„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო- სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

მიღების თარიღი 26.02.2025
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №04-ს
სარეგისტრაციო კოდი 010340000.31.060.016033 394
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/03/2025
261 სიტყვა · ~1 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (1)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საერთო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 91% 09.03.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ ჩამოყალიბების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 90% 23.04.2025 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მისი საერთო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 90% 24.04.2019 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 89% 13.04.2016 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 88% 19.09.2019

დოკუმენტის ტექსტი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო- სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №04-ს 2025 წლის 26 თებერვალი ქ. თბილისი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე მუხლი 1🔗 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის გამოქვეყნდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№314, 19.02.2025) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი. მუხლი 2🔗 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 87-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 8 წევრისგან, შემდეგი შემადგენლობით: ა) თამაზ ხუბუა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) ვახტანგ ყოლბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; გ) თეიმურაზ მჟავია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; დ) ანზორ წოწონავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „მრგვალი მაგიდა – დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე; ე) ზურაბ მებონია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი; ვ) ვეფხვია გვარამია – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; ზ) თამაზ სანიკიძე – იურიდიულ და საკადრო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი (კომისიის მდივანი); თ) ზურაბ ჯგუბურია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მუხლი 3🔗 საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კომისიის სხდომებზე დასასწრებად მოიწვიოს სხვა პირები. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია