ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასი დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესი, დანართი №2-ის შესაბამისად;
გ)ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი №3-ის შესაბამისად;
დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად;
ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა, დანართი №5-ის შესაბამისად;
ვ) კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმა, დანართი №6-ის შესაბამისად