📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2025
ძალის დაკარგვა 30.01.2026
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.161.016603 397
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 03/02/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
589 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2025 მიღება
30.01.2026 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
03.02.2025
29.01.2026
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2025 წლის 31 იანვარი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქ. გარდაბნის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის  შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №3 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 01/02/2024, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.161.016569). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ გედეხაური დანართი №1 გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. გარდაბნის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMGXItLXCXK, სადაც: ა) CN  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG  არის ქ. გარდაბნის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის სიდიდეც უდრის 0,52-ს; გ) ItL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.2-ს; გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1.0-ს;   გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K  არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მინიმალური ოდენობა უდრის 20-ს. მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 90-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გარდაბნის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ItL C K CN (ლარი) ცენტრალური ზონა     0,52  1.2  0.24 90 13,4784 შუალედური ზონა 0,52  1.0  0.24 90  11,232 პერიფერიული ზონა   0.52  0.8  0.24 90 8,9856 3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5.616 ლარს. 4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5.616 ლარს. 5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7.8624 ლარს.  დანართი №2 ქ. გარდაბნის ტერიტორიის ზონირება  ქ. გარდაბნის ზონების აღწერა  ლოკალური ტერიტორიული ინდექსი LtL ცენტრალური ზონა ცენტრალური ზონა: დავით აღმაშენებლის ქუჩა  1.2 შუალედური ზონა შუალედური ზონა: ქეთევან წამებულის ქუჩა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა, ლადო ასათიანის ქუჩა, ს. ვურგუნის ქუჩა, გორკის ქუჩა, 9 აპრილის ქუჩა, სადგურის ქუჩა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე, კოლმეურნის ქუჩა ლადო ასათიანის ქუჩის გადაკვეთამდე, სიხნოს ქუჩა ვურგუნის ქუჩის გადაკვეთამდე. ბაქოს ქუჩა, კომისრების ქუჩა, გენადი ხარძიანის ქუჩა გორკის ქუჩის გადაკვეთამდე, სადგურის და დ. აღმაშენებლის ჩიხი 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთამდე.  1.0 პერიფერიული ზონა პერიფერიული ზონა: გამარჯვების ქუჩა, ნიზამის ქუჩა, კოსმონავტების ქუჩა, კონსტიტუციის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, თბილწყაროს დასახლება, მე-7 ქარხნის დასახლება, თბილსრესის დასახლება, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, 9 აპრილის ქუჩის ჩიხი, 9 აპრილის ქუჩის II ჩიხი, ქვემო კაპანახჩის დასახლება, ლელაშხას დასახლება და სხვა.  0.8