საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.02.2025
ძალაში შესვლა 11.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017303 55
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 20/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს
თავდაცვის
მინისტრის
ბრძანება №19
2025 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 11 მარტიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეული დავალებებით.
3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებები
დეპარტამენტის უფლებამოსილებებია:
ა) წარმართოს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ბ) უზრუნველყოს/კოორდინაცია გაუწიოს სამინისტროს მიერ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა (შემდგომ - ნატო) და მის ქვესტრუქტურებთან თანამშრომლობას, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს ერთი მხრივ, ევროკავშირის და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის კოორდინაცია;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების საქმიანობის წარმართვა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ უცხოეთის შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვების) სამართლებრივი უზრუნველყოფა, აგრეთვე სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროში სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან და უწყებებიდან შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მოამზადოს სათანადო დასკვნები და რეკომენდაციები.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ნატოში ინტეგრაციის სამმართველო:
ა.ა) ნატოსთან თანამშრომლობის განყოფილება;
ა.ბ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის უზრუნველყოფის განყოფილება;
ა.გ) ნატოსა და ევროკავშირში სამოქალაქო წარმომადგენლის აპარატი;
ბ) ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო;
გ) საერთაშორისო სამართლის სამმართველო.
2. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს პოლიტიკის წარმართვა ნატოში ინტეგრაციის კუთხით;
ბ) ნატოსთან ურთიერთობების წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების შემუშვება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება, ნატოსთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატოსთან თანამშრომლობის პროგრამების, გეგმების, სხვა ფორმატების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ე) ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრმლობით;
ვ) თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტების ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ნატოსთან არსებული მექნიზმების ეფექტურად წარმართვისა და ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ნატოს ეგიდით სამშვიდობო ოპერაციებში/საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;
კ) ნატოსა და ევროკავშირში სამინისტროს წარმომადგენლისა და მისი აპარატის საქმიანობის წარმართვა, ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოსთან კოორდინაციით, კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების პროცესის მონიტორინგი, კოორდინაცია და შეფასება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების პროცესის შესახებ ანგარიშებისა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
ო) ნატოს ძირითად ჯგუფთან თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
პ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების ლიდერებთან (ქართული და უცხოური მხარე) თანამშრომლობის წარმართვა;
ჟ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლობებთან, ნატოს სამოკავშირეო ოფისთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
რ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ვიზიტების ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამინისტროსა და მასში შემავალი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირში სამინისტროს წარმოდგენა;
ტ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისა და პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების ხელშეწყობა;
უ) ნატოსა და ევროკავშირთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გეგმების/მექნიზმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ფ) ნატოსა და ევროკავშირთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი სფეროების ათვისების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
ქ) ნატოსა და ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების სხდომებზე დასწრება და ანგარიშების მომზადება;
ღ) ნატოსა და ევროკავშირში არსებული სამშვიდობო ოპერაციების სამსახურებთან რეგულარული და მჭიდრო მუშაობა თანამშრომლობის სხვადასხვა გზების მოძიების მიზნით;
ყ) ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით;
შ) ნატოსა და ევროკავშირში სამხედრო-პოლიტიკური მიმართულების ფარგლებში წლის განმავლობაში ჩატარებულ კონფერენციებზე, სამუშაო შეხვედრებსა და პრეზენტაციებზე დასწრება, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და სამინისტროში გადაგზავნა;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის წარმოება ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით;
ც) კომპეტენციის ფარგლებში, საპროტოკოლო საქმიანობის წარმოება – ნატოსა და ევროკავშირში სამინისტროს დელეგაციების ვიზიტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა (საინფორმაციო მასალების, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკისა და რეკომენდაციების მომზადება); ნატოსა და ევროკავშირში სამსახურებრივი მივლინებით მყოფი სამინისტროს მოსამსახურეებისათვის კოორდინაციის გაწევა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა;
ძ) ხელმძღვნელობასთან შეთანხმებით, კომპეტენციის ფარგლებში ოფიციალურ ღონისძიებებზე დასწრება და მიღებების მოწყობა;
წ) ფინანსური ანგარიშვალდებულების შესრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის:
ა) „ა“-„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ნატოსთან თანამშრომლობის განყოფილება;
ბ) „ლ“-„რ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) „ს“-„წ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ნატოსა და ევროკავშირში სამოქალაქო წარმომადგენლის აპარატი.
4. ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს პოლიტიკის წარმართვა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება თავდაცვის სამინისტროს, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან ასოცირების შეთანხმებით, ასოცირების დღის წესრიგით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესის კოორდინაცია, მონიტორინგი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში სამოქალაქო პერსონალის მონაწილეობის კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ევროკავშირთან არსებული მექნიზმების ეფექტურად წარმართვისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორთისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია, თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამინისტროს პოლიტიკის წარმართვა;
თ) ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროგრამების, გეგმების, მექანიზმების შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სხვა, საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული, ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით.
5. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ უცხოეთის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთარობო ორგანიზაციასთან დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვების) პროექტების მომზადება, მათი გაფორმების და/ან მათთან შეერთების, ასევე მათი შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებების შემუშავება და კანონმდებლობის შესაბამისად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება;
ბ) უწყებებიდან შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში მომზადებული, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა თავდაცვის სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების პროცესში მონაწილეობა და შესრულების პროცესის კოორდინაცია;
ე) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში უცხო სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებისა და სამხედრო/სამოქალაქო წარმომადგენლობებთან ურთიერთობაში მონაწილეობა;
ვ) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) მართავს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;
დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის პროფესიული საჯარო მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
თ) წარადგენს შუამდგომლობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ი) ანგარიშს აბარებს მინისტრის შესაბამის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დავალებებსა და მითითებებს აძლევს სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელს;
მ) ახორციელებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც თანამდებობაზე მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;
დ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;
ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას.
6. სამმართველოს/განყოფილებას ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების უფროსი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობას;
ბ) ახორციელებს სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს/განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
7. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს და ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსებს ჰყავთ თითო-თითო მოადგილე.
8. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ახორციელებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად სამმართველოს უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, საჭიროების გათვალისწინებით, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.
9. სამმართველოს უფროსის მოადგილე მისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
გ) მონაწილეობს სამმართველოში შემოსული მასალების განაწილებაში;
დ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებლია სამმართველოს უფროსის წინაშე;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.