“შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№109/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.020.000.22.035.008.452
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 52, 14/04/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.020.000.22.035.008.452

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

 მინისტრის ბრძანება №109/ნ

2006 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის ზოგიერთი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლის №53/ნ ბრძანების (სსმ III, 2006 წ., №21, მუხ. 257) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციისა და ეპიდკონტროლის სახელმწიფო პროგრამა (დანართი №8);

ი) საქართველოში მცხოვრებ ომის ვეტერანთა სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამა (დანართი №9);“.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი №8

ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის სახელმწიფო პროგრამა

თავი I. ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

    მუხლი 1. პროგრამის აქტუალობა და მიზანი

1. ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს სოციალური პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნდამენტურ ღონი ს ძიებათა კომპლექსს, რომელთა რეალიზება განაპირობებს მოსახლეობის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის შენარჩუნებასა და ჯანმრთელობის განვითარების ხელშეწყობას.

2. პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სოციალურად საშიში დაავადებების გავრცელების შეზღუდვის, ჯანსაღი უნარ-ჩვევების დამკვიდრების ხელშეწყობისა და საინფორმაციო სისტემების ეფექტური ფუნქციონირების გზით.

    მუხლი 2. პროგრამის დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 3 063 900 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

პროგრამის დასახელება

2006 წლის გეგმა (ლარებში)

 

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის სახელმწიფო პროგრამა

3 063 900

 

1

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და სოციალურად საშიშ დაავადებათა პროფილაქტიკის პროგრამა

1 836 000

 

2

ინფორმაციული სისტემების უზრუნველყოფის, ეპიდზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამა

700 900

 

3

ეპილეფსიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროგრამა (შპს ეპილეფსიის კონტროლისა და პროფილაქტიკის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი)

200 000

 

4

პროგრამების მონიტორინგი და მართვის ხელშეწყობის ხარჯები

327 000

 

 

თავი II. ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და სოციალურად საშიშ დაავადებათა პროფილაქტიკის პროგრამა

    მუხლი 3. აქტუალობა

მოსახლეობის არასათანადო გათვითცნობიერება საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნება-გაუმჯობესების აქტუალური საკითხების შესახებ, პროფილაქტიკური განათლების და ჯანსაღი უნარ-ჩვევების არასაკმარისი დონე. საქართველოში თამბაქოს და ნარკოტიკების მოხმარება, არაჯანსაღი კვებითი ჩვევების, მენტალური დარღვევების, დაბალი ფიზიკური აქტივობის, ტრავმატიზმის და ოჯახური ძალადობის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გავრცელება, მაღალ, ზოგიერთ შემთხვევაში კი კატასტროფულ დონეებს აღწევს, მნიშვნელოვანი პრობლემებია რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის, ახალგაზრდების სქესობრივი აღზრდის მხრივ.

აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლა მოითხოვს ჯანმრთელობის ხელშეწყობის მეცნიერულად დასაბუთებული კომპლექსური სახელმწიფო ღონისძიებების პერმანენტულ განხორციელებას.

ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური სიტუაცია (უმუშევრობის მაღალი დონე, დაბალი შემოსავლები, არასაიმედო წყალი და კომუნიკაციები, არცთუ უსაფრთხო საცხოვრისი, დაბინძურებული გარემო) განაპირობებს ადამიანების იმუნური, ფიზიკური და ფსიქიკური რეზისტენტობის მკვეთრ დაქვეითებას. ამას უნდა დავუმატოთ საზოგადოების პასიურობა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ (სუბიექტური და ობიექტური მიზეზით), პირველადი ჯანდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურის არაადეკვატური განვითარება, სკოლის ჯანდაცვითი ფუნქციის სისუსტე, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშემწყობი ბიზნესის სუსტი ტემპით განვითარება.

მეორე მხრივ, სტრესორთა უნივერსალური ბუნება, ცხოვრების არაჯანსაღი წესის კომპონენტების (თამბაქო, ნარკოტიკი, დამახინჯებული სქესობრივი ცხოვრება) სრულმასშტაბიანი მარკეტინგული დაგეგმვის მქონე ლეგალური და სწრაფად პროგრესირებადი არალეგალური ბიზნესი, მავნე ჩვევების საზოგადოების ღრმა ფენებში შეღწევასა და რისკის ქვეშ მყოფი საზოგადოებრივი ფენის გაფართოებასა და გაახალგაზ-რდავებას განაპირობებს.

საქართველოში ნარკომანიის გავრცელების საგანგაშო მასშტაბები, ონკოლოგიურ დაავადებათა გავრცელებისა და სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მაღალი დონე, მოსახლეობაში აივ ინფექცია/შიდსის, სგგდ, B და C ჰეპატიტის აგრეთვე მაღალი გავრცელების ტენდენციები.

    მუხლი 4. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანს წარმოადგენს:

ა) საზოგადოებაში ჯანმრთელობის განვითარების ხელშეწყობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების გზით, რისთვისაც განსაზღვრულია მოსახლეობის, პირველადი ჯანდაცვის სამსახურების და საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პოტენციალის მქონე სხვა სექტორების განათლება და აქტიური ჩართვა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების საქმეში, სამუშაო მეთოდოლოგიების, მულტისექტორული სახელმწიფო გეგმების შემუშავება, ადაპტირება და განხორციელება;

ბ) ავადობის აქტიური გამოვლინების გზით საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა-შეფასება და მისი გაუმჯობესების ხელშეწყობა, მის გარკვეულ ფენებსა და სოციალურ ჯგუფებზე;

გ) სოციალურად საშიშ დაავადებათა (ინფექციური და არაინფექციური) გამოვლენა, გავრცელების შეზღუდვა.

    მუხლი 5. პროგრამის ღონისძიებები

პროგრამის ღონისძიებებია:

ა) ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია საერთაშორისო ვალდებულებებით:

ა.ა) ჯანმრთელობის ხელშეწყობის ჯგუფის ფუნქციონირება თამბაქოს კონტროლის, ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის დანერგვის, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მეთოდურ-პრაქტიკული ღონისძიებების გატარების ეფექტურობის მიზნით, ტრავმატიზმისა და ძალადობის პროფილაქტიკის, ალკოჰოლიზმის საწინააღმდეგო და მენტალური ჯანმ-რთელობის ხელშეწყობის, ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლების მოდელის დანერგვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვისა და ახალგაზრდების სქესობრივი აღზრდის ხელშეწყობის საკითხებში;

ა.ბ) მულტისექტორულ ღონისძიებათა კოორდინაციის ხელშეწყობა (კონფერენციების ორგანიზება);

ა.გ) ჯანმრთელობის დღეების აღნიშნვა, მასობრივი აქციების ორგანიზება და თამბაქოს წევის შეწყვეტის ხელშემწყობი სატელეფონო ცხელი ხაზის ფუნქციონირება; პოლიგრაფიულ-საინფორმაციო მასალების მომზადება და ბეჭდვა;

ა.დ) ნარკომანიის წინააღმდეგ მოსახლეობისა და მიზნობრივი ჯგუფის ინფორმირება;

ბ) ავადობის აქტიური გამოვლინება და მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები:

ბ.ა) დაავადებათა გამოვლინება და სამკურნალო პროფილაქტიკური დახმარება;

ბ.ბ) ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა;

ბ.გ) პროფესიული დაავადებების პრევენცია;

გ) იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკა:

გ.ა) იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა გამოვლენა (რეგიონული დონე – ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი);

გ.ბ) ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირება;

გ.გ) საკვები პროდუქტების მიკრონუტრიენტებით გამდიდრების (ფორთიფიცირება) ხელშეწყობა;

დ) სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკა:

დ.ა) სგგდ სტანდარტული დიაგნოსტიკა;

დ.ბ) სგგდ ეპიდზედამხედველობის ორგანიზაცია და განხორციელება.

ე) შიდსის პროფილაქტიკა:

ე.ა) რისკის ჯგუფების აივ ინფექცია/შიდსზე სტანდარტული დაიგნოსტიკა;

ე.ბ) ეპიდზედამხედველობის ორგანიზაცია და განხორციელება, პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო საქმიანობის უზრუნველყოფა, საორგანიზაციო-მეთოდური საქმიანობა;

ვ) მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფა:

ვ.ა) ეპიდზედამხედველობა და პროგრამის ღონისძიებათა განხორციელებისათვის ორგანიზაციულ-მეთოდურ-პრაქტიკული სამუშაოების წარმოება;

ვ.ბ) დონორთა სისხლის სტანდარტული დიაგნოსტიკა (30 ათასი დონაცია);

ვ.გ) დონორთა საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების ხელშეწყობა.

ზ) ონკოლოგიურ დაავადებათა რეგისტრის და ეპიდზედამხედველობის განხორციელება:

ზ.ა) კიბოს რეგისტრის ფუნქციონირება, ინფორმაციის ეპიდანალიზი, ორგანიზაციულ-მეთოდური და სტატისტიკური დამუშავება, პროსტატის კიბოს დიაგნოსტირება (სკრინინგი), სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;

თ) ნარკომანიის პროფილაქტიკური ღონისძიებები

თ.ა) საქართველოს რეგიონებსა და რაიონებში ნარკომანიის ეპიდზედამხედველობისა და პროფილაქტიკის წარმოება (12 რეგიონი).

    მუხლი 6. პროგრამაში მონაწილე დაწესებულებები და სამიზნე

1. პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების შერჩევა მოხდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. პროგრამის სამიზნეს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობა და მიზნობრივი ჯგუფები.

    მუხლი 7. პროგრამის შესრულების ვადები

პროგრამის შესრულების ვადაა 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

    მუხლი 8. მოსალოდნელი შედეგები

პროგრამის ეფექტური განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება:

ა) საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა;

ბ) თამბაქოს საწინააღმდეგო პოტენციალის გაძლიერება, მწეველთა რაოდენობის და თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედების მასშტაბების შემცირების ხელშეწყობა;

გ) ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განვითარების ხელშეწყობა;

დ) მენტალური ჯანმრთელობის და ოჯახური ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა;

ე) ნარკოტიკების არალეგალური მოხმარების შემცირების ხელშეწყობა და მიზნობრივი ჯგუფის ინფორმირება;

ვ) ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა რაიონებში;

ზ) რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვისა, ახალგაზრდების სქესობრივი აღზრდის ხელშეწყობა, მოსახლეობის ინფორმირება და პრევენციული ღონისძიებები მიზნობრივ ჯგუფებში;

თ) საერთაშორისო თანამშრომლობა და ფართო საზოგადოების ინფორმირება ცხოვრების ჯანსაღი წესის სისტემური ღონისძიებების შესახებ;

ი) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ავადობისა და ავადობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავების შედეგებიდან გამომდინარე, გამოვლენილი გავრცელებული დაავადებების პროფილაქტიკისა და მათზე კონტროლის რეკომენდაციების შემუშავება;

კ) დისჰორმონული ოსტეოპოროზის შედეგად განვითარებულ გართულებათა ჩამოყალიბების მომატებული რისკის ჯგუფების გამოვლენა და პრევენცია, აგრეთვე ოსტეოპოროზის პრევენციის ღონისძიებათა რეკომენდაციების შემუშავება;

ლ) ზოგადი და პროფესიით განპირობებული ავადობის გამოვლინება, პრაქტიკული და მეთოდური ხასიათის რეკომენდაციების შემუშავება;

მ) ენდემური ჩიყვის ეპიდსიტუაციის მართვა და პროფილაქტიკის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება, ბავშვთა კონტინგენტის სამედიცინო დახმარების ხელშეწყობა;

ნ) მოსახლეობის ინფორმირება იოდდეფიციტის პრობლემებთან მიმართებაში;

ო) სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოვლენა, მათი გავრცელების მასშტაბების დადგე-ნისა და ეპიდსიტუაციის შეფასების ხელშეწყობა;

პ) აივ ინფიცირებულთა დროული გამოვლენა მაღალი რისკის ჯგუფის პირთა (მ.შ. ნარკომანების, ჰომოსექსუალების, მეძავების და სხვა) ნებაყოფლობითი უფასო გამოკვლევის შედეგად და აივ ინფექცია/შიდსზე მათი ცოდნის დონის გაუმჯობესება ტესტის წინა და ტესტის შემდგომი კონსულტაციის საშუალებით;

ჟ) აივ ინფიცირებულებზე და მათთან კონტაქტში მყოფ პირებზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება და მათი, როგორც ინფექციის წყაროს, კონტროლი;

რ) ცალკეულ რისკის ჯგუფებში აივ ინფექციის საპროფილაქტიკო ღონისძიებების უკეთ დაგეგმვის მიზნით ეპიდსიტუაციის შეფასება;

ს) აივ ინფექცია/შიდსის საკითხებზე სამედიცინო პერსონალის მომზადების დონის ამაღლება;

ტ) აივ ინფექცია/შიდსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლება საგანმანათლებლო-საინფორმაციო აქციებისა და მასობრივი ღონისძიებების საშუალებით;

უ) პროგრამის მართვისა და აივ ინფექციაზე ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესება ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დონეზე და რეფერალური სისტემის ორგანიზაცია;

ფ) დონორთა სისხლის აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე სკრინინგული კვლევის უზრუნველყოფა და სისხლის გადასხმის გზით აღიშნული ინფექციების გადაცემის შემცირება;

ქ) აივ ინფექციით, B და C ჰეპატიტებითა და სიფილისით დაავადებულთა გამოვლენა დაავადების ადრეულ სტადიაზე, აღნიშნული ინფექციების აღრიცხვიანობის მოწესრიგება და ეპიდზედამხედველობის სრულყოფა;

ღ) დონორების საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების ხელშეწყობა;

ყ) ონკოლოგიურ დაავადებათა გამოვლენის ხელშეწყობა ადრეულ სტადიაზე;

შ) საზოგადოებაში ნარკომანიის წინააღმდეგ უარყოფითი დამოკიდებულების ფორმირების ხელშეწყო-ბა, გამოვლენილ პირთა აღრიცხვიანობისა და პროფილაქტიკური მეთვალყურეობის მოწესრიგება, ქვეყანაში სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციურ ღონისძიებათა გატარების მეთოდურ რეკომენდაციათა შემუშავება.

    მუხლი 9. დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 836 000 ლარით შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციისა და სოციალურად საშიშ დაავადებათა პროფილაქტიკის პროგრამა

1 836 000

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

32 083

დამქირავებლიდან ანარიცხები

6 417

სხვა საქონელი და მომსახურება

1 744 500

კაპიტალური ხარჯები

53 000

1

ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია საერთაშორისო ვალდებულებებით

71 000

1.1

ჯანმრთელობის ხელშეწყობის ჯგუფის ფუნქციონირება თამბაქოს კონტროლის, ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობის დანერგვის, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მეთოდურ-პრაქტიკული ღონისძიებების გატარების ეფექტურობის მიზნით, ტრავმატიზმისა და ძალადობის პროფილაქტიკის, ალკოჰოლზმის საწინააღმდეგო და მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლების მოდელის დანერგვის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვისა და ახალგაზრდების სქესობრივი აღზრდის ხელშეწყობის საკითხებში

 

 

40 000

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

32 083

დამქირავებლიდან ანარიცხები

6 417

სხვა საქონელი და მომსახურება

1 500

1.2

მულტისექტორულ ღონისძიებათა კოორდინაციის ხელშეწყობა (კონფერენციების ორგანიზება)

8 000

სხვა საქონელი და მომსახურება

8 000

1.3

ჯანმრთელობის დღეების აღნიშნვა, მასობრივი აქციების ორგანიზება და თამბაქოს წევის შეწყვეტის ხელშემწყობი სატელეფონო ცხელი ხაზის ფუნქციონირება, პოლიგრაფიულ-საინფორმაციო მასალების მომზადება და ბეჭდვა

18 000

სხვა საქონელი და მომსახურება

18 000

1.4

ნარკომანიის წინააღმდეგ მოსახლეობისა და მიზნობრივი ჯგუფის ინფორმირება

5 000

სხვა საქონელი და მომსახურება

5 000

2

ავადობის აქტიური გამოვლინება და მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები

199 000

2.1.

დაავადებათა გამოვლინება და სამკურნალო პროფილაქტიკური დახმარება

154 000

სხვა საქონელი და მომსახურება

119 000

კაპიტალური ხარჯები

35 000

2.2.

ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა

5 000

სხვა საქონელი და მომსახურება

5 000

2.3.

პროფესიული დაავადებების პრევენცია

40 000

სხვა საქონელი და მომსახურება

40 000

3

იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკა

100 000

3.1.

იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა გამოვლენა (რეგიონული დონე – ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ზუგდიდი)

23 517

სხვა საქონელი და მომსახურება

23 517

3.2.

ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირება

36 483

სხვა საქონელი და მომსახურება

36 483

3.3.

საკვები პროდუქტების მიკრონუტრიენტებით გამდიდრების (ფორ ტ იფიცირება) ხელშეწყობა

40 000

სხვა საქონელი და მომსახურება

40 000

4

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკა

206 000

4.1.

სგგდ სტანდარტული დიაგნოსტიკა

120 000

სხვა საქონელი და მომსახურება

120 000

4.2.

ეპიდზედამხედველობა

86 000

სხვა საქონელი და მომსახურება

68 000

კაპიტალური ხარჯები

18 000

5

შიდსის პროფილაქტიკა

200 000

5.1.

რისკის ჯგუფების აივ ინფექცია/შიდსზე სტანდარტული დაიგნოსტიკა

139 500

სხვა საქონელი და მომსახურება

139 500

5.2.

ეპიდზედამხედველობის ორგანიზაცია და განხორციელება,პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო საქმიანობის უზრუნველყოფა

60 500

სხვა საქონელი და მომსახურება

60 500

6

მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფა

1 000 000

6.1.

ეპიდზედამხედველობა და პროგრამის ღონისძიებათა განხორციელებისათვის ორგანიზაციულ-მეთოდურ-პრაქტიკული სამუშაოების წარმოება; დონორთა საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების ხელშეწყობა

27 000

სხვა საქონელი და მომსახურება

27 000

6.2.

დონორთა სისხლის სტანდარტული დიაგნოსტიკა (30 ათასი დონაცია)

973 000

სხვა საქონელი და მომსახურება

973 000

7

ონკოლოგიურ დაავადებათა რეგისტრის და ეპიდზედამხედველობის განხორციელება

20 000

7.1.

კიბოს რეგისტრის ფუნქციონირება, ინფორმაციის ეპიდანალიზი, ორგანიზაციულ-მეთოდური და სტატისტიკური დამუშავება, სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოსტიკა

20 000

სხვა საქონელი და მომსახურება

20 000

8

ნარკომანიის პროფილაქტიკური ღონისძიებები

40 000

8.1.

საქართველოს რეგიონებსა და რაიონებში ნარკომანიის ეპიდზედამხედველობისა და პროფილაქტიკის წარმოება (12 რეგიონი)

40 000

სხვა საქონელი და მომსახურება

40 000

თავი III. ინფორმაციული სისტემების უზრუნველყოფის, ეპიდზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამა

    მუხლი 10. აქტუალობა

პროგრამა ითვალისწინებს საქართველოში გავრცელებული ინფექციური სნეულებების, აგრეთვე სახელმწიფოში ამჟამად არარეგისტრირებული, მაგრამ გარკვეული ხელშემწყობი ფაქტორების გამო (შავი ჭირის და სხვა დაავადებების ბუნებრივი კერები; საზღვარგარეთის ქვეყნებთან მზარდი ურთიერთობანი, გაძლიერებული მიგრაცია; ეკონომიკური და სოციალური რყევები, ბიოტერორიზმის საფრთხე) შესაძლებელი, საკონვენციო და სხვა საშიში გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობას და შემოტანის ან აღმოცენებისა და გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავებას და შესრულებას (ჯანდაცვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში) ქვეყნის მთელ ტერიტოიაზე; ქვეყანაში სადეზინფექციო საქმიანობის მიმდინარეობაზე მეთოდურ დახმარებას, მონიტორინგს და შავი ჭირის, კონტაგიოზური ვირუსული ჰემორაგიული ცხელებების, ქოლერის, შებრუნებითი ტიფის, Q ცხელების (ფილტვის ფორმა), ორნითოზის გავრცელების საშიშროების დროს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ეპიდაფეთქებებისას ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა კომპლექსში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების (დასკვნითი დეზინფექცია) ორგანიზებას, ეპიდკეთილსაიმედო სიტუაციის უზრუნველყოფა სამთავრობო დაწესებულებებში.

საქართველოში მალარიის ლიკვიდაციის კომპლექსური ღონისძიებები 1921 წელს დაიწყო და 1970 წელს დამთავრდა ადგილობრივი შემთხვევების სრული ლიკვიდაციით. მიუხედავად ამისა, შენარჩუნდა – გადამტანი კოღო ანოფელესი და მის ორგანიზმში მალარიის პარაზიტის გამრავლებისათვის ბუნებრივად ხელსაყრელი პირობები, რომელიც არსებობს საქართველოს ტერიტორიის ნახევარზე. ამ ადგილებში განლაგებულია დასახლებული პუნქტების 80%, ამდენად, საქართველოს მოსახლეობის 93% ცხოვრობს იმ ტერიტორიებზე, სადაც მალარიის განვითარების მაღალი რისკია. მსოფლიოს ბევრ ქვეყაში მალარიის „შემობრუნებას“ ვერც საქართველო აცდა, რაც გლობალური დათბობის პრობლემებსაც უკავშირდება. ბოლო წლებში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებასთან ერთად საქართველოში, ისევე როგორც მეზობელ ქვეყნებში, აღირიცხა მალარიის ადგილობრივი შემთხვევები: 1996 წელს – 3; 1998 წ. – 14; 1999 წ. – 35. 2000 წ. – 164, 2001 წ. – 437, 2002 წელს – 474, 2003 – 315, 2004 წელს 257 შემთხვევა.

მოცემულ ეტაპზე მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა დროული განხორციელება მალარიის ეფექტური კონტროლის საშუალებას იძლევა.

2000 წლიდან სახელმწიფო პროგრამების ამუშავებამ მალარიის ზრდის ტემპი მკვეთრად შეამცირა, ხოლო 2003 წლიდან დაფიქსირდა შემთხვევათა კლება.

პროგრამა შედგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO-janmo), ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის და ბიუროს, აშშ დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრების (CDC) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დოკუმენტებისა და რეკომენდაციების მიხედვით:EUROHELTH, 06.12.95; EUR/RC45/ R6, 21.09.95; CMDS 03/01/13-REP,06.1996; ICD/CMDS05MT01, 6.11.95; ICP/EPI 038(B),1994; NNIS Sistem, CDC, July 1996; MMWR, RR-3,N12,1996; EUR/ICP/CMDS 01 01 14 Rev.1; WHO/EMC/DIS/97.1; WHO/EPI/GEN/98.01; EUR/RC48/10, 5.10.98,13618; ევროპის რეგიონის ქვეყნების თათბირის რეკომენდაციები ეპიდზედამხედველობის დარგში კონსენსუსის მისაღწევად (გროტაფერატა, 07.04.00) და გამომდინარეობს ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკიდან 1999 წ.

ფრინველის გრიპის ვირუსის მხრივ არაკეთილსაიმედო ქვეყანათა რაოდენობის სწრაფი ზრდა.

ამჟამად დედამიწის მოსახლეობას ემუქრება 30-ზე მეტი ახალი ინფექციური დაავადება, ხოლო უკანასკნელ ხანს ევროპის რეგიონს დაუბრუნდა არა ერთი თითქმის უკვე დავიწყებული დაავადება.

მოსახლეობის ინტენსიური მიგრაცია და ბუნებრივი კერები გამორიცხავს უმრავლეს ინფექციურ დაავადებათა სრული ლიკვიდაციის შესაძლებლობას. ფართო საერთაშორისო საქმიანი კავშირები, ტურიზმი, ვაჭრობა, მიგრანტების და ლტოლვილების მასები უაღრესად აფართოებს ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საზღვრებს. სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ბიოტერორიზმის საშიშროებას.

ყოფილ სსრკ-ის ქვეყნებში, ევროპის და აზიის სხვა ქვეყნებში დიფთერიის ეპიდემიებმა და მმრს (SARS) ეპიდემიამ მსოფლიოში ცხადყო, რომ სახელმწიფო საზღვრები ინფექციურ დაავადებებს ვერ აბრკოლებს.

მალარია მივიწყებულ დაავადებას წარმოადგენდა მთელ ევროპაში, მაგრამ მისმა ხელახლა აღმოცენებამ დიდი პრობლემები შეუქმნა განვითარებულ ქვეყნებსაც კი.

შავი, კასპიის და ხმელთაშუა ზღვების მოსაზღვრე ქვეყნებში ქოლერის შემთხვევათა შეტანა და მომდევნო აფეთქებები ცხადყოფს, რომ ამ დაავადებამ კვლავ იჩინა თავი.

უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ინფექციურ დაავადებათა გამომწვევთა რეზისტენტობა ანტიმიკრო-ბული პრეპარატების მიმართ, რაც ზრდის დაავადებების იმ შემთხვევათა რიცხვს, რომელიც არ ემორჩილება მკურნალობას სტაციონარის პირობებშიც კი.

მიუხედავად წარმატებით განვითარებული კამპანიისა პოლიომიელიტის ერადიკაციის მიზნით მსოფლიოში, იემენში და ინდონეზიაში 2005 წელს პოლიომიელიტის აფეთქებამ, გვიჩვენა ამ დაავადების სრული აღმოფხვრის სირთულე.

დასავლეთ ევროპაშიც კი სიკვდილიანობის 7% ინფექციურ დაავადებებზე მოდის, ხოლო ამ დაავადებების წილი მწვავე ავადობაში 60%-ს შეადგენს. ევროპის სხვა რეგიონებში ეს მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.

შავი ჭირის აფეთქებამ ინდოეთში და ებოლას ცხელებისამ – უგანდაში, ფრინველის გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესების მნიშვნელობას, ეპიდემიოლოგიური კვლევების გადაუდებელი ჩატარებისა და ლაბორატორიული სამსახურების სათანადო პოტენციალის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

პროგრამა შედგენილია ჯანმო-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 48-ე სესიის მიერ მიღებული დოკუმენტის „ჯანმრთელობა – 21“-ში, პუნქტი 4.3-„ინფექციური დაავადებები“, ჩამოყალიბებული სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტის ძირითადი პირობების:

„ლაბორატორიული სამსახურების გამოყენებაზე დაფუძნებული ეპიდზედამხედველობის გამართული სისტემის შექმნა... შემთხვევათა განსაზღვრებების და ლაბორატორიული მეთოდების სტანდარტიზაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების კავშირების სისტემის და პროფესიული მომზადების, მათი საქმიანობის მონიტორინგის გაუმჯობესება... ეპიდაფეთქებების კონტროლისათვის საჭირო მასალების შეზღუდული მარაგების შექმნა“ განსახორციელებლად და ჯანმრთელობის ეროვნული პოლიტიკის შესაბამისად.

არსებითი განსხვავებანი ცალკეულ ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიაში მოითხოვს კონტროლის და პროფილაქტიკის შესაბამისი ღონისძიებების ნატიფ დიფერენციაციას, რათა მინიმალური დანახარჯებით მიღებულ იქნეს რამდენადმე საგრძნობი ეფექტი.

ჯერ კიდევ დაუდგენელი რჩება გრიპის გამომწვევი ვირუსის ქვეტიპი და საერთოდ ქვეყანაში მეტად სუსტია ლაბორატორიული ბაზა უმრავლესი რესპირატორული ინფექციების დიაგნოსტიკისათვის, მათ შორის, წითურასი, რომლის ვაქცინაციაც მხოლოდ 2004 წელს დაიწყო, რაც, თავის მხრივ, არ გვაძლევს საშუალებას დარწმუნებით ვილაპარაკოთ თანდაყოლილი წითურას ადგილობრივი შემთხვევების არსებობის შესახებ. მართალია, ამჟამად საქართველოში არ რეგისტრირდება პოლიომიელიტი, მაგრამ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში პოლიომიელიტის შემთხვევების არსებობა, მოითხოვს ამ დაავადების ლაბორატორიული ეპიდზედამხედველობის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. B-ჰეპატიტის ვაქცინაციის დაწყება კალენდრის შესაბამისად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ამ დავადების ინციდენტობის შესამცირებლად, მაგრამ კვლავ დღის წესრიგშია პროფილაქტიკის გაფართოების კონკრეტული საკითხები, იმის გათვალისწინებით, რომ ინფიცირების შემთხვევების არანაკლებ ნახევრისა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

მართვადი ინფექციების (დიფთერია, პოლიომიელიტი, ყბაყურა, წითელა, წითურა, ყივანახველა, ჰეპატიტი B აღსაკვეთად მოწოდებულია მაღალეფექტური სავაქცინო პრეპარატები. ამ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა ძირითადად ეყრდნობა იმუნიზაციას და იგი წარმოდგენილია ცალკე პროგრამით. მაგრამ, გარდა მოსახლეობის ვაქცინაციისა, ამ ინფექ-ციების ელიმინაციისა და კონტროლისათვის აუცილებელია ეპიდზედამხედველობის სიტემის გამართული მუშაობა, ლაბორატორიული გამოკვლევების ჩათვლით და სხვა პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელება (მტარებელთა გამოვლენა, სანაცია და სხვა).

შავი ჭირი, ტულარემია – საქართველოში შავი ჭირის ორი ბუნებრივი კერაა: მაღალმთიანი – ჯავახეთის ზეგანზე და ვაკე მთის წინა – ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში ნახევრად უდაბნო ზოლში. შავი ჭირის ეპიზოოტიები დაფიქსირებულია პირველში – 1979-83, 1992 და 1997 წლებში, მეორეში – კი 1966, 1968-71 წლებში. ორივე კერა მოითხოვს სისტემატიურ ეპიდემიოლოგიურ და ეპიზოოტოლოგიურ ზედამხედველობას, რადგან ეპიზოოტიების გავრცელებისას არ არის გამორიცხული ადამიანთა დაავადებაც და კერიდან ინფექციის გატანაც, როგორც ეს მოხდა ინდოეთში 1994 წელს. ამავე დროს მეზობელ სახელმწიფოებიდან, მათ შორის ყოფილ სსრკ-ში შემავალი ქვეყნებიდან შესაძლოა ამ ინფექციის შემოტანა (ეპიზოოტიები გამოვლენილია სომხეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, დაღეს-ტანში, სტავროპოლის მხარეში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ხოლო 1999 წელს ყაზახეთში რეგისტრირებულია 7 შემთხვევა ადამიანებში). ტულარემიის ბუნებრივი კერები ძირითადად ემთხვევა შავი ჭირის ბუნებრივ კერებს, თუმცა სივრცობრივად მეტი ფართი უკავია და მოიცავს დამატებით კახეთისა და ქართლის ზონებსაც. მარცვლეულის წარმოების გაფართოებასთან ერთად მოსალოდნელია ტულარემიის შემთხვევების მატება ადამიანებში. ამის გამო ეპიდემიოლოგიური და ეპიზოოტოლოგიური ზედამხედველობა უნდა გატარდეს კომპლექსურად – ორივე ინფექციის მიმართ, პარალელურად გადამტანებში და რეზერვუარებში სხვა ბუნებრივ-კეროვანი ინფექციების გამომწვევების ცირკულაციის დადგენით.

ქოლერა და ნაწლავთა მწვავე ინფექციები; ქოლერის მე-7 პანდემია გრძელდება და შემთხვევები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღირიცხება. 1998 წელს დიდი აფეთქება დაფიქსირდა სომხეთში, ავადობა აღინიშნა რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში. ცალკეუ-ლი შემოტანილი შემთხვევები საქართველოშიც აღირიცხებოდა (1993-94წ), ხოლო ბოლო წლებში ლისის ტბიდან გამოთესილია ქოლერის O139 („ბენგალი“) ვიბრიონები. არ არის გამორიცხული, რომ ქოლერა კვლავაც იქნება შემოტანილი, ხოლო ის ხარვეზები, რომელსაც ადგილი აქვს მოსახლეობის წყალმომარაგებაში (მაგალითად ეპიდაფეთქებები ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდში, ფოთში), დასახლებული ადგილების დასუფთავებაში, საკვები პროდუქტებით ვაჭრობაში, იმოქმედებენ ამ დაავადებების გავრცელებაზე, თუ გარემოდან ან ავადმყოფებიდან დროულად არ იქნა გამოყოფილი და იდენტიფიცირებული გამომწვევები და არ გატარდა შესაბამისი ღონისძიებანი. ამავე დროს ქვეყნის ლაბორატორიული ბაზა უაღრესად მწირია წყლით და საკვებით გადაცემად დაავადებათა ეტიოლოგიის გასაშიფრად.

ზოონოზები: წვრილი ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბების პირობებში დაავადებულ პირუტყვზე ვეტერინარული ზედამხედველობის სიძნელეების, ცხოველებში ჯილეხის და ბრუცელოზის საწინააღმდეგო აცრების სრული მოცულობით ჩაუტარებლობის, ვეტერინარული სამსახურების გვერდის ავლით იძულებით დაკვლისა და დასენიანებული ხორცის გასაღების მცდელობის პირობებში ქვეყანაში იმატა ამ დაავადებების რისკმა. ქვეყანაში კვლავ მეტად დაძაბული სიტუაციაა ცოფის გავრცელების მხრივ.

პარაზიტული დაავადებები – გადამტანების (ფლებოტომუსების) და რეზერვუარის (მაწანწალა ძაღლები) სიმრავლის გამო კვლავ ძალზე პრობლემატურია ლეიშმანიოზის გავრცელება.

უკანასკნელ ათწლეულში თავი იჩინა ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა ამებიაზი. ამებიაზის 1998 წლის ეპიდაფეთქებამაც ნათლად წარმოაჩინა ლაბორატორიული სამსახურების გადაუდებელი გაძლიერების აუცილებლობა, ამავე აფეთქებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, გარდა გეგმურისა, ეპიდსიტუაციის მიხედვით კადრების სასწრაფო სწავლების აუცილებლობა.

ქვეყნის მიერ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, ევროპააზიის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების დაწყება, უმწვავესად აყენებს ლაბორატორიულ სამსახურებზე დაყრდნობილი ეპიდზედამხედველობის სისტემის გამართულ მუშაობის აუცილებლობას, სხადასხვა ეკზოტიკური დაავადებების დროული აღმოჩენისა და კონტროლის მიზნით.

პროგრამის განხორციელება მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამებში გათვალისწინებული სტანდარტების (განსაკუთრებით ამბულატორიული) და მონაწილე დაწესებულებების ჩამონათვალის გაფართოებაზე, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს დაავადებათა გამოვლენას და რეგისტრაციას.

    მუხლი 11. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანს წარმოადგენს:

ა) ინფექციური დაავადებების გავრცელების ეტაპობრივი შემცირება, მათი ელიმინაციის (აღმოფხვრის) და კონტროლის გზით; დაავადებათა კერებში დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვა; ეპიდ-კეთილსაიმედო სიტუაციის უზრუნველყოფა სამთავრობო დაწესებულებებში; აღმოჩენილი მალარიის ადგილობრივი კერების ელიმინაცია და საქართვე-ლოს ტერიტორიაზე მალარიის მასობრივი გავრცელების თავიდან აცილება;

ბ) კომპლექსური სამედიცინო-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებით საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების, მათ შორის, ფრინველის გრიპის ქვეყანაში შემოტანისა და გავრცელების თავიდან აცილება;

გ) 2010 წლისათვის წითელას ელიმინაციაა;

დ) პოლიომიელიტის ელიმინაციის შენარჩუნება;        

ე) 2010 წლისათვის ან უფრო ადრე ჰეპატიტ B ახალი შემთხვევების გადაცემის რიცხვი უნდა შემცირდეს 80%-ით;

ვ) 2008 წლისათვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ავადობის მაჩვენებელი 0,1-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე: ეპიდემიური პაროტიტი, ყივანახველა და დიფთერია;

ზ) 2010 წლისათვის ან უფრო ადრე მალარიის გავრცელების მაჩვენებელი უნდა იყოს 5-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე;

თ) 2010 წლისათვის ან უფრო ადრე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სიკვდილობის მაჩვენებლების და ჯანმრთელობისათვის ნეგატიური შედეგების თანმიმდევრული და მუდმივი შემცირება, დაკავშირებული გადამდებ დაავადებებთან, განსაკუთრებით მწვავე რესპირატორულ და დიარეულ ინფექციებთან ბავშვთა ასაკში;

ი) დაავადებათა კერებში დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვა.

    მუხლი 12. პროგრამის ღონისძიებები

1. პროგრამის ღონისძიებებია:

ა) ეპიდაფეთქების ლიკვიდაციის ხელშეწყობა (სტანდარტული დიაგნოსტიკა და მკურნალობა);

ბ) მალარიის სტანდარტული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, პარაზიტულ დაავადებათა პრევენცია;

გ) რეგიონულ და ადგილობრივ (ქალაქი, რაიონი) დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირება (იმუნიზაცია, ეპიდზედამხედველობა, სამედიცინო სტატისტიკის წარმოება);

დ) სამთავრობო დაწესებულებებში სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო ღონისძიებების ჩატარება;

ე) სადეზინფექციო საქმიანობის მიმდინარეობაზე ზედამხედველობა და მეთოდური ხელმძღვანელობა;

ვ) მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე:

ვ.ა) ეპიდაფეთქებებზე რეაგირება;

ვ.ბ) მალარიაზე მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე;

ვ.გ) ეპიდკონტროლის განხორციელება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე;

ვ.დ) სამედიცინო სტატისტიკის წარმოება ცენტრალურ დონეზე;

ვ.ე) სეზონური დაავადებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება;

ზ) მედიკამენტების, რეაქტივებისა და რეაგენტების შეძენის ხარჯები;

თ) სახელმწიფო საზღვრებზე სამედიცინო-საკარანტინო, პროფილაქტიკური ზედამხედველობის განხორციელება (დანართი 8ა -ს შესაბამისად).

2. პრიორიტეტული მიმართულებები:

ა) დიფთერია – გათვალისწინებულია ავადობის აღკვეთისათვის აუცილებელი ძირითადი ღონისძიებები: გეგმური და ეპიდჩვენებით ვაქცინაცია, ავადმყოფთა ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის სტანდარტულობის უზრუნველყოფა; კონტაქტირებულთა გამოკვლევისათვის სამხარეო და ადგილობრივი სამსახურებისათვის მხარდაჭერა: სანაცია და იმუნიზაცია; ბაქტერიომტარებელთა გამოვლენა; ვაქცინაციაზე მკაცრი მონიტორინგი; სამხარეო და რაიონული ლაბორატორიების მომარაგება სატრანსპორტო და სხვა საკვები ნიადაგებით. გათვალისწინებულია ეპიდსიტუაციის მიხედვით კერების ღრმა შესწავლა ადგილზე გასვლით, სათანადო რეკომენდაციების მომზადება ადგილობრივი სამსახურებისათვის, ახლო კონტაქტების პროფილაქტიკური მკურნალობა სტანდარტის შესაბამისად;

ბ) პოლიომიელიტი – გეგმიური ვაქცინაცია, საჭიროებისას „გაწმენდის“ ოპერაცია, აქტიური ეპიდზედამხედველობის, ყოველკვირეული ნულოვანი ანგარიშგების განხორციელება, მწვავე დუნე დამბლის თითოეული შემთხვევის ღრმა შესწავლა და სისტემატური ეპიდზედამხედველობა გამომწვევის ცირკულაციაზე ეკოსისტემაში, მწვავე დუნე დამბლის ყველა შემთხვევის ლაბორატორიული გამოკვლევა, „ცივი ჯაჭვის“ წესების დაცვის სისტემატური კონტროლი;

გ) ქოლერა და ნაწლავთა სხვა მწვავე ინფექციები – გათვალისწინებულია დიარეულ დაავადებათა აფეთქებების ეტიოლოგიის გაშიფრვა, პილოტური კვლევები ამ დაავადებების გამომწვევთა სტრუქტურის და ანტიბიოტიკომგრძნობელობის დასადგენად, ეპიდჩვენებებით ბიოვარიანტების დადგენა, გენოტიპირება, გარემო ობიექტების (წყალსატევები, ჰიდრობიონტები) საკონტროლო გამოკვლევა ქოლერის, მუცლის ტიფის და სხვა გამომწვევების არსებობაზე, საეჭვო კულტურების საბოლოო იდენტიფიკაცია, სადეზინფექციო სამუშაოები კერაში ეპიდჩვენებებით (მუნიციპალური პროგრამების მხარდაჭერა), სპეციფიკური და ექსპრეს-პროფილაქტიკის ჩატარება, მ.შ. მუნიციპალური პროგრამების მხარდაჭერა; ეპიდაფეთქებების ღრმა შესწავლა ადგილებზე გასვლით; პირადი ჰიგიენის გაუმჯო-ბესებისათვის ხელშეწყობა, ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებების პროპაგანდა მოსახლეობაში და მათი შეზღუდული მარაგების შექმნა ეპიდაფეთქებებისათვის;

დ) შავი ჭირი და ტულარემია – გათვალისწინებულია ბუნებრივი კერების სისტემატური ეპიზოოტოლოგიური და ეპიდემიოლოგიური კვლევა სეზონური საველე რაზმებით, ოპტიმალურ ვადებში, შედეგების ანალიზი და პროგნოზირება, სამედიცინო ქსელის პერიოდული ინფორმირება ქვეყანაში და მეზობელ სახელმწიფოებში მდგომარეობის შესახებ. სათანადო ჩვენებების დროს დერატიზაციის, დეზინსექციის და დეზინფექციის ჩატარება დასახლებულ პუნქტში. ხოლო ადამიანის დაავადების ან დაავადების შემოტანის შემთხვევაში საკარანტინო-სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებათა კომპლექსის განხორციელებაში მონაწილეობა, ყველა შემთხვევის კვლევა ადგილზე გასვლით, ეპიდსიტუაციის მიხედვით ანტიბიოტიკოპ-როფილაქტიკა სტანდარტის შესაბამისად;

ე) ვირუსული ჰეპატიტები – გათვალისწინებულია ორსულთა, კონტაქტირებულთა (ეპიდსიტუაციის მიხედვით) და სამედიცინო პერსონალის (მაღალი რისკის) შერჩევითი პილოტური სეროლოგიური გამოკვლევა, ეპიდაფეთქებების ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა ლაბორატორიული კვლევებით. B ჰეპატიტის გეგმური ვაქცინაცია;

ვ) წითელა, ყივანახველა, წითურა – იმუნიზაცია, პილოტურ ლაბორატორიულ კვლევაზე დაყრდნობით ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესება, აფეთქებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა-გაშიფვრა-დადასტურების შესაძლებლობის შექმნა;

ზ) მენინგოკოკური ინფექცია და სხვა მენინგიტები – ჯგუფური შემთხვევებისას კონტაქტირებულ პირთა ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მსუბუქი, წაშლილი ფორმებით დაავადებულთა გამოვლენისა და მკურნალობის მიზნით, ავადმყოფთა პილოტური ლაბორატორიული გამოკვლევა მენინგიტების ეტიოლოგიის, მათ შორის, ჰემოფილუსის გვარის მიკრობების ცირკულაციის დასადგენად ქვეყანაში, რაც საშუალებას მოგვცემს ამ დაავადების ვაქცინაციის დაწყებაზე რეკომენდაციების მოსამზადებლად; საეჭვო კულტურების საბოლოო იდენტიფიკაცია, ანტიბიოტიკომგრძნობელობის განსაზღვრა, ეპიდაფეთქებების ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა ადგილზე გასვლით. კონტაქტირებულთა პროფილაქტიკა სტანდარტის შესაბამისად;

თ) ჯილეხი – გათვალისწინებულია ჯილეხით დასენიანებაზე საეჭვო ობიექტებთან კონტაქტში მყოფ პირთა გამოკვლევა, აგრეთვე საეჭვო ავადმყოფთა ლაბორატორიული გამოკვლევა, ეპიდზედამხედველობა ლაბორატორიული კვლევის გამოყენებით არაკეთილ-საიმედო რეგიონებზე, სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების შემუშავება ცალკეული კერებისათვის და მათი წარდგენა მმართველობით ორგანოებში; ჯილეხზე საეჭვო კულტურების საბოლოო იდენტიფიკაცია და ტიპირება. მოსახლეობის გათვითცნობიერება ჯილეხის პროფილაქტიკის საკითხებში;

ი) ბრუცელოზი – რისკ-კონტინგენტების მიკრობიოლოგიური გამოკვლევა ეპიდჩვენებების მიხედვით, საჭიროებისას ადგილზე გასვლით. კერების ეპიდემიოლოგიური შესწავლა, სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი     ღონისძიებების შემუშავება ცალკეული კერებისათვის და მათი წარდგენა მმართველობით ორგანოებში. მოსახლეობის გათვითცნობიერება ბრუცელოზის პროფილაქტიკის საკითხებში;

კ) ბოტულიზმი – დაავადების ჯგუფური შემთხვევების ეპიდემიოლოგიური შესწავლა, ავადმყოფის მასალისა და ბოტულოტოქსინის შემცველობაზე საეჭვო პროდუქტების მიკრობიოლოგიური შესწავლა, ტოქსინის ტიპის დადგენა, რისკის ფაქტორების განსაზღვრა, მოსახლეობის გათვითცნობიერება ბოტულიზმის პროფილაქტიკის საკითხებში;

ლ) კონტაგიოზური ვირუსული ჰემორაგიული ცხელებები და ენცეფალიტები – საეჭვო ავადმყოფთა სისხლის სეროლოგიური გამოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო ღონისძიებათა კომპლექსის განხორციელებისათვის სამუშაო გეგმების მომზადება. ეკოსისტემებში ვირუსების ცირკულაციის შესწავლა მაღალი რისკის ტერიტორიების დადგენის მიზნით, დაუდგენელი ეთიოლოგიის ცხელებების და ეკზოტიური დაავადებების დიაგნოსტიკის შესაძლებლობის შექმნა;

მ) მალარია – ეპიდზედამხედველობა ანოფელოგენურ წყალსატევებზე (მუნიციპალური პროგრამების მხარდაჭერა), კერების შესწავლა, ეპიდჩვენებით ქიმიოპროფილაქტიკა; მოსახლეობის და მალარიაზე არაკეთილსაიმედო ქვეყნებში წამსვლელთა გათვითცნობიერება პროფილაქტიკის საკითხებში, სამედიცინო პერსონალის კომპეტენციის ამაღლება დაავადების დიაგნოსტიკაში და მართვაში; ეპიდჩვენებით სკრინინგული გამოკვლევები (სისხლის სქელი წვეთის და ნაცხის გამოკვლევა), კერების მიხედვით მიხედვით კოღოს საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაში მუნიციპალური პროგრამების მხარდაჭერა ინსექტიციდების შეზღუდული რაოდენობით მარაგის შექმნა;

ნ) ცოფი – ეპიდზედამხედველობა; ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების დანერგვა;

ო) გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები – ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესება პილოტური ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარებით, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა მიზანმიმართული წარმოებისათვის;

პ) სხვა ინფექციური და პარაზიტული დაავადებები – ეპიდზედამხედველობის და შემთხვევათა რეგისტრაციის და შეტყობინების სისტემის გაუმჯობესება ადგილობრივი სამსახურების ქმედითუნარიანობის და დაინტერესების გაზრდის გზით, ეპიდაფეთქებების ღრმა შესწავლა (ლაბორატორიული კვლევებით), საჭიროებისას ადგილზე გასვლით; პირველადი ეპიდსაწინააღმდეგო სპეციფიკური პროფილაქტიკის (მკურნალობის) საშუალებებით მუნიციპალური სამსახურების მხარდაჭერა, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში დახმარება;

ჟ) სამედიცინო პერსონალის კომპეტენციის ამაღლება – ინსტრუქციულ-მეთოდური დოკუმენტაციის გამრავლება, ტრენინგების, სემინარებისა და კონფერენციების ჩატარება ვიზუალური სასწავლო მასალის გამოყენებით;

რ) სოციალური მობილიზაცია. გამწვავებული ეპიდსიტუაციის შემთხვევაში ოპერატიული საგანმანათლებლო ლიტერატურის (ბროშურა, სამახსოვრო ფურცლები და სხვა) გამოცემა, პრესრელიზების, სტატიების, ტელერადიო გამოსვლების ორგანიზება მოსახლეობის პირადი ჰიგიენის და გადამდები დაავადებების ინდივიდუალური პროფილაქტიკის გაუმჯობესებისათვის;

ს) მალარიის ყველა შემთხვევის სისრულეში მოყვანა მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:

ს.ა) კლინიკური დიაგნოზის გაუმჯობესება;

ს.ბ) ლაბორატორიული დიაგნოსტიკის გაუმჯობესება;

ს.გ) ანტიმალარიული მედიკამენტებით კონტროლირებადი მკურნალობისა და პროფილაქტიკის ხელმისაწვდომობა:

ს.გ.ა) ცხელების ყველა შემთხვევა, როცა მალარიის ეჭვი არსებობს, ყურადღებით გამოკვლეული უნდა იქნეს (სისხლის სქელი წვეთი და ნაცხები უნდა გაისინჯოს რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებში);

ს.გ.ბ) გამოკვლევები ჩატარდება სამედიცინო სტანდარტის – სპეციალური სკრინინგული გამოკვლევა სხვა პროტოზოული დაავადებების და ჰელმინთოზების გამოსავლენად შესაბამისად (კოდი 7546);

ს.გ.გ) ყველა დადებითი პასუხის მქონე პრეპარატი უნდა გადამოწმდეს სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში ან დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულ ცენტრში, ხელმეორედ უნდა შემოწმდეს უარყოფითი პასუხის მქონე პრეპარატების 10 %. სულ სავარაუდოა 800 პრეპარატის გადამოწმება (მალარიაზე სქელი წვეთისა და ნაცხის მიკროსკოპირება). თითოეული მიკროსკოპირების კოდი–958;

ს.გ.დ) ლაბორატორიულად დადასტურებული მალარიის ყველა შემთხვევა სასურველია ჰოსპიტალიზირებულ იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა და მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს ქლოროქინით. პრიმაქინით მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს საავადმყო-ფოშიც და ბინაზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მალარიის ყველა შემთხვევის დროს უნდა ჩატარდეს რადიკალური მკურნალობა ქლოროქინისა და პრიმაქინის სრული კურსით (Plasmodium vivax-ით გამოწვეული მალარია გართულებების გარეშე (რადიკალური მკურნალობა);

ს.გ.ე) მკურნალობა უნდა იყოს პაციენტებისათვის უფასო და მასში უნდა შედიოდეს კონსულტაციაც. მკურნალობა ჩატარდება სამედიცინო სტანდარტების (Plasmodium vivax გამოწვეული მალარია გართულებების გარეშე (რადიკალური მკურნალობა) – კოდი 7544 და (Plasmodium vivax-ით გამოწვეული მალარია გართულებების გარეშე) კოდი 7545 შესაბამისად;

ს.გ.ვ) სეზონთაშორის პერიოდში მასიური რადიკალური მკურნალობა პრიმაქინით უნდა ჩატარდეს ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში მალარიის აქტიურ შემოსაზღვრულ კერებში, სადაც დაავადების აქტიური ტრანსმისია მოხდა მიმდინარე წელს და სადაც მოსალოდნელია მალარიის მნიშვნელოვანი აფეთქება მომავალ წელს;

ს.დ) მალარიის გადამტანების კონტროლი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ს.დ.ა) გადამტანი კოღოების რიცხობრიობის და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება სახლებში (ბინებში) ინსექტიციდების შესხურების შედეგად;

ს.დ.ბ) ბიოლოგიური კონტროლი – თევზ გამბუზიას გავრცელების გზით;

ს.დ.გ) სახლებში ინსექტიციდების მოსხურება არის მალარიის ეპიდემიის კონტროლის ეფექტური მეთოდი სახლებში მოსხურება უნდა გაკეთდეს მოსახლეობის დასაცავად იმ კერებში, სადაც მალარიის გადაცემა მოხდა წინა წლებში და მოსალოდნელია შემდგომ წლებშიც;

ს.დ.დ) საქართველოში მალარიის ტრანსმისია ხდება მაისის დასაწყისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ინსექტიციდების მოფრქვევა საჭიროა წელიწადში ორჯერ მაინც. უნდა მოხდეს ყველა შენობის და თავშესაფრის დამუშავება მალარიის კერებში, განსაკუთრებით იმ სახლების, რომლებიც ახლოს არიან იმ ადგილებთან, სადაც ხდება გადამტანის იმაგოს წინა ფაზების განვითარება;

ს.ე) შემთხვევების დროული გამოვლინება:

ს.ე.ა) მალარიის ყველა კერა ეპიდემიოლოგიურად უნდა იქნეს გამოკვლეული 1 კმ-ის რადიუსით და უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ;

ს.ე.ბ) რეგულარული ვიზიტებია საჭირო ოჯახებში, რათა გამოვლენილ იქნეს სიცხიანი პაციენტები ან პაციენტები, რომლებსაც უახლოეს წარსულში ჰქონდათ ცხელება. ამ ადამიანებს უნდა აეღოს სისხლი ადგილზე და გაისინჯოს უახლოეს ლაბორატორიაში. დადებითი პასუხის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს რადიკალური მკურნალობის სრული კურსი ქლოროქინით და პრიმაქინით. ეს ღონისძიება განსაკუთრებით ინტენსიურად უნდა ჩატარდეს ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, დედოფლისწყაროს, გარდაბნის და მარნეუ-ლის რაიონებში;

ს.ე.გ) მაღალ ენდემიურ ზონებში და აგრეთვე საზღვრის მახლობელ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური კონტროლი და პროფილაქტიკური ღონისძიებები განსაკუთრებით აქტიური უნდა იყოს. საჭიროა უფრო ხშირი ვიზიტები სახლებში მალარიის შემთხვევების აღმოსაჩენად ტრანსმისიის სეზონის დაწყებამდე;

ს.ე.დ) პროფილაქტიკისა და ეპიდემიის კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერება;

ს.ე.ე) დაავადების შემთხვევების მეთვალყურეობის სისტემის გაძლიერება;

ს.ე.ვ) მალარიის ყოველი შემთხვევა ეპიდემიოლოგიურად უნდა იქნეს გამოკვლეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრების თანამშრომლების მიერ. აღმოჩენილი ადგილობრივი შემთხვევები უნდა დარჩეს მეთვალყურეობის ქვეშ 2 წლის განმავლობაში და ნებისმიერი შემდგომი ცხელება საგულდაგულოდ უნდა იქნეს გამოკვლეული;

ს.ე.ზ) მალარიის ყოველი შემთხვევა მიკროსკოპულად უნდა დადასტურდეს და ეპიდემიოლოგიურად უნდა იქნეს გამოკვლეული;

ტ) მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს მალარიის შემთხვევების შემდეგ კატეგორიებად დაყოფას:

ტ.ა) შემთხვევები, რომლებიც შემოტანილია ქვეყნის საზღვრებს გარედან;

ტ.ბ) შემთხვევები, რომლებიც შემოტანილია საქართველოს სხვა რაიონებიდან;

ტ.გ) რეციდივი (ადრეული და შორეული);

ტ.დ) ადგილობრივი შემთხვევები;

ტ.დ.ა) ადგილობრივი შემთხვევებისათვის დამატებითი პარაზიტოლოგიური და ენტომოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს დაუყოვნებლივ, რასაც შემდგომში უნდა მოყვეს დაავადების კონტროლის სათანადო ღონისძიებების ჩატარება;

ტ.დ.ბ) სისხლის სქელი წვეთის და ნაცხების პრეპარატები ეპიდემიოლოგიურ მონაცემებთან ერთად უნდა გადაიგზავნოს ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნულ ცენტრში ან ს.ს „ვირსალაძის სახ. სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის ს/კ ინსტიტუტში“, რათა დადასტურდეს მალარიის დიაგნოზი;

ტ.დ.გ) სამედიცინო განათლება დაავადების შესახებ:

ტ.დ.გ.ა) მალარიის მაღალი რისკის ადგილებში დაავადების შესახებ საზოგადოების განათლების და ინფორმირების კამპანიაში რეკომენდებულია მასმედიის გამოყენება;

ტ.დ.გ.ბ) ეფექტურია ექიმების მიერ მალარიის შესახებ სათანადო ინფორმაციის მიწოდება პაციენტებისათვის – უნდა დარიგდეს სამახსოვროები, რომლებშიც მითითებული იქნება რადიკალური მკურნალობის აუცილებლობის და პრეპარატების მიღების წესები;

ტ.დ.გ.გ) მალარიის მიკროსკოპიული დიაგნოსტიკის ხარისხი პერიფერიებში ძალიან მწირია. საჭიროა მალარიის მიკროსკოპულ დიაგნოსტიკაში ტრეინინგის კურსების გაგრძელება. ამ კურსებზე ტრეინინგის შედეგად მომზადდებიან მიკროსკოპისტები.

    მუხლი 13. პროგრამაში მონაწილე დაწესებულებები და პროგრამის სამიზნე

1. სახელმწიფო სამედიცინო-პროფილაქტიკური პროგრამების განხორციელება ძირითადად ხასიათდება მოსახლეობის მაქსიმალური მოცვით, დროში განსაზღვრულობით (მ.შ. უწყვეტი წარმოება), სპეციალიზებული მომსახურებით (მ.შ. არასამედიცინო), „ტრადიციული” შემსრულებლების (სამედიცინო-პროფილაქტიკური ქსელი) ბაზისური სტრუქტურით, ეპიდსიტუაციის მდგომარეობით და სხვა. ფაქტობრივი ერთწლიანი პროფილაქტიკური პროგრამების განხორციელების მკაცრად შეზღუდული დრო, ოპტიმიზაციის პირობებში მყოფი სახელმწიფო სექტორები, ცვალებადი სამართლებრივი ბაზა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არაადეკვატურია ღონისძიებათა ეფექტური გატარების ხელშეწყობისათვის, ქმნის საშიშროებას დასახულ ღონისძიებათა მისაღებ დონეზე შესრულებისათვის. ე.ი. ობიექტურად არსებობს მაღალი რისკი სოციალურად აუცილებელი ღონისძიებების ვერგატარების, რომელსაც ვერ ხსნის მოქნილი მმართველობითი ქმედებანი, რამეთუ ქმედებანი თავისთავად ინერტული ბუნებისანი არიან. პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება პროგრამის მიხედვით ამ ეტაპზე განხორციელდება შემსრულებელთან ხელშეკრულების გაფორმებით, უპირატესად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” ( მუხლი 10, 3-დ); საჭიროების შემთხვევაში გატარდება ამ კანონით გათვალისწინებული სხვა პროცედუალური ქმედებანი მოთხოვნებისა და საშუალებების შესაბამისად.

2. პროგრამის მართვას ახორციელებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი. მონაწილე დაწესებულებებს წარმოადგენენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელი და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შერჩეული დაწესებულებები. ხოლო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მონაწილე დაწესებულებების შერჩევა განხორციელდება საქართველოს 2006 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 14. პროგრამის შესრულების ვადები

პროგრამის შესრულების ვადებია 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

    მუხლი 15. მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია:

ა) განსაკუთრებით საშიში და მათთან გათანაბრებული ინფექციების აღმოცენების ან შემოტანის დროული გამოვლენა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ოპერატიული დაგეგმვა-განხორციელება (ჯანდაცვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში);

ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ეპიდაფეთქებების ლოკალიზაციის ღონისძიებების ოპერატიული დაგეგმვა და განხორციელება პროგრამით განსაზღვრულ ფარგლებში;

გ) ინფექციური ავადობის აღრიცხვა-დადასტურების გაუმჯობესება;

დ) სამხარეო და ადგილობრივი ეპიდსაწინააღმდეგო სამსახურების ეფექტურობის გაზრდა, სპეციალისტთა მომზადების დონის გაუმჯობესება;

ე) ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების შემთხვევაში სადეზინფექციო ცენტრის მიერ სამხარეო და ადგილობრივი სპეციალიზებული სამსახურებისათვის დახმარების გაწევის შესაძლებლობა;

ვ) საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მალარიის კერების ელიმინაცია ან შეზღუდვა და მალარიის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილება.

