„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №200 |
|
2025 წლის 26 თებერვალი ქ. რუსთავი |
1. პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესში:
ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პირებზე, რომელთაც საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ან გასხვისების ფაქტი ფიქსირდება უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში.“;
ბ) პირველი მუხლის მე-31 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პირებზე, თუ მისი ან მისი ოჯახის ერთი წევრის რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ აღემატება 15 წელს და ოჯახის ყველა წევრი არ არის რეგისტრირებული ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად (გარდა 2 წლამდე ასაკის ბავშვისა). წყვეტის შემთხვევაში პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. გამონაკლისს წარმოადგენენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში.
გ) პირებზე, თუ მისი ან მისი ოჯახის წევრის საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ან გასხვისების ფაქტი ფიქსირდება უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში.
დ) პირზე, თუ მას ან/და მისი ოჯახის წევრის პირველი რიგის ნათესავს აქვს საკუთრების უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე (გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა). გამონაკლისს წარმოადგენენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ჩათვლით პირები, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში.“;
გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების პროცედურები არ ვრცელდება სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ 18-დან 24 წლის ჩათვლით პირებზე, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში. დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისას უპირატესობა ენიჭება აღნიშნულ კატეგორიას.“;
დ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმები არ ვრცელდება სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულ 18-დან 24 წლის ჩათვლით პირებზე, რომლებიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი არიან 2 წლის განმავლობაში.“.
|