1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია ნებართვის მიღება წინამდებარე წესის შესაბამისად.
2. ნებართვა გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილებით დამტკიცებული მარშრუტის/მარშრუტების შესაბამისად ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ლოტზე.
3. კონკურსი ცხადდება M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისათვის ნებართვის გასაცემად ცალკეულ სამარშრუტო ხაზზე ან რამდენიმე სამარშრუტო ხაზზე ერთ ლოტად.
4. ერთ ლოტზე გაიცემა ერთი ნებართვა.
თავი II
კონკურსის ორგანიზება, კომისია, კონკურსში მონაწილეობის პირობე
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;, მუხლი 3, №8, 10.03.2025, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016654 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6442008/muxli-3/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია