ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 11.03.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.024961 266
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/03/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
774 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 12.02.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 27.09.2023 ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 90% 18.12.2025 ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 13.12.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭოს დადგენილება 90% 03.11.2023
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
11.03.2025
30.05.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №70 2025 წლის 11 მარტი    ქ. თბილისი ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარებისა და მასთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოების საკითხებზე უწყებებს შორის კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: 1. სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – საბჭოს თავმჯდომარე. 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე − საბჭოს წევრი. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე − საბჭოს წევრი. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე  − საბჭოს წევრი. 5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე – საბჭოს წევრი. 6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე – საბჭოს წევრი. 7. საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე – საბჭოს წევრი. 8. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის   მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე – საბჭოს წევრი. 9. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე – საბჭოს წევრი. 10. საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე – საბჭოს წევრი. 11. საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე/ მოადგილე − საბჭოს წევრი. 12. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი – საბჭოს წევრი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული „ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“. მუხლი 3🔗 ეთხოვოთ ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნულ უწყებებს, საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგინონ საბჭოს წევრობის კანდიდატები დადგენილების ამოქმედებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების, სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების სრულყოფისა და მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, უწყებებს შორის საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. 2. „ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს დებულება“ (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საბჭოს მიზნებს, ამოცანებს, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. 3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით, ოფიციალური სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. მუხლი 2🔗. საბჭოს მიზანი, ამოცანა და უფლებამოსილებები 1. საბჭოს მიზანია ოფიციალური სტატისტიკის წარმოებაზე  პასუხისმგებელი უწყებების, სხვა სახელმწიფო ორგანოებისა და ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია. 2. საბჭოს ამოცანებია: ა) საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებული მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; ბ) წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში; გ) სტატისტიკის მწარმოებელი უწყებების ინფორმირება ოფიციალური სტატისტიკის სისტემის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებისა და სიახლეების თაობაზე. 3. საბჭო უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიწვიოს ექსპერტები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საბჭოს საქმიანობის საჭიროების გათვალისწინებით; გ) განიხილოს ოფიციალური სტატისტიკური მეთოდოლოგიის ფორმირებასთან, პირველადი სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და დაცვის ორგანიზებასთან, ოფიციალური  სტატისტიკური ინფორმაციის ფორმირებასთან, გავრცელებასა და წარდგენასთან დაკავშირებული სხვა საკითხები; დ) შექმნას უწყებათაშორისი ტექნიკური დონის სამუშაო/თემატური ჯგუფ(ებ)ი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი). მუხლი 3🔗. საბჭოს საქმიანობა და მისი ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა 1. საბჭოს სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბჭოს სხდომებს, ადგენს სხდომის დღის წესრიგს. 3. საბჭო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. 4. საბჭოს სხდომა ტარდება, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ და/ან საჭიროების შემთხვევაში. 5. საბჭოს სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტი. 6. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ  მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს საბჭოს საქმიანობას, ამზადებს საბჭოს სხდომის ოქმებსა და სამუშაო დოკუმენტებს, უგზავნის მათ საბჭოს წევრებს, ატყობინებს მათ სხდომის ჩატარების თარიღს. 7. საბჭოს სამდივნო ტექნიკურად უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მუშაობას, ორგანიზებას უწევს მონიტორინგისა და საბოლოო შეფასების პროცესს, სამუშაო ჯგუფს აწვდის ინფორმაციას შესაბამისი შედეგების შესახებ. 8. საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობის შესრულებას. 9. საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებს სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტრატეგიული დაგეგმვის და    კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 10. საბჭოს წევრებს წინასწარ ეგზავნებათ საბჭოს სხდომის დღის წესრიგი. 11. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე წერილობით წარუდგინოს საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება, შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. მუხლი 4🔗. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე. 2. საბჭოს წევრის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის  უფლებამოსილებას ახორციელებს მისი მოვალეობის შემსრულებელი ან შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე მოადგილე. 3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში  გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს ყველა წევრი/უფლებამოსილი პირი და მდივანი. მუხლი 5🔗. საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.