“ზესტაფონის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფიძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლოებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 მარტის №122 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№299
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.008.461
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 57, 26/04/2006

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.461

საქართველოსგანათლებისადამეცნიერებისმინისტრის

ბრძანება №299

2006 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

,,ზესტაფონისპროფესიულისასწავლებლისსაჯაროსამართლისიურიდიულპირადდაფუძნებისადამისიწესდებისდამტკიცებისშესახებ“ საქართველოსგანათლებისადამეცნიერებისმინისტრის 2005 წლის     24 მარტის№122 ბრძანებაშიცვლილებებისადადამატებებისშეტანისშესახებ

,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ზესტაფონის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 24 მარტის №122 ბრძანებით (სსმ III, 4.04.05, №38, მუხ. 388) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზესტაფონის პროფესიული სასწავლებლის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ამოღებული იქნეს წესდების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი;

ბ) წესდების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვე-პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) თეორიულ სწავლებას (სპეციალური საგნების სწავლებას);“;

გ) წესდების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. სასწავლებელში პროფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დირექტორის ადმინისტრაციულ-სა-მართლებრივი აქტით, შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები.“;

დ) წესდებას დაემატოს მე-17 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 17. გარდამავალი დებულებანი

იმ მოსწავლეებზე, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის დასასრულამდე აითვისებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს და დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლებელი უფლებამოსილია გასცეს დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია