მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 06.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 400000000.10.003.024958 4
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 07/03/2025
1,739 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 80% 05.12.2014 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 78% 05.12.2014 ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 71% 06.03.2018 გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 67% 17.03.2023 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 66% 29.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №66 2025 წლის 6 მარტი ქ. თბილისი მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრები“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრები მუხლი 1🔗. დადგენილების მიზანი დადგენილება განსაზღვრავს მდინარეთა აუზების მართვის სააუზო ტერიტორიულ ერთეულებსა და მათ საზღვრებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3🔗. ალაზანი-იორის სააუზო უბანი 1. ალაზანი-იორის სააუზო უბნის ფართობია 16 450 კმ​2. მისი დასავლეთი საზღვარი იწყება კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე, აწუნთის ქედზე არსებული თებულოს მთიდან, მიჰყვება სამხრეთით აწუნთის ქედს, კავკასიონის ქედის მთა დიდ ბორბალოსთან იღებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებას და მთა ჭიჩოდან მიჰყვება ჯერ ქართლის ქედს, შემდეგ – საბადურის ქედს, კვეთს საგურამო-იალნოს ქედს და ივრის ზეგანზე უერთდება მთა უდაბნოს. აუზის დასავლეთ საზღვარზე გვხვდება მთათა სისტემების შემდეგი უმაღლესი მწვერვალები: თებულოს მთა, ამუგო, დიდი ბორბალო, ჭიჩო, ნატახტარი და უდაბნო. ჩრდილოეთი საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, კერძოდ, კავკასიონის ქედს და მის ჩრდილო-აღმოსავლეთ განშტოებას – პირიქითას ქედს. საზღვარი იწყება თებულოს მთიდან და გადის მთა ტინოვროსომდე. სააუზო უბნის აღმოსავლეთი საზღვარი მთა ტინოვროსოდან სამხრეთისკენ ეშვება და მდ. ალაზანს გაჰყვება მინგეჩაურის წყალსაცავამდე. აუზის აღმოსავლეთ საზღვარზე გვხვდება მთათა სისტემების შემდეგი უმაღლესი მწვერვალები: თებულოს მთა, ქომიტო, დანოს მთა, დიკლოს მთა, შავი კლდე, ნინიკასციხე და ტინოვროსო. სამხრეთი საზღვარი მიჰყვება ჯერ მდ. იორს, შემდეგ მდ. მტკვრისა და ივრის წყალგამყოფს და უერთდება მთა უდაბნოს. ამ მონაკვეთზე გვხვდება მწყემსის მთა  და უდაბნო.   2. ალაზანი-იორის სააუზო უბნის ძირითადი მდინარეებია: ალაზანი, იორი, ილტო, ხოდაშნისხევი, სტორი, ჩელთი, კისისხევი, ლოპოტა, დურუჯი, თურდო, კაბალი, ბურსა, ფაფრისხევი, ავანისხევი,  ხაშრულა, ცაღომე, ადედი, ვაშლიანი, გომბორი, ლაფიანხევი, ლაკბე, ოლე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ალაზანი-იორის სააუზო უბნის აღწერილი საზღვრები მოიცავს თელავის, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტებსა და ნაწილობრივ თიანეთის მუნიციპალიტეტს. მუხლი 4🔗. მტკვარი-თერგის სააუზო უბანი 1. მტკვარი-თერგის სააუზო უბნის ფართობია 19 740 კმ​2. მისი დასავლეთი საზღვარი გადის ლიხის ქედზე, შემდეგ  ჩრდილო-დასავლეთით მიჰყვება აჭარა-იმერეთის (მესხეთის) ქედს და ზოტის მთასთან ეშვება სამხრეთით, მიჰყვება არსიანის ქედს და უერთდება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. აღნიშნულ მთათა სისტემის უმაღლესი მწვერვალებია: მთა ზეკარა, რიბისა, მეფისწყარო, ზოტის მთა  და ჭანჭახი. სააუზო უბნის სამხრეთი საზღვარი მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, კერძოდ, გადის არსიანის ქედის აღმოსავლეთ განშტოებაზე, კვეთს მდ. ფოცხოვის ხეობას, გადის ერუშეთის მაღლობზე, კვეთს მდ. მტკვრის ხეობასა და კარწახის ტბას, მიჰყვება ნიალისყურის ქედს, ჯავახეთის ქედის მთა აღჩალადან გადის ჯავახეთის ქედზე, ტბა ფარავნის ჩრდილოეთით 3 კმ-ში მთა დალიდაგიდან უხვევს დასავლეთით და მთა ყარატაშიდან ადის ჯერ მთა სამსარზე და მიჰყვება სამსარის ქედს ჩრდილოეთით, მთა თავკვეთილამდე, შემდეგ მკვეთრად უხვევს დასავლეთით, გადის ტაბაწყურის ტბის ჩრდილოეთით და მთა მშრალი მთიდან ადის მთა შავკლდეზე.  მთა შავი კლდიდან მიჰყვება თრიალეთის ქედს აღმოსავლეთით და მთა იურის ქედის აღმოსავლეთით 6 კმ-ში ეშვება სამხრეთ-აღმოსავლეთით ბედენის ქედამდე, მთა იაილადან გასდევს ბედენის ქედს აღმოსავლეთით და მთა ბედენიდან ეშვება სამხრეთ-აღმოსავლეთით ქ. თეთრიწყაროსკენ, შემდეგ მიჰყვება მდ. ალგეთისა და მდ. ქცია-ხრამის წყალგამყოფს და სოფელ წერეთლიდან უერთდება მდ. მტკვრის კალაპოტს. სააუზო უბნის სამხრეთ საზღვარზე გვხვდება მთათა სისტემების შემდეგი უმაღლესი მწვერვალები: კენჭაულა, შაბანიბელი, გუმბათი, გეკდაგი, სამბორცვა, აჩკასარი, შავი კლდე, არჯევანი, იურის ქედი, იაილა და ბედენი. სააუზო უბნის აღმოსავლეთი საზღვარი იწყება კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე, აწუნთის ქედზე არსებული თებულოს მთიდან, მიჰყვება სამხრეთით აწუნთის  ქედს, კავკასიონის ქედის მთა დიდ ბორბალოსთან იღებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებას და მთა ჭიჩოდან მიჰყვება ჯერ ქართლის ქედს, შემდეგ საბადურის ქედს, კვეთს საგურამო-იალნოს ქედს და ივრის ზეგანზე უერთდება მთა უდაბნოს. სააუზო უბნის აღმოსავლეთ საზღვარზე გვხვდება მთათა სისტემების შემდეგ უმაღლესი მწვერვალები: თებულოს მთა, ამუღო, დიდი ბორბალო, ჭიჩო და ნატახტარი. სააუზო უბნის ჩრდილოეთ საზღვარი გადის კავკასიონის ქედზე და შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. იგი იწყება მთა ზეკარადან და მიემართება აღმოსავლეთით დვალეთისა და ხორხის ქედების წყალგამყოფებზე, მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთით კვეთს დარიალის ხეობას, გადის შანისა და კიდეგანის ქედებზე, კვეთს მდ. ასას ხეობას, კვეთს ჯერ ხევსურეთის ქედს, შემდეგ მდ. არღუნის ხეობას და მუცოს ქედით უერთდება თებულოს მთას. აუზის ჩრდილოეთ საზღვარზე გვხვდება მთათა სისტემების შემდეგი უმაღლესი მწვერვალები: ჯიმარა, მყინვარწვერი, შანის მთა, მარტინის მთა, მახისმაღალი, მუცოსთავი და თებულოს მთა. 2. მტკვარი-თერგის სააუზო უბნის ძირითადი მდინარეებია: მტკვარი, ფარავანი, ფოცხოვი, ქვაბლიანი, ბორჯომულა, სურამულა, ძამა, ტანა, თეძამი, დიდი ლიახვი, პატარა ლიახვი, მეჯუდა, ლეხურა, აღმოსავლეთ ფრონე, კავთურა, ქსანი, არაგვი, ალგეთი, თერგი, ბიდარა, სნოსწყალი, ჩხერი და ბროლისწყალი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მტკვარი-თერგის სააუზო უბნის ზემოთ აღწერილი საზღვრები მოიცავს: ქ. თბილისის,  ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს; ხაშურის, ქარელის, გორის, კასპის მუნიციპალიტეტებს; ქ. რუსთავის, გარდაბნის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს; მცხეთის, დუშეთის, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტებსა და ნაწილობრივ თიანეთის მუნიციპალიტეტს; ასევე ამ სააუზო უბანში მდებარეობს ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები). მუხლი 5🔗. ხრამი-დებედას სააუზო უბანი 1. ხრამი-დებედას სააუზო უბნის ფართობია 5 186 კმ​2. მისი დასავლეთი საზღვარი იწყება ჯავახეთის ქედზე არსებული მთა აღჩალადან, გადის ჯავახეთის ქედზე, ტბაფარავნის ჩრდილოეთით 3 კმ-ში მთა დალიდაგიდან უხვევს დასავლეთით, მთა ყარატაშიდან ადის ჯერ მთა სამსარზე, მიჰყვება სამსარის ქედს ჩრდილოეთით მთა თავკვეთილამდე, შემდეგ მკვეთრად უხვევს დასავლეთით, გადის ტაბაწყურის ტბის ჩრდილოეთით და მთა მშრალიმთიდან ადის მთა შავკლდეზე. აღნიშნული მთათა სისტემების უმაღლესი მწვერვალებია: მთა აღჩალა, დალიდაგ, ყარატაშ, სამსარი, თავკვეთილი, მშრალიმთა და შავიკლდე. სააუზო უბნის სამხრეთი საზღვარი მთა აღჩალადან  მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, კერძოდ, გადის ლოქის ქედზე, ჩადის ქვემო ქართლის ბარში, გასდევს მდ. დებედას კალაპოტში გამავალ სახელმწიფო საზღვარს და წითელხიდთან უერთდება მდ. მტკვრის კალაპოტს. სააუზო უბნის სამხრეთ საზღვარზე გვხვდება შემდეგი უმაღლესი მწვერვალები: ავაკისარ, ოსინოვაია, დეზაკარი დატანადაგ. სააუზო უბნის ჩრდილოეთი საზღვარი იწყება მთა შავიკლდიდან, მიჰყვება თრიალეთის ქედს აღმოსავლეთით და მთაიურის ქედის აღმოსავლეთით 6 კმ-ში ეშვება სამხრეთ-აღმოსავლეთით ბედენის ქედამდე, მთა იაილადან გასდევს ბედენის ქედს აღმოსავლეთით და მთა ბედენიდან ეშვება სამხრეთ-აღმოსავლეთით ქ. თეთრიწყაროსკენ, შემდეგ მიჰყვება მდ. ალგეთისა და მდ. ქცია-ხრამის წყალგამყოფს და სოფელ წერეთლიდან უერთდება მდ. მტკვრის კალაპოტს. სააუზო უბნის ჩრდილოეთ საზღვარზე გვხვდება მთათა სისტემების შემდეგი უმაღლესი მწვერვალები: შავიკლდე, არჯევანი, იურისქედი, იაილა, დაბედენი. სააუზო უბნის აღმოსავლეთი საზღვრის მონაკვეთი გადის მდ. მტკვრის კალაპოტზე, ხოლო წითელი ხიდიდან მდ. ალგეთის შესართავამდე. 2. ხრამი-დებედას სააუზო უბნის ძირითადი მდინარეებია: ქცია-ხრამი, კორსუჩაი, შავწყალა, ასლანისწყალი, შულავერი, მაშავერა, მოშევანი, ფოლადაური, ბოლნისი და დებედა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხრამი-დებედას სააუზო უბნის აღწერილი საზღვრები მოიცავს  ბორჯომის, წალკის, დმანისის, ბოლნისის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს. მუხლი 6🔗. ენგურის სააუზო უბანი 1. მდინარე ენგურის სააუზო უბნის ფართობია 6,664 კმ​2. მდინარე ენგური სათავეს იღებს კავკასიონის ქედზე არსებული მთების, შხარასა და (5058 მ.) ნუამყვანის (4278 მ.) მყინვარებიდან გამომავალი ორი ნაკადის შეერთებით 2520 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან და უერთდება შავ ზღვას სოფელ ანაკლიასთან. დასავლეთი საზღვარი გადის კოდორის, ბოხუნსტოუსა და აკიბას ქედებზე, მიჰყვება მდ. ოქუმისა და ენგურის წყალგამყოფს, მთა გვალიალიადან ეშვება სამხრეთით და მდ. გაგიდას შესართავთან უერთდება შავ ზღვას. აღნიშნულ მთათა სისტემაზე  უმაღლესი მწვერვალებია მთა გვანდრა, მაგუაშირხა, ხოჯალი, აკიბა და გვალიალია. სააუზო უბნის ჩრდილოეთი საზღვარი გადის კავკასიონის ქედზე და, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მთა გვანდრადან მთა აილამამდე, სადაც უმაღლესი მწვერვალებია მთა შხელდა, უშბა, ტიხტენგენი, თეთნულდი, შხარა. ენგურის სააუზო უბნის აღმოსავლეთი საზღვარი გადის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მთა აილამადან სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით სვანეთის ქედზე, შემდეგ გადადის ეგრისის (სამეგრელო) ქედზე და გადადის  კოლხეთის დაბლობის გორაკ-ბორცვიან ზოლში, სადაც უმაღლესი წერტილებია ლაკუმურაშ-დუდი, წიქური, ლაილა, გვადარაში, ლეშნილი, მეფქაში, დადიაში, ცაშიკიბული, ჭითაგვალა, უსკური. ამავე ქედებზეა უღელტეხილები: ზაგარი, ხელედი, ლაფტარი. სამხრეთ საზღვარში მოქცეულია წყალშემკრები აუზის მცირე ნაწილი, რომელიც მოიცავს კოლხეთის დაბლობის გორაკბორცვიან ზოლს და კოლხეთის დაბლობს და უერთდება შავ ზღვას. 2. მდინარე ენგურის სააუზო უბნის ძირითადი მდინარეებია: ენგური, ხობისწყალი, ოქუმი, ჭურია, ხალდეჭალა, ადიშჭალა, მულხურა, დოლრა, ნაკრა, ნენსკრა, თხეიში, ხელრა, იფარი, ხაიშურა, ლარაკვავა, მაგანა, რუხი, ჯუმი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მდინარე ენგურის სააუზო უბნის აღწერილი საზღვრები მოიცავს  მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს, ხობის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს და სენაკის მუნიციპალიტეტის უფრო მცირე ნაწილს. სააუზო უბანი ასევე მოიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის მთელ გალის რაიონს და ტყვარჩელის რაიონის მცირე მონაკვეთს. მუხლი 7🔗. რიონის სააუზო უბანი 1. მდინარე რიონის სააუზო უბნის ფართობია 15 593 კმ². მდინარე რიონი სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ფერდობზე ფასის მთიდან, ზღვის დონიდან 2620 მეტრ სიმაღლეზე და უერთდება შავ ზღვას ქალაქ ფოთთან. სააუზო უბნის აღმოსავლეთ საზღვარი გადის ლიხის ქედზე, სადაც უმაღლესი მწვერვალებია მთა ზეკარა და რიბისა. სამხრეთი საზღვარი გადის აჭარა-იმერეთის (მესხეთის) ქედზე და მის დასავლეთ განშტოებაზე. აღნიშნულ მთათა სისტემაზე  უმაღლესი მწვერვალებია მეფისწყარო და მთა ხინო. სააუზო უბანს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ცენტრალური კავკასიონის ქედი, რომლის უმაღლესი მწვერვალებია მთა აილამა, ლაბოდა, ჭანჭახი და ხალაწა. სააუზო უბნის დასავლეთი საზღვარი მიუყვება შავი ზღვის სანაპირო ზოლს ქობულეთიდან ფოთამდე. 2. მდინარე რიონის სააუზო უბნის ძირითადი მდინარეებია: ჯეჯორა, ყვირილა, ხანისწყალი, ცხენისწყალი, ლუხინისწყალი, ლაჯანური, კორისწყალი, გუბისწყალი, ხევისწყალი, წყალწითელა,  ნოღელა, ტეხური, ცივი, ბჟუჯა, სქურდუბი, ჩოლოქი, გუბაზეული, ბახვისწყალი, ფიჩორი, სუფსა, ნატანები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მდინარე რიონის სააუზო უბნის აღწერილი საზღვრები მოიცავს ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს; ქ. ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტებს; ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს; ქ. ფოთის, აბაშის, მარტვილის მუნიციპალიტეტებს. იგი ასევე ნაწილობრივ მოიცავს ქობულეთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს. მუხლი 8🔗. ჭოროხი-აჭარისწყლის სააუზო უბანი 1. ჭოროხი-აჭარისწყლის სააუზო უბნის ფართობია 22 065 კმ​2. მისი ჩრდილოეთი საზღვარი იწყება არსიანის ქედის ჩრდილოეთ დაბოლოებაზე, მთა ჭანჭახიდან, მიემართება დასავლეთით და სოფელ გორგაძეებიდან უხვევს ჩრდილო-დასავლეთით, გადის მდ. ქვაბლიანისა და მდ. ნაღვარევის წყალგამყოფზე მთა საყორნიამდე, შემდეგ უხვევს სამხრეთ-დასავლეთით მთა ხინომდე, მისდევს მდ. კინტრიშისა და აჭისწყლის წყალგამყოფს და მდ. აჭყვას კალაპოტით უერთდება შავ ზღვას. სააუზო უბნის ჩრდილოეთი საზღვრის მთათა სისტემაზე გვხვდება შემდეგი უმაღლესი მწვერვალები: ჭანჭახი, საყორნია და ხინო. სააუზო უბნის აღმოსავლეთი საზღვარი იწყება მთა ჭანჭახიდან და გადის არსიანის ქედზე მთა კენჭაულამდე. აუზის სამხრეთი საზღვარი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. იგი მთა კენჭაულიდან გადის შავშეთის ქედის თხემზე, მთა მურათხანადან ეშვება სამხრეთ-დასავლეთით, კვეთს მდ. მაჭახელას ხეობას და მთა ბაშთურქიდან მიემართება დასავლეთით, კვეთს მდ. ჭოროხის ხეობას და სოფ. სარფთან უერთდება შავ ზღვას. სააუზო უბნის სამხრეთი საზღვრის მთათა სისტემაზე გვხვდება შემდეგი უმაღლესი მწვერვალები: კენჭაულა, რკინისკარი, იმერხევისმთა, ქორდა, მურათხანა, ბაშთურქი და ბოლოკა. სააუზო უბნის დასავლეთი საზღვარი გადის შავ ზღვაზე მდ. აჭყვას შესართავიდან სოფ. სარფამდე. 2. ჭოროხი-აჭარისწყლის სააუზო უბნის ძირითადი მდინარეებია: ჭოროხი, აჭარისწყალი, სხალთა, ჩირუხისწყალი, ჭვანისწყალი, აკავრეთა, მაჭახელა, ყოროლისწყალი, კინტრიში, ჩაქვისწყალი, აჭყვა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჭოროხი-აჭარისწყლის სააუზო უბნის აღწერილი საზღვრები მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოსა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტებს, ასევე ნაწილობრივ მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტს. მუხლი 9🔗. ბზიფი-კოდორის სააუზო უბანი 1. ბზიფი-კოდორის სააუზო უბნის ფართობი შეადგენს 7 722 კმ​2-ს. მისი დასავლეთი საზღვარი გადის მდ. ფსოუს კალაპოტზე გამავალ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, მდ. ფსოუს შესართავიდან კავკასიონის ქედზე არსებულ მთა აგეფსთამდე. სააუზო უბნის ჩრდილოეთი საზღვარი გადის კავკასიონის ქედზე და, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მთა აგეფსთიდან მთა ღვანდრამდე. კავკასიონის ქედის ამ მონაკვეთზე უმაღლესი მწვერვალებია: ავადხარა, მარუხი, სოფრიჯუ, ბელალა-კაია, ფსიში, ხაკელი, ღვანდრა. სააუზო უბნის აღმოსავლეთი საზღვარი გადის კოდორის, ბოხუნსტოუსა და აკიბას ქედებზე, მიჰყვება მდ. ოქუმისა და ენგურის წყალგამყოფს, მთა გვალიალიადან ეშვება სამხრეთით და მდ. გაგიდას შესართავთან უერთდება შავ ზღვას. აღნიშნულ მთათა სისტემაზე უმაღლესი მწვერვალებია მთა გვანდრა, მაგუაშირხა, ხოჯალი, აკიბა, დაგვალიალია. სააუზო უბნის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი გადის შავი ზღვის სანაპიროზე მდ. ფსოუს შესართავიდან მდ. ენგურის შესართავამდე. 2. ბზიფი-კოდორის სააუზო უბნის ძირითადი მდინარეებია: ფსოუ, ჟოვე-კვარა, გაგრიფში, ბზიფი, გეგა, ლაშიფსე, ხიპსტა, აპსტა, გუმისთა, დასავლეთგუმისთა, აღმოსავლეთი გუმისთა, კელასური, კოდორი, საკენი, ჩხალთა, ტუმუში, დგამიში, ცხენიშწყარი, მოკვა, ღალიძგა, ოქუმი, დიდი ერისწყალი და პატარა ერისწყალი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბზიფი-კოდორის სააუზო უბნის აღწერილი საზღვრები მოიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიას (გალის რაიონისა და ტყვარჩელის რაიონის მცირე მონაკვეთის გარდა). დანართი  №1 მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრები