„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №20 |
|
2025 წლის 24 იანვარი ქ. თბილისი |
1. მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტი;“.
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:
„უ) ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი.“.
3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14
ქიმიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობისა და სამედიცინო სტანდარტების ფარგლებში, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად, ქიმიური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნისა და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ექსპერტიზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ქიმიური ექსპერტიზების დარგში.“.
4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:
„მუხლი 141
ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობისა და სამედიცინო სტანდარტების ფარგლებში, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად, ნარკოლოგიური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნისა და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ექსპერტიზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ნარკოლოგიური ექსპერტიზების დარგში.“.
5. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20
დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული, სამედიცინო, ჰისტოლოგიური, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნისა და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ექსპერტიზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სამედიცინო, ჰისტოლოგიური, საინჟინრო, სასაქონლო, ფინანსური და ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზების დარგში.“.
6. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21
აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად, სამედიცინო, ჰისტოლოგიური, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზების ჩატარება და შესაბამისი დასკვნისა და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტის გაცემა;
ბ) გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების, მოსამართლის განჩინების/დადგენილების, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ექსპერტიზების ჩატარება;
გ) სამეცნიერო და მეთოდური მუშაობა, გამოკვლევათა სრულყოფა და ახალი მეთოდების დანერგვა;
დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სამედიცინო, ჰისტოლოგიური, ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული, საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზების დარგში.“.
|