ა) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამთავრობო პოლიტიკის განხორციელებას პროფესიული და უმაღლესი განათლების სფეროში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობას;

გ) პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების მიზნით ორგანიზებას უწევს ღია კონკურსებს, მონაწილეობს პროექტების შეფასებაში და ახორციელებს მათ კონტროლს;

დ) ხელს უწყობს პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებას;

ე) გეგმავს და ახორციელებს სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამებს;

ვ) ამზადებს წინადადებებს უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ;

ზ) ხელს უწყობს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მდგრად განვითარებას;

თ) იხილავს განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებსა და წერილებს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებ