დანახარჯების განაწილების სისტემის შემუშავება უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
ა) უნდა დადგინდეს ავტორიზებული პირის საწარმოო საქმიანობის ძირითადი სახეობები. საქმიანობის ძირითადი სახეობების დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი აუცილებლობის გამომწვევი ფაქტორები და მომხმარებლებზე (მათ შორის ბოლო მომხმარებლებზე) მიწოდებული მომსახურების სხვა და სხვა სახის უზრუნველყოფასთან სპეციფიკური მიზეზობრივი კავშირი;
ბ) უნდა ჩამოყალიბდეს საქმიანობის თითოეული სახეობისათვის დანახარჯთა კატეგორიები და მუხლები. საოპერაციო დანახარჯების და კაპიტალის ხარჯების ცალკეული შემადგენელი მუხლების საქმიანობის სახეზე განაწილება უნდა მოხდეს სპეციფიკური მიზეზობრივი კავშირის გათვალისწინებით;
გ) საქმიანობის სახეებზე განაწილებული დანახარჯები უნდა მიეკუთვნოს მომსახურების კონკრეტულ სახეს სპეციფიკური მიზეზობრივი კავშირის საფუძველზე