1. დანახარჯების განაწილება ხორციელდება ეტაპობრივად და მისი სანიმუშო სქემა მოცემულია დანართ 1-ში.
2. პირველ ეტაპზე, საბუღალტრო ინფორმაციის საფუძველზე გამოიყოფა დანახარჯების არანაკლებ შემდეგი კატეგორიები: საოპერაციო დანახარჯები; კაპიტალის ღირებულება; ზედნადები და საწარმოო მმართველობითი დანახარჯები; ამორტიზაცია.
3. მეორე ეტაპზე, ზემოთ აღნიშნულ კატეგორიებში გაერთიანებული დანახარჯები ნაწილდება ავტორიზებული პირის მიერ შერჩეული მეთოდის შესაბამისად შემდეგ მუხლებზე:
ა) უშუალოდ საქმიანობის სახეებზე:
ა.ა) ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებთან დაშვების საქმიანობის სახეებზე;
ა.ბ) ძირითადი საკომუტაციო ქსელით საქმიანობის სახეებზე;
ა.გ) საცალო მომსახურების საქმიანობის სახეებზე;
ა.დ) ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზებით საქმიანობის სახეებზე;
ა.ე) საქმიანობის სხვა სახეებზე.
ბ) საქმიანობის კონკრეტულ სახესთან დაკავშირებულ ქსელის ელემენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ:
ბ.ა) გამოძახების კომუტაციას და გატარებას;
ბ.ბ) ადგილობრივი კავშირის ქსელთან დაშვების მომსახურებას;
ბ.გ) ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზებით მომსახურებას;
ბ.დ) ბილინგს და/ან საფასურის შეგროვების მომსახურებას.
გ) რელევანტურ ფუნქციებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მომხმარებლისათვის მომსახურების მიწოდებასთან:
გ.ა) ბილინგი და ანგარიშსწორება მომხმარებლებთან;
გ.ბ) მომხმარებელზე ზრუნვის სისტემის მართვა;
გ.გ) ტერმინალური აპარატების მიმდინარე რემონტი და ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ.დ) საზოგადოებასთან ურთიერთობა;
გ.ე) რეკლამა;
გ.ვ) მარკეტინგი;
გ.ზ) დისტრიბუტორების ჰონორარები და სხვა.
დ) სხვა ფუნქციებზე, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული მომსახურების კონკრეტულ სახესთან, მაგრამ წარმოადგენენ ავტორიზებული პი-რის მმართველობითი ზედნადები დანახარჯების მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის:
დ.ა) მმართველობით აპარატთან დაკავშირებული ზედნადები დანახარჯები;
დ.ბ) ბუღალტრული აღრიცხვის დანახარჯები;
დ.გ) საქმიანობის საოპერაციო დაგეგმვა და სხვა
“ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების წესების" დამტკიცების შესახებ · რედაქცია 17.01.2019
მუხლი 17. დანახარჯების განაწილების პროცესი
თავი IV — დანახარჯებისა და შემოსავლების განაწილების პრინციპები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 54. დანახარჯები, რომლებიც გაწეულ იქნა საანგარიშო პერიოდში, მაგრამ მიეკუთვნება შემდგომ საანგარიშო პერიოდს, ანგარიშგებაში აისახება ცალკე მუხლით, როგორც მომავალი პერიოდის ხარჯები. ეს ხარჯები ექვემდებარება წა
- მუხლი 13. საოპერაციო დანახარჯების გათვალისწინება სრულყოფილ შეფასებაში
- მუხლი 237. მოპოვების, ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების და მოგების განაწილების ანგარიში
- მუხლი 239. ჯამური ხარჯებისა და დანახარჯების და მათი ანაზღაურების ანგარიში
- მუხლი 71. საქმისწარმოების მექანიზაცია და ავტომატიზაცია ითვალისწინებს მმართველობითი აპარატის მუშაკთა შრომის ეფექტიანობის ამაღლებას, დოკუმენტირებაზე გაწეული შრომითი დანახარჯების შემცირებას, დოკუმენტური ინფორმაციი
- მუხლი 74. მინისტრთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს ენერგეტიკული გაერთიანების ბიუჯეტი საპროცესო აქტით ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს ენერგეტიკული გაერთიანების ოპერაციულ დანახარჯებს, რომლებიც საჭიროა მ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. ადგილობრივი კავშირის ქსელთან დაშვების საქმიანობა
- მუხლი 11. ძირითადი საკომუტაციო ქსელით საქმიანობა
- მუხლი 12. ურთიერთჩართვის მაგისტრალური ხაზებით საქმიანობა
- მუხლი 13. საცალო საქმიანობა
- მუხლი 15. დანახარჯების და შემოსავლების განაწილება
- მუხლი 16. დანახარჯების განაწილების სისტემა
- მუხლი 18. დანახარჯების განაწილების საფეხურები
- მუხლი 19. დანახარჯების განაწილების პროცესის სპეციფიკურობა
- მუხლი 20. საოპერაციო დანახარჯები
- მუხლი 21. კაპიტალის ღირებულება და დატვირთული კაპიტალი
- მუხლი 22. შემოსავლების განაწილების ძირითადი პრინციპები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების წესების" დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.01.2019. გამოქვეყნება: სსმ, 62, 02/05/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების წესების" დამტკიცების შესახებ, მუხლი 17, №5, 20.04.2006, სარეგისტრაციო კოდი 320.030.010.17.010.008.544 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.01.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64420/muxli-17/