1. კაპიტალის ღირებულება
ა) კაპიტალის ღირებულება უნდა ასახავდეს ავტორიზებული პირის ქსელის ელემენტებში და სხვა რელევანტურ აქტივებში ინვესტირებული ნასესხები და საკუთარი სახსრების ალტერნატიულ ღირებულებას. კაპიტალის ღირებულების გაანგარიშებისათვის ავტორიზებულმა პირებმა შესაძლებელია გამოიყენონ შემდეგი ფინანსური მონაცემები:
ა.ა) ავტორიზებული პირის საკუთარი და სასესხო კაპიტალის ოდენობა E და D;
ა.ბ) სასესხო კაპიტალის საშუალო შეწონილი განაკვეთი გრძელვადიანი სესხების სხვადასხვა პირბების მიხედვით;
ა.გ) საკუთარი კაპიტალის მომგებიანობის განაკვეთი დარგის საბაზრო რისკ-ფაქტორების შესაბამისი სიდიდის გათვალისწინებით.
ბ) კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილი განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი ფორმულის საშუალებით:
WACC=Re x E / (D + E) + Rd x D / (D + E)
სადაც:
WACC - კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილი განაკვეთი;
Re - საკუთარი კაპიტალის მომგებიანობის განაკვეთი;
Rd - სასესხო კაპიტალის საშუალო შეწონილი განაკვეთი;
D - სასესხო კაპიტალის ოდენობა;
E - საკუთარი კაპიტალის ოდენობა;
გ) კაპიტალის ღირებულება უნდა იყოს დადგენილი საქმიანობის ცალკეული სახეების მიხედვით ოპერატორის მიერ შერჩეული განაწილების მეთოდის შესაბამისად ამ სახეებთან დაკავშირებული ქსელის შესაბამისი ელემენტების აქტივების ღირებულების ოდენობის გათვალისწინებით.
2. დატვირთული კაპიტალი
აქტივების ღირებულება, რომელიც განაწილებულია საქმიანობის სახეებზე (მაგ., ამორტიზაციის სახით), უნდა განისაზღვროს თანამედროვე აქტივების მიმდინარე ღირებულების აღრიცხვის პრინციპის შესაბამისად, ხოლო მათი ოდენობები უნდა განაწილდეს დატვირთული კაპიტალის განაწილების სანიმუშო მეთოდოლოგიის შესაბამისად (დანართი 2), რომელშიც მითითებულია აღნიშნული მუხლების განაწილების შესაძლო მეთოდები და, აგრეთვე, საქმიანობის ის სახეები, რომლებზეც შესაძლებელია ამ მუხლების განაწილება