„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52-20 |
|
2025 წლის 28 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ) გზებზე, საგზაო ნაგებობებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებსა და რკინიგზის გადასასვლელებზე ჩასატარებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმება;“.
2. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის ,,დ1“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმების სამსახური;
ე) სატრანსპორტო ნაკადების მართვის სამსახური;“;
ბ) მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სპეციალური დაცული სადგომების მართვის სამსახური“;
გ) მე-2 პუნქტის „რ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-8 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) 41 პუნქტის პრეამბულა, „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმების სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) გზებზე, საგზაო ნაგებობებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებსა და რკინიგზის გადასასვლელებზე ჩასატარებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებითი საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმება ან/და შესათანხმებლად წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან;
ბ) მშენებლობის ნებართვის არქიტექტურული პროექტების შეთანხმებისას ჩასატარებელი სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებითი საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შეთანხმება ან/და შესათანხმებლად წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან;“;
გ) 41 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) 41 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად ხაზობრივი ნაგებობის განთავსებასთან დაკავშირებით სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა, სამუშაოთა წარმოების ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების შედეგებთან ერთად ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თანხმობის საკითხის განხილვა, შესაბამისი დოკუმენტის/ოქმის შედგენა, სამუშაოების წარმოებისთვის პირობების/შეზღუდვების განსაზღვრა;“;
ვ) 41 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ პუნქტი:
„თ1) კომპეტენციის ფარგლებში AutoCAD-ის და გისის პროგრამებში პროექტების შემუშავება;“;
ზ) მე-5 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სატრანსპორტო ნაკადების მართვის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:“;
ვ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. სპეციალური დაცული სადგომების მართვის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) სააგენტოს სპეციალური დაცული სადგომების 24/7 ფუნქციონირებაზე, მოვლასა და შენახვაზე კონტროლი და აღნიშნული ფუნქციის განსახორციელებლად შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა;
ბ) სპეციალურ დაცულ სადგომებზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მიღება; სპეციალურ დაცულ სადგომებზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების მისი მესაკუთრისთვის/მფლობელისთვის დაბრუნება თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე და ამ დოკუმენტების შენახვა;
გ) თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომებზე ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის გადახდაზე კონტროლი და ამ ინფორმაციის ასახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონულ სისტემაში;
დ) სპეციალურ დაცულ სადგომებზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ სათანადო ინფორმაციის ასახვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის ელექტრონულ სისტემაში;
ე) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.“;
თ) 171 პუნქტი ამოღებულ იქნას.
|