📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 12.03.2025
ძალის დაკარგვა 02.03.2026
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.114.016530 397
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 13/03/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
439 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.03.2025 მიღება
02.03.2026 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
13.03.2025
26.02.2026
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 2025 წლის 12 მარტი დაბა ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესახებ“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად ჩაითვალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 თებერვლის №1 დადგენილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული  სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ (ვებგვერდი, 29/02/2024; სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.114.016508). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კუჭავა დანართი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X ITL X C X K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ჩოხატაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.3-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს. ე)  K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 167-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ჩოხატაურში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K CN (ლარი) 0.3 1 0.24 167 12.024 3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტში დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.6072 ლარს. 4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე–2 პუნქტში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3.006 ლარს. 5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6.012 ლარს. 6. „ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 ივლისის №313 დადგენილებით განსაზღვრული ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მე-2 პუნქტით დადგენილი ფასის სამმაგი ოდენობით, რომელიც შეადგენს 36.072 ლარს.