შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.03.2025
ძალაში შესვლა 01.04.2025
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016202 130
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 26/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის“ დამტკიცების თაობაზე შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის დამტკიცება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დამტკიცების შესახებ შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გადამზადების პროგრამის აღიარებისა და მძღოლის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №76
2025 წლის 25 მარტი
ქ. ბათუმი
შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №451 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის ჟურნალის ფორმა.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აპრილიდან.
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი