სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 9 25 00000044
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №REG 9 25 00000044

2025 წლის 17 იანვარი 

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის  N01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, :

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2010 წლის 31 დეკემბრის N1056/ო ბრძანება, შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს კარდიოლოგიურ კლინიკა „გული-ზუგდიდიზე“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას ქუჩა N 30) გაცემული „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა N001960).

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

4.  ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს ,,კარდიოლოგიური კლინიკა გულის'' (ს/კ 206048533) გენერალური დირექტორის, ანზორ მელიას განცხადებები: N17106, 13.01.2025წ; N9787, 13.01.2025წ; N21639, 14.01.2025წ.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                       ლეილა ქოჩიაშვილ