    მუხლი 16. პროგრამის დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 700 900 ლარით შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ინფორმაციული სისტემების უზრუნველყოფის, ეპიდზედამხედველობისა

და ეპიდსიტუაციის მართვის პროგრამა

700 900

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

60 330

დამქირავებლიდან ანარიცხები

12 066

მივლინება

1 350

სხვა საქონელი და მომსახურება

578 254

კაპიტალური ხარჯები

48 900

1

ეპიდაფეთქების ლიკვიდაციის ხელშეწყობა (სტანდარტული დიაგნოსტიკა და მკურნალობა) – სამედიცინო მეთვალყურეობა და შეფასება ავადმყოფობათა და მგომარეობათა შესახებ ეჭვის დროს (კარდაკარ ჩამოვლა), დაავადებათა კონტროლი და პროფილაქტიკა ეპიდაფეთქების დროს. სპეციალური სკრინინგული გამოკვლევა ნაწლავური ინფექციების გამოსავლ ე ნად (ლაბორატორიული), ნაწლავურ ინფექციებთან კონტაქტი და შესაძლო ინფიცირება, სხვა გადამდებ დაავადებებთან კონტაქტი და შესაძლო ინფიცირება, დეზინფექცია დაავადების კერაში ეპიდაფეთქების დროს

8 000

სხვა საქონელი და მომსახურება

8 000

2

მალარიის სტანდარტული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, პარაზიტულ დაავადებათა პრევენცია – სპეციალური სკრინინგული გამოკვლევა სხვა პროტოზოული და დაავადებების და ჰელმინთოზების გამოსავლენად, მალარიაზე სქელი წვეთისა და ნაცხის მიკროსკოპირება, რადიკალური მკურნალობა, ქიმიოპროფილაქტიკა და სხვა დაზუსტებული პროფილაქტიკური ღონისძიებები

100 000

სხვა საქონელი და მომსახურება

100 000

3

რეგიონულ და ადგილობრივ (ქალაქი, რაიონი) დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციული სისტემების ფუნქციონირება (იმუნიზაცია, ეპიდზედამხედველობა, სამედიცინო სტატისტიკის წარმოება)

378 000

სხვა საქონელი და მომსახურება

378 000

4

სამთავრობო დაწესებულებში სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო ღონისძიებების ჩატარება ინფექციურ დავადებათა პირველადი კერების შესწავლას, ეპიდზედამხედველობის საწინააღმეგო ღონისძიებათა განხორციელებას პრეზიდენტის კანცელარიაში, პარლამენტსა და სხვა სამთავრობო დაწესებულებებში

15 000

სხვა საქონელი და მომსახურება

15 000

5

სადეზინფექციო საქმიანობის მიმდინარეობაზე ზედამხედველობა და მეთოდური ხელმძღვანელობა. ეპიდსიტუაციის გამწვავებისას კერაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების (დასკვნითი დეზინფექცია) ორგანიზაცია

15 000

სხვა საქონელი და მომსახურება

15 000

6

მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე (ეპიდაფეთქებებზე რეაგირება) – სემინარები, ტრეინინგები

88 900

6.1

ეპიდაფეთქებებზე რეაგირება – სემინარები, ტრეინინგები

20 820

6.2

მალარიაზე მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება ცენტრალურ დონეზე – სემინარები, ტრეინინგები

1 950

6.3

ეპიდკონტროლის განხორციელება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე – სემინარები, ტრეინინგები

3 000

6.4

სამედიცინო სტატისტიკის წარმოება ცენტრალურ დონეზე

7 230

6.5

სეზონური დაავადებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება(საინფორმაციო ბეჭდვითი მასალები)

7 000

სხვა საქონელი და მომსახურება

40 000

კაპიტალური ხარჯები

48 900

7

მედიკამენტების, რეაქტივებისა და რეაგენტების შეძენის ხარჯები

12 000

სხვა საქონელი და მომსახურება

12 000

8

სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებში სამედიცინო-საკარანტინო, პროფილაქტიკური ზედამხედველობის ჯგუფის ფუნქციონირება

84 000

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

60 330

დამქირავებლიდან ანარიცხები

12 066

მივლინება

1 350

სხვა საქონელი და მომსახურება

10 254

 

თავი IV. ეპილეფსიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა (შპს ეპილეფსიის კონტროლისა და პროფილაქტიკის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი)

    მუხლი 17. აქტუალობა

საქართველოში მცხოვრები სულ ცოტა 35-40 ათასი აქტიური ეპილეფსიით დაავადებული საჭიროებს ხანგრძლივ ანტიეპილეფსიურ მკურნალობასა და მუდმივ მეთვალყურეობას; 70-80 ათას ფიზიკურ პირს ეპილეფსია სიცოცხლის რომელიმე ეტაპზე აქვს გადატანილი და ისინი გულყრების განახლების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. საქართველოში სიღარიბის კატასტროფული მასშტაბები შეუძლებელს ხდის ეპილეფსიის სპეციფიკური პროფილაქტიკისა და მკურნალობის უზრუნველყოფას მხოლოდ პაციენტის შესაძლებლობებზე დაყრდნობით.

ეპილეფსია სოციალური ხასიათის პრობლემაა: სწორი მართვის პირობებში, სამედიცინო შედეგის თვალსაზრისით, შემთხვევათა 70-75% განკურნებადია, ხოლო 85-90%-ში შესაძლებელია ასეთი ადამიანების სოციალურად სრულყოფილ პიროვნებებად ფორმირება. ამდენად, აუცილებელია ეპილეფტოლოგიური სამსახურის სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოქცევა, პრობლემის სათანადო ფორმირება და მიზნობრივი მართვა.

    მუხლი 18. მიზანი

პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობაში ეპილეფსიის ავადობისა და დაავადებიანობის შემცირება, პრობლემის მართვა, დაავადებულთა და მათი ოჯახების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ეპილეფტოლოგიური სამსახურის ფორმირებისა და ფუნქციონირების გზით.

    მუხლი 19. პროგრამის ღონისძიებანი

პროგრამის ღონისძიებებია:

ა) პროფილაქტიკა;

ა.ა) საზოგადოების ინფორმირება (მ.შ მიზნობრივი ჯგუფები);

ა.ბ) ცჯწ-ს დანერგვის ხელშეწყობა მოსახლეობასა და მიზნობრივ ჯგუფებში ეპილეფსიით დაავადებულებისადმი უარყოფითი სოციალური დამოკიდებულების შესაცვლელად;

ა.გ) მეორადი პროფილაქტიკის მიზნით პჯდ-ს დონის სპეციალისტთა (ექიმი, ექთანი, ნევროლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი) მიზნობრივი ინფორმირება და სათანადო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;

ა.დ) რისკ-ჯგუფების ფორმირება და დიაგნოსტირება;

ბ) მკურნალობის ხელშეწყობა;

ბ.ა) ამბულატორიული;

ბ.ბ) მაღალტექნოლოგიურ სპეციალიზებულ დონეზე;

გ) რეაბილიტაციის ხელშეწყობა.;

გ.ა) ამბულატორიული მომსახურების ხელშეწყობა;

გ.ბ) სპეციალიზებული მომსახურების ხელშეწყობა;

გ.გ) სოციუმში ინტეგრაციის ხელშეწყობა ფსიქოსოციალური ასპექტებით;

გ.დ) საზოგადოების განათლება ეპილეფსიის საკითხებში;

დ) ეპიდზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა;

დ.ა) ეპიდზედამხედველობის სისტემის ფორმირება, დანერგვა-ამუშავება;

დ.ბ) ეპიდრეგისტრის გაფართოებული წარმოება;

ე) მკურნალობის ხარისხის მონიტორინგი;

ე.ა) მკურნალობის სქემების შემუშავება;

ე.ბ) მონიტორინგის ფორმების შემუშავება;

ე.გ) მათი დანერგვის ხელშეწყობა;

ვ) მონიტორინგი და პროცესის შეფასება;

ვ.ა) პროცესის დიფერენცირებული მონიტორინგი და შეფასება;

ვ.ბ) წინადადებების შემუშავება პრობლემის მართვის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

ზ) მართვის ორგანიზაციულ-სამართლებრივი სრულყოფა;

ზ.ა) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

    მუხლი 20. პროგრამაში მონაწილე დაწესებულებები და პროგრამის სამიზნე

1. პროგრამაში მონაწილე დაწესებულებაა შპს „ეპილეფსიის კონტროლისა და პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“.

2. სამიზნეა საქართველოს ეპილეფსიით დაავადე-ბული მოსახლეობა და რისკ-ჯგუფები.

    მუხლი 21. პროგრამის შესრულების ვადები

პროგრამის შესრულების ვადებია 2006 წლის 1 იან-ვრიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

    მუხლი 22. მოსალოდნელი შედეგები

პრობლემის მართვა, აღრიცხვიანობის გაუმჯობე-სება, დაავადებულთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება, დაავადებიანობის შემცირების ხელშეწყობა, დაავადე-ბულებისა და მათი ოჯახების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა, სიღარიბის პროფიალ-ქტიკა.

    მუხლი 23. დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი;

2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 200 000 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ეპილეფსიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროგრამა (შპს ეპილეფსიის კონტროლისა და პროფილაქტიკის სამეცნიერო -პრაქტიკული ცენტრი)

200 000

 

სხვა საქონელი და მომსახურება

200 000

1

პირველად პაციენტთა კონსულტირება და ინფორმირება (ეპილეფტოლოგი,ნეიროფსიქოლოგი და ერთჯერადი ეეგ გამოკვლევა) და შესაბამისის ინფორმირება შემდგომი ქცევების შესახებ; პჯდ-სა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დონეზე პირველადი და მეორადი პროფილაქტიკის მიზნით სპეციალისტთა (ექიმი, ექთანი, ნევროპათოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, პაციენტი, ოჯახის წევრი) მიზნობრივი, მეთოდური ინფორმირება და ტრენინგი; მკურნალობისა და პროფილაქტიკის (პჯდ-ს დონე) მეთვალყურეობის სქემების, შესაბამისი იმპლემენტაციის ხელშეწყობა; სოციუმში იმპლემენტაციის (ფსიქო-სოციალური ასპექტები) ხელშეწყობა (მიზნობრივი ჯგუფი - სკოლის პედაგოგები); ეპილეფსიის რეგისტრის წარმოება ცენტრალური და ადგილობრივი დონეებიდან სპეცმონაცემთა მიღება-დამუშავება, წინადადებების შემუშავება და შეფასება; 2005 წლის პროგრამის ანალიზი

200 000

 

სხვა საქონელი და მომსახურება

200 000

 

თავი V. პროგრამების მონიტორინგი და მართვის ხელშეწყობა

    მუხლი 24. აქტუალობა

„ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის” სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისათვის სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფა, როდესაც პროგრამის მართვის ხარჯები (საშემსრულებლო დონეზე) მიიმართება პროგრამების განხორციელების მონიტორინგის, მოცულობითი ანალიზის სამედიცინო, ეკონომიკურ-ორგანიზაციული და სამართლებლივი ასპექტების მიხედვით.

    მუხლი 25. მიზანი

პროგრამის მიზანია:

ა) ორგანიზაციულ-მმართველობით ღონისძიებათა ეფექტურობის გაზრდის მიზნით ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების (პრევენციული) განხორციელების ორგანიზაციისა და მართვის ხელშეწყობა;

ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების მომსახურება და შესაბამისად ხარჯიც (საშემსრულებლო დონეზე) მიიმართება პროგრამების განხორციელების მონიტორინგის, მოცულობითი ანალიზის სამედიცინო ეკონომიკურ-ორგანიზაციული, სამართლებლივი ასპექტების მიხედვით.

    მუხლი 26. პროგრამის ღონისძიებანი

პროგრამის ღონისძიებებია:

ა) „ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის” სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ორგანიზაციულ-მმართველობითი სისტემის ფუნქციონირება და განვითარება („ცენტრალურ“, „რეგიონულ” და „რაიონულ” დონეზე), სათანადო კომუნიკაციური უზრუნველყოფა;

ბ) ინფორმაციულ დონეზე ადგილობრივი და ცენტრალური საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროგრამების მოქმედების შეფასება და ერთიანი ანალიზი;

გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ორგანიზაციული სამუშოების წარმოება, ხელშეკრულებების შემუშავება-გაფორმება, საექსპერტო (მ. შ. აუდიტორული) მომსახურება-კონსულტირება;

დ) კომპიუტერული მომსახურების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

ე) „ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის” სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით საშემსრულებლო დონეზე ინსპექტირების (საინფორმაციო დონე) წარმოება, ადგილობრივ დონეზე (რაიონი, ქალაქი) პროგრამულ ღონისძიებათა გატარების შეფასება;

ვ) საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების ორგანიზაციულ-მეთოდური სამუშაოების გატარება რეგიონალურ და რაიონულ დონეზე, შესაბამისი ინფორმაციული უზრუნველყოფა;

ზ) ორგანიზაციულ-მმართველობითი სისტემის ფორმირება-განვითარება „ცენტრალურ”, დონეზე;

თ) „ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის” სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით ეკონომიკურ-სამართლებრივი, საორგანიზაციო, საბუღალტრო მიმართულებით საშემსრულებლო დონეზე მეთოდური სამუშაოების წარმოება ადგილებზე (რეგიონი, რაიონი) გასვლებით. ასევე სიტუაციური მდგომარეობის მიხედვით მივლინებების განხორციელება;

ი) „ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის და ეპიდკონტროლის” სახელმწიფო პროგრამის სატენდერო პროცედურების წარმოებისათვის საჭირო ხარჯებით უზრუნველყოფა;

კ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან ყოველთვიური თათბირების (ანგარიშების) მომზადების ორგანიზაცია;

ლ) რეგიონულ დონეზე კონფერენციების ორგანიზება;

მ) ყოველკვარტალური, წლიური ანალიტიკური სამუშაოების წარმოება პროგრამით განსაზღვრული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ;

ნ) ჯანდაცვის სისტემაში არსებული სამედიცინო შემოწმებისა და ექსპერტიზის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მონიტორინგის ხელშეწყობა;

ო) პროგრამის მართვისა და დანერგვის ხელშეწყობა სამხარეო დონეზე – სტანდარტი 7567 –რეგიონულ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება, სპეციალიზებული ანალიზი პროგრამული ფორმების მეშვეობით; რაიონული და უშუალოდ საშემსრულებლო დონეზე ინფორმაციული და პროგრამულ-ინფორმაციული სამუშაოების უზრუნველყოფა; ორგანიზაციულ-მმართველობითი სისტემის ფორმირება – განვითარება რეგიონულ დონეზე; ელექტრონული კავშირებით კავშირის უზრუნველყოფა.

    მუხლი 27. პროგრამაში მონაწილე დაწესებულებები და პროგრამის სამიზნე

1. მონაწილე დაწესებულებებს წარმოადგენენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელი და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შერჩეული დაწესებულებები.

2. პროგრამის სამიზნეა საქართველოს მოსახლეობა.

    მუხლი 28. პროგრამის შესრულების ვადები

პროგრამის შესრულების ვადებია 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე.

    მუხლი 29. მოსალოდნელი შედეგი

პროგრამის მოსალოდნელი შედეგია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის, რეგიონალური და რაიონული ცენტრების მიერ პროგრამების ჭრილში შესრულებული საორგანიზაციო, სამართლებრივ-ეკონომიკური, სამედიცინო სამუშაოების გარჩევა-ანალიზი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების შემდგომი დახვეწის მიზნით.

    მუხლი 30. დაფინანსება

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

2. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 327 000 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

პროგრამების მონიტორინგი და მართვის ხელშეწყობის ხარჯები

327 000

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

121 667

დამქირავებლიდან ანარიცხები

24 333

მივლინება

20 000

სხვა საქონელი და მომსახურება

161 000

1

პროგრამების განხორციელების ორგანიზაციისა და მართვის ხელშეწყობა , მონიტორინგი, სამედიცინო შემოწმებისა და ექსპერტიზის მონიტორინგის და ორგანიზაციული უზრუნველყოფის ჯგუფის ფუნქციონირება ცენტრალურ დონეზე;

264 660

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

121 667

დამქირავებლიდან ანარიცხები

24 333

მივლინება

20 000

სხვა საქონელი და მომსახურება

98 660

2

პროგრამების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოთა დამოწმება, ინსპექტირება რაიონულ, საქალაქო (სამხარეო) დონეზე

13 240

სხვა საქონელი და მომსახურება

13 240

3

– პროგრამების მართვისა და დანერგვის ხელშეწყობა სამხარეო დონეზე
– სტანდარტი № 7567: რეგიონულ დონეზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება, სპეციალიზებული ანალიზი პროგრამული ფორმების მეშვეობით; რაიონულ და უშუალოდ საშემსრულებლო დონეზე ინფორმაციული და პროგრამულ-ორგანიზაციული სამუშაოების უზრუნველყოფა;
– ორგანიზაციულ-მმართველობითი სისტემის ფორმირება-განვითარება რეგიონულ დონეზე; ელექტრონული კავშირებით კავშირის უზრუნველყოფა.

49 100

სხვა საქონელი და მომსახურება

49 100

 

დანართი 8ა

სახელმწიფო საზღვრებზე სამედიცინო-საკარანტინო, პროფილაქტიკური ზედამხედველობის განხორციელება

    მუხლი 1. აქტუალობა

1. მსოფლიოში ძალზე სწრაფად იზრდება ფრინველის გრიპის ვირუსის მხრივ არაკეთილსაიმედო ქვეყანათა რაოდენობა.

2. საქართველოს ახლომდებარეობა ეპიდკერასთან.

    მუხლი 2. მიზანი და ამოცანები

1. სახელმწიფო საზღვრებზე სამედიცინო-საკარანტინო, პროფილაქტიკური ზედამხედველობის განხორციელების მიზანია კომპლექსური სამედიცინო-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების გზით შეიქმნას ისეთი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების, მათ შორის, ფრინველის გრიპის ქვეყანაში შემოტანისა და გავრცელების თავიდან აცილებას.

2. სახელმწიფო საზღვრებზე სამედიცინო-საკარანტინო, პროფილაქტიკური ზედამხედველობის განხორციელების ამოცანებია:

ა) საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულ-სტრუქტურული სისტემების შექმნა ქვეყნის მასშტაბით;

ბ) მოსახლეობაში საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სამედიცინო-ეპიდსაწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება;

გ) პროგრამის მოცვის ფარგლებში ქმედითი სექტორალური ურთიერთობების განვითარება და უწყებათაშორის კოორდინაციას;

დ) სამედიცინო-საკარანტინო, პროფილაქტიკური კონტროლის განხორციელება;

ე) მოსახლეობისა და განსაკუთრებული რისკის ჯგუფების საგანმანათლებლო-საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურება;

ვ) ქვეყნის სასაზღვრო და საბაჟო ზოლში დასაქმებული პირთათვის ტრეინინგების ჩატარება საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების საკითხებთან დაკავშირებით.

    მუხლი 3. შედეგების შეფასების ძირითადი კრიტერიუმები

შედეგების შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია:

ა) მომზადებულ ტრენერთა რაოდენობა და მათი ჩართვის ხარისხი პროგრამის მიმდინარეობაში;

ბ) მოსახლეობისათვის პრაქტიკული დახმარება და ერთწლიანი დინამიკური დაკვირვების საბოლოო შედეგები;

გ) საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების მიმართ მოსახლეობის ინფორმირების ხარისხი;

დ) საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება და დინამიკური ეპიდზედამხედველობის ხარისხი.

    მუხლი 4. სიტუაციის შეფასება

1. სიტუაცია არსებულ მომენტში უაღრესად არაკეთილსაიმედოა.

2. სიტუაცია პერსპექტივაში – საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების, მათ შორის, ფრინველის გრიპის ვირუსის მიმართ არაკეთილსაიმედო ქვენებზე მონიტორინგის დაწესება.

    მუხლი 5. ხელშემწყობი და ხელშემშლელი პირობები

1. სახელმწიფო საზღვრებზე სამედიცინო-საკარანტინო, პროფილაქტიკური ზედამხედველობის განხორციელების ხელშემწყობი პირობებია:

ა) პრობლემის აქტუალობა;

ბ) ქვეყნის სიახლოვე ინფექციის ეპიდკერასთან;

გ) საერთაშორისო მდგომარეობა;

დ) სამედიცინო-საკარანტინო, პროფილაქტიკური კონტროლის სამსახურის სრულყოფილი ქსელი.

2. სახელმწიფო საზღვრებზე სამედიცინო-საკარანტინო, პროფილაქტიკური ზედამხედველობის განხორციელების ხელშემშლელი პირობებია:

ა) არასრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსები;

ბ) საინფორმაციო ბაზის არარსებობა.

    მუხლი 6. მართვა

1. პროგრამას მართვას ახორციელებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი.

2. პროგრამის ძირითადი შემსრულებელია სამედიცინო-საკარანტინო ზედამხედველობის ჯგუფი.

3. პროგრამის შესრულებაში მონაწილეობას ღებულობენ სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტებში დასაქმებული სამსახურების წარმომადგენლები და შესაბამისი რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები.

4. ხელშეკრულებები გაფორმდება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებთან.

5. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე არსებული ჯგუფები განისაზღვრება შემდეგნაირად:

    მუხლი 7. ღონისძიებები

სახელმწიფო საზღვრებზე სამედიცინო-საკარანტინო, პროფილაქტიკური ზედამხედველობის განხორციელების ღონისძიებებია:

ა) პროგრამის შესრულებაში მონაწილეთათვის სამსახურებრივი ინსტრუქტაჟის ჩატარება;

ბ) საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების მხრივ არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან შემოსულ მგზავრებზე, საერთაშორისო მიმოსვლის სატრანსპორტო საშუალებებზე, ეკიპაჟის წევრებზე და ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიშ იმპორტირებულ ტვირთებზე უწყვეტი სამედიცინო საკარანტინო კონტროლის განხორციელება;

გ) საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციით დაავადებულის ან მასზე საეჭვო პირის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება;

დ) საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება და მონიტორინგის განხორციელება.

    მუხლი 8. ხარჯთა ნუსხა

სახელმწიფო საზღვრებზე სამედიცინო-საკარანტინო, პროფილაქტიკური ზედამხედველობის განხორციელების ფინასური უზრუნველყოფა ხდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

დასახელება

თანამდებობრივი სარგო

რაოდენობა

თანხა 1 თვე

თანხა 3 თვე

სულ

 

 

 

26 692

84 000

მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა

 

49

 

 

 

 

კოორდინატორი

550

1

 

 

ჯგუფის უფროსი

500

4

 

 

 

 

მთავარი სპეციალისტი

400

41

 

 

 

 

სპეციალისტი

320

3

 

 

 

 

1

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

 

 

 

20 110

60330

2

დამქირავებლიდან ანარიცხები

 

 

 

4022

12066

3

მივლინება

 

 

 

450

1350

4

სხვა საქონელი და მომსახურება

 

 

 

2110

10254

4,1

სატრანსპორტი ხარჯი

 

 

 

840

2520

4,2

ოფისის ხარჯი

 

 

 

1000

3000

4,3

კომუნალური ხარჯი

 

 

 

270

810

4,4

სპეცტანსაცმელი (16), უნიფორმა (70), ნიღაბი (200)

 

 

 

 

 

3500

4,5

პირველადი დახმარების სამედიცინო საშუალებები

 

 

 

 

 

424

I

სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებში სამედიცინო-საკარანტინო ზედამხედველობის ჯგუფი

 

 

 

4 468

17 328

მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა

 

4

 

 

 

 

კოორდინატორი

550

1

 

 

 

 

მთავარი სპეციალისტი

400

1

 

 

 

 

სპეციალისტი

320

2

 

 

 

 

1

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

 

 

 

1 590

4770

2

დამქირავებლიდან ანარიცხები

 

 

 

318

954

3

მივლინება

 

 

 

450

1350

4

სხვა საქონელი და მომსახურება

 

 

 

2110

10254

4,1

სატრანსპორტი ხარჯი

 

 

 

840

2520

4,2

ოფისის ხარჯი

 

 

 

1000

3000

4,3

კომუნალური ხარჯი

 

 

 

270

810

4,4

სპეცტანსაცმელი (16), უნიფორმა (50), აერწინაღი (200)

 

 

 

 

 

3500

4,5

პირველადი დახმარების სამედიცინო საშუალებები

 

 

 

 

 

424

II

საჰაერო ტრანსპორტზე სამედიცინო-საკარანტინო კონტროლის ჯგუფი (თბილისის აეროპორტი)

 

 

 

3 000

9 000

მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა

 

6

 

 

 

 

ჯგუფის უფროსი

500

1

 

 

 

 

მთავარი სპეციალისტი

400

5

 

 

 

 

1

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

 

 

 

2 500

7500

2

დამქირავებლიდან ანარიცხები

 

 

 

500

1500

III

აჭარის სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის ჯგუფი

 

 

 

3 960

11 880

მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა

 

8

 

 

 

 

ჯგუფის უფროსი

500

1

 

 

 

 

მთავარი სპეციალისტი– სარფი

400

4

 

 

 

 

მთავარი სპეციალისტი– სანაოსნო

400

3

 

 

 

 

1

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

 

 

 

3 300

9900

2

დამქირავებლიდან ანარიცხები

 

 

 

660

1980

IV

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო-საკარანტინო კონტროლის ჯგუფი

 

 

 

2 184

6 552

მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა

 

4

 

 

 

 

ჯგუფის უფროსი

500

1

 

 

 

 

მთავარი სპეციალისტი– ფოთის პორტი

500

2

 

 

 

 

სპეციალისტი – ფოთის პორტი

320

1

 

 

 

 

1

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

 

 

 

1 820

5460

2

დამქირავებლიდან ანარიცხები

 

 

 

364

1092

V

აღმოსავლეთ საქართველოს სამედიცინო-საკარანტინო კონტროლის ჯგუფი

 

 

 

13 080

39 240

მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა

 

27

 

 

 

 

ჯგუფის უფროსი

500

1

 

 

 

 

მთავარი სპეციალისტი– გარდაბანი-სადახლო

400

4

 

 

 

 

მთავარი სპეციალისტი– გეგუთი

400

4

 

 

 

 

მთავარი სპეციალისტი– წითელი ხიდი

400

4

 

 

 

 

მთავარი სპეციალისტი– ლარსი

400

4

 

 

 

 

მთავარი სპეციალისტი– ვალე

400

4

 

 

 

 

მთავარი სპეციალისტი– ნინოწმინდა

400

2

 

 

 

 

მთავარი სპეციალისტი– ლაგოდეხი

400

4

 

 

 

 

1

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

 

 

 

10 900

32700

2

დამქირავებლიდან ანარიცხები

 

 

 

2180

6540

 

 

 

 

 

 

 

დანართი №9

საქართველოში მცხოვრებ ომის ვეტერანთა სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამა (ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ბაზაზე)

თავი I. საქართველოში მცხოვრებ ომის ვეტერანთა სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

    მუხლი 1. პროგრამის აქტუალობა

მოქმედი კანონმდებლობით, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები 60 წლის მანძილზე სხვა სოციალურ პრივილეგიებთან ერთად სარგებლობდნენ უფასო სამედიცინო დახმარებით, რომლის უზრუნველსაყოფად შექმნილი იყო ომის ვეტერანთა სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის ერთიანი სისტემა. აღნიშნული კონტინგენტი რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების პოლიკლინიკებში, აფთიაქების ქსელში, მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმყოფებოდნენ აღრიცხვაზე. ყოველწლიურად მათზე მიმაგრებული ექიმ-ორგანიზატორების ხელმძღვანელობით უტარდებოდათ კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით მათ უტარდებოდათ სამკურნალო გამაჯანსაღებელი ღონისძიებები პოლიკლინიკებში, კვლევით ინსტიტუტებში, ჰოსპიტალში და სანატორიუმებში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს, როგორც პროგრამის შემქმნელს, შემსრულებელს და მაკონტროლებელს ფაქტობრივად არა აქვს სრულყოფილი დაფინანსება ვეტერანთა სამედიცინო მომსახურეობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოში მცხოვრები II მსოფლიო ომის ვეტერანების, საქართველოს თავისუფლებისათვის და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანების სამედიცინო მომსახურება აუცილებელია შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც II მსოფლიო ომის ვეტერანებს, ასევე სხვა სახელმწიფო ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, საქართველოს თავისუფლებისათვის და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანებს შორის უმეტესობა წარმოადგენს ინვალიდებს. II მსოფლიო ომის ვეტერანებს და ინვალიდებს, გარდა ძველი ჭრილობებისა, თანდართული აქვთ ქრონიკული დაავადებები, ახალგაზრდებს კი მძიმე ფიზიკურ ტრავმებთან ერთად (ამპუტირებული კიდურები) აღენიშნებათ მძიმე ფსიქოემოციური ტრავმები. ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მოხუცი ვეტერანები აღმოჩნდენ უმძიმეს მდგომარეობაში, არასაკმარისი საპენსიო ანაზღაურების გამო, რომელიც ხშირ შემთხვევაში კვებაზეც კი არ ჰყოფნით. ახალგაზრდა ომის ვეტერანები, რომლის მნიშველოვანი ნაწილი დასახიჩრებულია, ხშირ შემთხვევაში ვერ პოულობენ მათვის შესაბამის სამსახურს და, აქედან გამომდინარე, იმავე მდგომარეობაში არიან, როგორც მოხუცი ვეტერანები. დაბალი ფინანსური შემოსავლების გამო ვეტერანებს უჭირთ თავისივე მკურნალობის დაფინანსება როგორც სტაციონარში, ასევე ამბულატორიაში. ელემენტარულად პირველადი დახმარების მედიკამენტების შეძენის საშუალებაც კი არა აქვთ; უსახსროდ და სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენილი ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ასახავს სტატისტიკური მონაცემები. აღნიშნული კონტინგენტის რაოდენობა სავარაუდოდ აღემატება 65 000 ადამიანს (ვეტერანები მათი ოჯახის წევრების ჩათვლით).

    მუხლი 2. მიზანი

პროგრამის მიზანია ომის ვეტერანების სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დახმარება.

    მუხლი 4. ამოცანა

პროგრამის ამოცანაა ომის ვეტერანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

თავი II. ამბულატორიული სამკურნალო-პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარება

    მუხლი 5. აქტუალობა

ამჟამად მწვავედ დგას ომის ვეტერანათა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო მომსახურების და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსების საკითხი, რადგან აღნიშნული კონტინგენტი ერთ-ერთი დაბალი ანაზღაურების ფენაა, ვერ უზრუნველყოფს თვითონ პრობლემების გადაჭრას სამედიცინო და სოციალურ სფეროში. გარდა ამისა, გამოირჩევა ხშირი და მრავალპროფილიანი ავადობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობის ეს ფენა გამოირჩევა მაღალი სიკვდილიანობით, რასაც ადასტურებს სტატისტიკა.

ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკისა და სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ქვეყანაში მაღალი ხარჯთეფექტურობისა და საყოველთაო ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით პირველადი ჯანდაცვა აღიარებულ იქნა პრიორიტეტად.

პროგრამა ითვალისწინებს საქართველოში ომის ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების უფასო (შეღავათიან) ამბულატორიულ დახმარებას.

ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის პოლიკლინიკაში განხორციელდება ომის ვეტერანების დაავადებათა კონტროლი, გართულებების თავიდან აცილება, ქრონიკული დაავადებების მართვა (განსაკუთრებით მოხუც ვეტერანებში). მოხუცი ვეტერანები გამოირჩევიან მრავალპროფილური დაავადებებით და გართულებებით. გარდა ამისა, ვეტერანები დაავადებულნი არიან ომთან დაკავშირებული დაავადებებით, როგორებიცაა: სხვადასხვა ტრავმების შემდგომი მდგომარეობით, თავის ქალის ტრავმის შემდგომი მდგომარეობით, კონტუზია, ამპუტაციების შემდგომი მდგომარეობები და სხვა.

პროგრამით განხორციელდება ქრონიკული დაავადებების მართვა, ისეთების, როგორიცაა: გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა, პარკინსონის დაავადება, პროსტატის ადენომა და სხვა.

აგრეთვე, გათვალისწინებულ იქნება კლინიკო-დიაგნოსტიკური გამოკვლევები, კლინიკური და ბიოქიმიური ლაბორატორიული გამოკვლევები, ინსტრუმენტალური გამოკვლევები.

    მუხლი 6. მართვა და მონიტორინგი

ამბულატორიული სამკურნალო-პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარების განხორციელებაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.

    მუხლი 7. მიზანი და ამოცანები

1. ამბულატორიული სამკურნალო-პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარების მიზანია ომის ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების უფასო ამბულატორიული სამკურნალო პროფილაქტიკური დახმარება.

2. ამბულატორიული სამკურნალო-პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარების ამოცანებია:

ა) პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებების განხორციელება დაავადებებისა და მათი გართულებების მიმართ;

ბ) სამედიცინო დახმარების მაქსიმალური მოცულობის მიწოდება ომის ვეტერანებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის;

გ) სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროგრამის ფარგლებში არსებულ შეღავათებზე;

დ) დაავადებათა კონტროლი, დიაგნოსტიკა და პრევენცია.

თავი III. სტაციონარული სამკურნალო - დიაგნოსტიკური დახმარება

    მუხლი 8. მიზანი და ამოცანები

1. სტაციონარული სამკურნალო-დიაგნოსტიკური დახმარების მიზანია ომის ვეტერანების სტაციონარული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.

2. სტაციონარული სამკურნალო-დიაგნოსტიკური დახმარების ამოცანებია:

ა) ომის ვეტერანებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა და ნოზოოლოგიების მართვა ჰოსპიტლის ფარგლებში და ბინაზე;

ბ) მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

გ) სამკურნალო კვებით უზრუნველყოფა;

დ) კონსულტაციების ჩატარება ბინაზე;

ე) ავადმყოფის გადმოყვანა სტაციონარში (საჭიროების შემთხვევაში).

    მუხლი 9. ღონისძიებები

სტაციონარული სამედიცინო დახმარება განხორციელდება ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის სამკურნალო დიაგნოსტიკური განყოფილებებისა და კაბინეტების მიერ. სამედიცინო დახმარება განხორციელდება ქირურგიული და თერაპიული პროფილის განყოფილებებით. მკურნალობის პროცესში შედის სამკურნალო კვება.

    მუხლი 10. დაფინანსება

1. ერთი საწოლიდღის ღირებულება განისაზღვრება 4,8 ლარით, ხოლო ერთი ავადმყოფის ამბულატორიული მიღება – 1,5 ლარით.

2. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.

3. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 450 000 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

 თვეში

წელიწადში სულ

შრომის ანაზღაურება

 

225 000

ხელფასი

 

187 500

დამქირავებლიდან ანარიცხები

 

37 500

 

 

 

სხვა საქონელი და მომსახურება

 

225 000

ოფისის ხარჯები

 

30 000

კომუნალური ხარჯები

 

63 000

კვება

 

50 000

მედიკამენტები, სამ. მასალა, რეაქტივები, სხვა

 

68 000

ტრანსპორტი და ტექნიკის შენახვის ხარჯები

 

9 920

სხვა ხარჯები

 

4 080

სულ

 

450 000