპინძის, ვარძიის, ვარძიის ჩიხი, იოანე პეტრიწის, წმ. დავით და კონსტანტინეს, გვარამაძის, 9 აპრილის, სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, სააკაძის, დიდიმამიშვილის, ნათენაძის); „რაბათის“ დასახლება-ქუჩები: ციხისძირის, ე. ათონელის, ხმალაძის, გურამიშვილის, ყაზბეგის, ხარისჭირაშვილის, გოგებაშვილის; აბასთუმნის გზატკეცილი, 9 აპრილის ქუჩის და „ახალი ხიდის“ გადაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია, ბექა ჯაყელის ქუჩა, ახალქალაქის გზატკეცილი, თამარაშვილის, თამარაშვილის ჩიხი, „საბარგო სადგურის“ დასახლება: დავით აღმაშენებლის ქუჩა. ახალქალაქის გზატკეცილის ჩიხი. წერეთლის, გორგასლის, ზედგინიძის, მესხეთის, მესხეთის ჩიხი, ახვლედიანის, დანიელაშვილის, პაატა მიქუტიშვილის, მთაწმინდელის, ხანძთელის.
1,3
2
შუალედური ზონა
ქუჩები: მაისურაძის, ჩოლოყაშვილის, ნიკოლაძის, ჯავახიშვილის, ვაჟა-ფშაველას, მღვდელი თევდორეს, ფალიაშვილის, ჭყონდიდელის, ჯაყელის, ბაღინაშვილის, სამსონიძის, ერევნის, ქუთაისის, საფარის, ზარზმელის, გორის, ჯანაშიას, ივანე ახალციხელის ქუჩის დასახლება,
1
3
პერიფერიული ზონა
„საბარგო სადგურის“ დასახლება (ქუჩები: გიორგი ბრწყინვალეს, ბორჯომის, აბასთუმნის, ჭონქაძის, ადიგენის, ტაბიძის, ტაბიძის ჩიხი), სომხური სასაფლაოს და ყოფილი „ყველ-კარაქის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველის ქუჩა N117, საავადმყოფოს მიმდებარედ, ქუჩა რუსთაველი, ბოლო
0,7