ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2025
ძალაში შესვლა 17.03.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52-13
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.017303 153
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 05/03/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის
სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №52-13
2025 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულება“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-11 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 17 მარტიდან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის გარემოს დაცვას, მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონების დაგეგმარებას, მუნიციპალური მნიშვნელობის ტყის მართვას, სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას.
2. სამსახურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
3. სამსახური მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
4. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს თბილისის მერიას.
5. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტის დასადასტურებელი ბეჭედი-სახელწოდებით „მწვანე-ნარგავების ტრანსპორტირებისთვის“, აგრეთვე ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ამ სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულისთვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
6. სამსახური ანგარიშვალდებულია თბილისის მერისა და თბილისის მთავრობის წინაშე.
7. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს თბილისის მერი ან/და თბილისის მერის ერთ-ერთი მოადგილე.
8. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) თბილისის ტერიტორიაზე გარემოს დაცვისა და ურბანული ეკოსისტემების მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება;
ბ) თბილისის ტერიტორიაზე ენერგოეფექტურობისა და რესურსაღდგენის სფეროში მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვის სფეროში მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;
დ) თბილისის ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის სარეკრეაციო, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონების განვითარების, გაუმჯობესების სტანდარტის დადგენის ხელშეწყობა და ერთიანი პოლიტიკის შემუშავება.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ინვენტარიზაცია და შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მდგომარეობის შესწავლა/გამოკვლევა და შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
დ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, კერძო საკუთრებაში, სპეციალური ჭრის ნებართვის გაცემა;
ე) მშენებლობის მიზნით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, კერძო საკუთრებაში, ჭრის/გადარგვის ნებართვის გაცემა;
ვ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, კერძო საკუთრებაში, მოვლითი ჭრის ნებართვის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში მოვლითი ჭრის განხორციელება;
ზ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, კერძო საკუთრებაში ჭრის/გადარგვის შედეგად ბიომრავალფეროვნებაზე მიყენებული ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრა;
თ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების ეტაპზე კ-3 კოეფიციენტით გათვალისწინებული ტერიტორიის რეკრეაციული პროექტის შეთანხმება;
ი) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის შეთანხმების ეტაპზე კ-3 კოეფიციენტით გათვალისწინებული ტერიტორიის რეკრეაციული პროექტის შეთანხმება;
კ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის გაცემის ან განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა;
ლ) ჭრის, გადარგვისა და საკომპენსაციო რგვის განხორციელების მონიტორინგი;
მ) გადარგვის ან საკომპენსაციო რგვის შედეგად დაინტერესებული მხარისათვის წარმოშობილი ვალდებულებების მონიტორინგი;
ნ) უნებართვო ჭრის ან დაზიანების შემთხვევაში ბიომრავალფეროვნებაზე მიყენებული ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრა;
ო) თბილისის ტერიტორიის ლანდშაფტისა და კლიმატისთვის შესაბამისი ხე-მცენარეების სახეობების სიის შემუშავება და განახლება;
პ) ხე-მცენარეების რგვის ერთიანი სტანდარტის შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა;
ჟ) ხე-მცენარეების გარემოდან ამოღებისა და გადარგვის ტექნიკური პირობების შემუშავება და
პრაქტიკაში დანერგვა;
რ) ზედაპირული წყლის ობიექტების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
ს) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბუნებრივი რისკების შემცველი ტერიტორიების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ტ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდინარე მტკვრის ავზის დაბინძურების ხარისხის შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა;
უ) მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია;
ფ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნარჩენების მართვის, წარმოქმნის პრევენციის და გადამუშავებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და კონტროლი;
ქ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვაში მონაწილეობა და გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ღ) ინერტული ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია;
ყ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არალეგალური ნაგავსაყრელების იდენტიფიცირების დახურვისა და რეკულტივაციის ერთიანი გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია;
შ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირებისა და დახურვის ერთიანი გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია;
ჩ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ც) ნარჩენების მართვის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის, ან სტრატეგიის, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ძ) კლიმატის ცვლილებისა და ენერგოეფექტურობის სფეროში მუნიციპალური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
წ) ურბანულ გარემოზე კლიმატის ცვლილების გავლენისა და რისკების შეფასებაში მონაწილეობა;
ჭ) ურბანულ გარემოზე კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ღონისძიებების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ხ) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ფუნქციური ზონის ცვლილების პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობის მიღება;
ჯ) ურბანული ეკოსისტემების იდენტიფიცირება, მწვანე ინფრასტრუქტურის რეგულარული ზრდის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
ჰ) ჰაერის დაბინძურების, ემისიების წყაროების, გეოლოგიის, ჰიდროლოგიის საინფორმაციო ბაზების ანალიზი და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ჰ1) ურბანულ გარემოში მწვანე ლანდშაფტების განვითარების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, პრაქტიკაში დანერგვა და განვითარების პროცესის მართვა;
ჰ2) სატრანსპორტო რეგულირების პროცესში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით მონაწილეობის მიღება;
ჰ3) ხე-მცენარეების პასპორტიზაცია, მწვანე ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
ჰ4) მწვანე ლანდშაფტის დაცვის უზრუნველყოფა, ლანდშაფტის დიზაინის დამუშავება და არქიტექტურული პროექტების განხორციელება;
ჰ5) მწვანე ქალაქის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ჰ6) გარემოსდაცვით სფეროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისათვის საგანმანათლებლო, კვლევითი, სამეცნიერო, საინფორმაციო და ცნობიერების დონის ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ჰ7) სხვადასხვა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
ჰ8) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე;
ჰ9) სხვადასხვა ქალაქების, მათ შორის, დაძმობილებული ქალაქების, მუნიციპალურ ორგანოებთან გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობა;
ჰ10) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ჰ11) კომპეტენციის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ჰ12) თბილისის შადრევან-აუზების მოწყობა, რეაბილიტაცია და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისთვის მოვლა-პატრონობაში გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჰ13) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მოვლა-პატრონობაში არსებულ პარკებსა და სკვერებში ღონისძიების გამართვის თაობაზე წინასწარი გაფრთხილების მიღება და რეაგირება;
ჰ14) ხაზობრივი ნაგებობების სამშენებლო–სარეკონსტრუქციო პროექტების შეთანხმების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ჰ15) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით და თბილისის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფროსი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც, თბილისის საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს თბილისის მერი. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია და უფლებამოსილებას იხსნის თბილისის მერის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობას ცალკეულ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
გ) თბილისის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
დ) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ე) თბილისის მერს და თბილისის მთავრობას წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ პროექტებს, საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) ამ დებულებიდან გამომდინარე, ანაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს; ისმენს მათ ანგარიშებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ზ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას, აწესებს კონტროლს მის შესრულებაზე;
თ) კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას;
ი) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;
კ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ დოკუმენტაციას;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
მ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსის მოადგილეები
1. სამსახურის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.
2. სამსახურის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.
3. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.
4. სამსახურის უფროსის მოადგილეები:
ა) სამსახურის უფროსის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევენ სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;
ბ) აკონტროლებენ სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას;
გ) ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სამსახურის უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;
დ) ასრულებენ სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერენ ან ვიზას ადებენ მათ მიერ ან მათ საკურატორო სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, სამსახურის უფროსის მოვალეობას სამსახურის უფროსის ბრძანებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
6. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე სამსახურის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ბრძანების გამოცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) სატყეო პოლიტიკის განყოფილება;
ბ) ნებართვების განყოფილება;
გ) გარემოსდაცვითი მართვის განყოფილება;
დ) მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილება;
ე) მონიტორინგის განყოფილება.
2. სატყეო პოლიტიკის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მდგრადი მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ინვენტარიზაცია და შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი მართვის გეგმისა და კარტოგრაფიული მასალების მომზადება;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვის ორგანოს შექმნის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და ამ ორგანოს საქმიანობის ხელშეწყობა; ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვის ორგანოს მართვის წესის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მდგომარეობის შესწავლა/გამოკვლევა და შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ე) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყით სარგებლობის, ტყის მოვლის, დაცვის და აღდგენა-განახლების ღონისძიებების დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია;
ვ) ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებით, ხანძრებით და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ორგანიზება და განხორციელება;
ზ) თბილისში არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოწყობის, ნიადაგის მომზადების, მწვანე ნარგავების დარგვის, გაშენების, დაცვისა და მოვლის ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია;
თ) ხე-მცენარეების პასპორტიზაცია, მწვანე ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, მწვანე ნარგავებისა და გამწვანებული ტერიტორიების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
ი) სხვლა-ფორმირების ერთიანი მეთოდიკის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა;
კ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის ფიტოსანიტარული კვლევა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ლ) თბილისის ტერიტორიის ლანდშაფტისა და კლიმატისთვის შესაბამისი მერქნიანი და ბალახოვანი მცენარეების სახეობების სიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
მ) მწვანე ნარგავების რგვისა და გაშენების ერთიანი სტანდარტის შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა; ხე-მცენარეების გარემოდან ამოღებისა და გადარგვის ტექნიკური პირობების შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ო) დადგენილი წესით შესყიდული ან/და დარგული მწვანე ნარგავების, აგრეთვე მოწყობილი გამწვანებული ტერიტორიების (გაზონი, ყვავილნარი და სხვა) შემდგომი მოვლა-პატრონობის მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისთვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ნებართვების განყოფილების ფუნქციებია:
ა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, კერძო საკუთრებაში, სპეციალური ჭრის ნებართვის გაცემა;
ბ) მშენებლობის მიზნით თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, კერძო საკუთრებაში, ჭრის/გადარგვის ნებართვის გაცემა;
გ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის კერძო საკუთრებაში, მოვლითი ჭრის ნებართვის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში განხორციელება;
დ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის გაცემის ან განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავების პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა;
ე) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მათ შორის, კერძო საკუთრებაში ბიომრავალფეროვნებაზე მიყენებული ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრა;
ვ) უნებართვო ჭრის ან დაზიანების შემთხვევაში ბიომრავალფეროვნებაზე მიყენებული ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრა;
ზ) ექსპერტთა მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
თ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების ეტაპზე კ-3 კოეფიციენტით გათვალისწინებული ტერიტორიის რეკრეაციული პროექტის შეთანხმება;
ი) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის შეთანხმების ეტაპზე კ-3 კოეფიციენტით გათვალისწინებული ტერიტორიის რეკრეაციული პროექტის შეთანხმება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, სატრანსპორტო რეგულირების პროცესში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით მონაწილეობის მიღება;
მ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ნებართვის შეთანხმების ეტაპზე გამწვანების პროექტის შეთანხმება.
4. გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბუნებრივი რისკების შემცველი ტერიტორიების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ბ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდინარე მტკვრის ავზის დაბინძურების ხარისხის შემცირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობა;
გ) მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია;
დ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნარჩენების მართვის, წარმოქმნის პრევენციისა და გადამუშავებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და კონტროლი;
ე) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სიტემის დანერგვაში მონაწილეობა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ვ) ნარჩენების გადამუშავების შედეგად ენერგიისა და პროდუქციის მიღების ხელშეწყობისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
ზ) ინერტული ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია;
თ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არალეგალური ნაგავსაყრელების იდენტიფიცირების, დახურვისა და რეკულტივაციის ერთიანი გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია;
ი) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირებისა და დახურვის ერთიანი გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების კოორდინაცია;
კ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) ნარჩენების მართვის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის, ან სტრატეგიის, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
მ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაბინძურების წერტილოვანი წყაროების ინვენტარიზაციასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
ნ) კლიმატის ცვლილებისა და ენერგოეფექტურობის სფეროში მუნიციპალური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ო) ურბანულ გარემოზე კლიმატის ცვლილების გავლენისა და რისკების შეფასებაში მონაწილეობა;
პ) ურბანულ გარემოზე კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის ღონისძიებების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ჟ) მწვანე ქალაქის განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
რ) გარემოსდაცვით სფეროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისათვის საგანმანათლებლო, კვლევითი, სამეცნიერო, საინფორმაციო და ცნობიერების დონის ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ს) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე;
ტ) სხვადასხვა ქალაქების, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქების მუნიციპალურ ორგანოებთან გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ფ) განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავების პროცესში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობის მიღება;
ქ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების ეტაპზე გამწვანებისთვის გათვალისწინებული ტერიტორიის გამწვანების პროექტის შეთანხმება;
ღ) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ფუნქციური ზონის ცვლილების პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობის მიღება;
ყ) ზედაპირული წყლის ობიექტების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
შ) ჰაერის დაბინძურების, ემისიების წყაროების, გეოლოგიის, ჰიდროლოგიის საინფორმაციო ბაზების ანალიზი და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების პროცესში მონაწილეობის მიღება.
5. მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების ფუნქციებია:
ა) თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ქალაქმშენებლობით სფეროში საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების კვლევა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;
გ) ურბანული ეკოსისტემების იდენტიფიცირება, მწვანე ინფრასტრუქტურის რეგულარული ზრდის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;
დ) ურბანულ გარემოში მწვანე ლანდშაფტების განვითარების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, პრაქტიკაში დანერგვა და განვითარების პროცესის მართვა;
ე) ქალაქგეგმარებით პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ვ) ურბანულ გეგმარებით საკითხებზე მიმდინარე უწყებათაშორის და საჯარო განხილვებში მონაწილეობა;
ზ) მწვანე ლანდშაფტის დაცვის უზრუნველყოფა, ლანდშაფტის დიზაინის დამუშავება, ინფრასტრუქტურული და არქიტექტურული პროექტების შემუშავება/განხორციელება;
თ) სხვადასხვა ქალაქის, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქების მუნიციპალიტეტებთა გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
კ) თბილისის შადრევან-აუზების მოწყობა, რეაბილიტაცია და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირისთვის მოვლა-პატრონობაში გადაცემა;
ლ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მოვლა-პატრონობაში არსებულ პარკებსა და სკვერებში ღონისძიების გამართვის თაობაზე წინასწარი გაფრთხილების მიღება და რეაგირება.
მ) კომპეტენციის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების პროცესში მონაწილეობის მიღება.
6. მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:
ა) დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნის საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გადამოწმება;
ბ) დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, მწვანე ნარგავების მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიების (სხვლა-ფორმირება, გადარგვა, მოჭრა, გადაბელვა) განსაზღვრა;
გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვის პროცესზე ზედამხედველობა;
დ) სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის ფარგლებში გადარგული ან/და საკომპენსაციო რგვის ფარგლებში დარგული მწვანე ნარგავების მონიტორინგი;
ე) სპეციალური ჭრის ფარგლებში მწვანე ნარგავების აღწერა;
ვ) დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების შეფასება და დარგვის მონიტორინგი;
ზ) ჭრის/გადარგვის შესახებ არსებული მონაცემების დამუშავება, ერთიანი ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
თ) ჭრის, გადარგვისა და საკომპენსაციო რგვის განხორციელების მონიტორინგი;
ი) გადარგვის ან საკომპენსაციო რგვის შედეგად დაინტერესებული მხარისათვის წარმოშობილი ვალდებულებების მონიტორინგი;
კ) ხაზობრივი ნაგებობების სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტების შეთანხმების პროცესში მონაწილეობის მიღება.
მუხლი 6🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი
1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერი.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) მოთხოვნის შემთხვევაში სამსახურის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ თბილისის მერიის შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას;
თ) დადგენილი წესით აფასებს მოსამსახურეთა საქმიანობას;
ი) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
კ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ლ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 7🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მერიის შინაგანაწესი, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერისა და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
მუხლი 8🔗.
სამსახურის დაფინანსება და ქონება
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება თბილისის ბიუჯეტის სახსრებით.
2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს თბილისის საკუთრებას.
მუხლი 9🔗.
დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას თბილისის მერის წარდგინებით ამტკიცებს თბილისის საკრებულო.
2. სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა სამსახურთან შერწყმა შესაძლებელია განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.