1. კონკურსის მიზანია ნებართვა გაიცეს ნებართვის იმ მაძიებელზე, რომელიც კონკურსის შედეგების შეჯამების შედეგად მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას და აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს საკონკურსო ყველა სხვა დანარჩენი პირობა.

2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

3. კონკურსის ორგანიზატორია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

4. კონკურსის ჩატარების შესახებ მიღებულ აქტში მითითებული უნდა იყოს:

ა) ნებართვის სახეობა;

ბ) ნებართვის გამცემის დასახელება;

გ) ნებართვის მაძიებლის განცხადების მიღების დაწყებისა და დამთავრების თარიღი, დრო და ადგილი;

დ) კონკურსის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი;

ე) კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის ვადა;

ვ) ინფორმაცია ლოტის (სამარშრუტო ხაზის/ხაზების) შესახებ;

ზ) მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი ავტობუსების მინიმალური რაოდენობა;

თ) ნებართვის მოქმედების ვადა;

ი) ნებართვის გაცემის ფასი;

კ) სანებართვო პირობები;

ლ) კონკურსში გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი;

მ) განცხადების მიმღები პასუხისმგებელი პირის კოორდინატები;

ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

5. ინფორმაციას კონკურსის ჩატარების შესახებ მის ჩატარებამდე არაუგვიანეს 20 (ოცი) დღისა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და ავრცელებს ინტერნეტის ქსელი