თავი II — კონკურსის ორგანიზება, კომისია, კონკურსში მონაწილეობის პირობები
1. კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო სამართლებრივი აქტის საფუძველზე ქმნის კომისიას.
2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე წესით.
3. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
4. კომისია დამოუკიდებელია. არავის არ აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.
5. კომისია, საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით და ამ წესის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ადგენს ოქმს, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;, მუხლი 5, №8, 10.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016654 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6442008/muxli-5/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია