შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2025
ძალაში შესვლა 01.04.2025
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016197 130
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 27/02/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების წესის დამტკიცება შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დამტკიცების შესახებ „იახტების უსაფრთხოების წესები და ტექნიკური სტანდარტების“ დამტკიცების შესახებ შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალისა და დასაშვები კონცენტრაციის, ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტირებისა და წყაროს წყლებისა და ნატურალური მინერალური წყლების დამუშავებისთვის ოზონით გამდიდრებული ჰაერის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№71
2025 წლის 26 თებერვალი
ქ. ბათუმი
შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 დეკემბრის №451 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.
შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნები
№
სამაშველო აღჭურვილობის ჩამონათვალი
სიგრძით
Lн ≤ 6 m
(რაოდენობა)
სიგრძით
6 < Lн≤ 12 m
(რაოდენობა)
სიგრძით
Lн > 12 m
(რაოდენობა)
არათვითმავალი
(რაოდენობა)
1
სამაშველო ჟილეტი
სასტვენითა და განათებით
ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის
ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის
ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის
ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის
2
მოტივტივე რეზინის რგოლი სამაშველო ბაგირით არანაკლებ 15მ სიგრძის
1*1
არ მოეთხოვება
არ მოეთხოვება
არ მოეთხოვება
3
სამაშველო რგოლი მოტივტივე ბაგირით არანაკლებ 15მ სიგრძის
არ მოეთხოვება
1
2
1
4
ნიჩაბი (ან სხვა ნიჩბოსნობის მოწყობილობა) ან ღუზა ბაგირით /ჯაჭვით
1*2
არ მოეთხოვება
არ მოეთხოვება
არ მოეთხოვება
5
ღუზა ბაგირით/ჯაჭვით
არ მოეთხოვება
1
1
არ მოეთხოვება
6
ცეცხლმაქრი
1*3
1*4
3
არ მოეთხოვება*5
7
ჭურჭელი წყლის ამოსახაპად ან ხელის ტუმბო მილით, შიდა განყოფილებიდან წყლის ამოსატუმბად
1*1
არ მოეთხოვება
არ მოეთხოვება
არ მოეთხოვება
8
სათავსოებიდან/ტრიუმიდან წყლის ამოტუმბვის საშუალებები
არ მოეთხოვება
1
1
1*6
9
წყალგაუმტარი ელექტრო ფანარი
1*1
არ მოეთხოვება
არ მოეთხოვება
1
10
პროჟექტორი
არ მოეთხოვება
1
1
არ მოეთხოვება
11
საკომუნიკაციო საშუალება
1*7
1*7
1*7
1*7
12
პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები წყალგაუმტარ შეფუთვაში
-
1
1
არ მოეთხოვება*7
13
სანავიგაციო განათება
1*8
1*8
1*8
არ მოეთხოვება
*1 – გარდა ჰიდროციკლისა, წყლის ველოსიპედისა, კაიაკისა.
*2 – გარდა ჰიდროციკლისა, წყლის ველოსიპედისა.
*3 – სატრანსპორტო საშუალება Lн ≤ 6 მ-მდე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცეცხლმაქრით, იმ შემთხვევაში, თუ ბორტზე დამონტაჟებულია სტაციონარული შიგაწვის ძრავა, რომელსაც აქვს თანდართული საწვავის ავზი ან საწვავის გამოყენებით სამზარეულოს/გათბობის მოწყობილობები ან მუდმივად დამონტაჟებული საწვავის ავზი ძრავის ტიპის მიუხედავად.
*4 – როდესაც ბორტზე დამონტაჟებულია საწვავის გამოყენებით სამზარეულოს/გათბობის მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებით კიდევ ერთი ცეცხლმაქრით.
*5 – არათვითმავალ მცურავ საშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ: საწვავის გამოყენებით, სამზარეულოს/გათბობის ან სხვა მანქანა-მექანიზმების დამონტაჟებული მოწყობილობები და შიდა განყოფილებები, მოეთხოვებათ ცეცხლმაქრი.
*6 – იმ შემთხვევაში თუ მუდმივად არის დამონტაჟებული სხვადასხვა სახის მანქანა მექანიზმები და საჭიროებენ პერსონალის მომსახურებას უზრუნველყოფილი უნდა იყოს 1 ცალი პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები წყალგაუმტარ შეფუთვაში.
*7 – საკომუნიკაციო საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს, წყალგაუმტარ კორპუსში შეფუთული და ექსპლუატაციის პერიოდისათვის საკმარისი მუხტით უზრუნველყოფილი მობილური ტელეფონი.
*8 – შეზღუდული ხილვადობის პირობებში და მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლის პერიოდში, სანავიგაციო, სასიგნალო შუქებისა და განათების მოწყობილობების გარეშე, მცურავი საშუალებების ექსპლუატაცია აკრძალულია.
Lн ≤ 6 მ სიგრძის მცურავ საშუალებებზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი თეთრი ფერის ფანარი (შუქურა) განათების მოწყობილობებით, რომლის დანახვაც შესაძლებელია ყველა მხრიდან.
Lн > 6 მ რეკომენდებულია მარცხენა ბორტზე წითელი ფერის ნათურა, მარჯვენა ბორტზე მწვანე ფერის ნათურა, რომელიც დამონტაჟებული უნდა იყოს თეთრ შუქზე ქიმის ცენტრში მინიმუმ 1 მეტრის მეტ სიმაღლეზე ბორტის ნათურებისაგან.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი