ა) კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამთავრობო პოლიტიკის განხორციელებას სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზებას უწევს სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, იკვლევს და აფასებს სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს წინადადებებს სკოლამდელი და ზოგადი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების მიზნით;

დ) წარმოადგენს წინადადებებს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სფეროში მოქმედი დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ოპტიმალური ინსტიტუციური მოწყობის შესახებ;

ე) ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების დანერგვას;

ვ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას;

ზ) წარმართავს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ხელს უწყობს მათ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების განხორციელებაში;

თ) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს;

ი) რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;

კ) ამზადებს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებულ ვადებში პირველკლასელთა რეგისტრაციაზე თანხმობის შესახებ გადაწყვეტილების პროექტს;

ლ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ამზადებს მოსწავლეთა მობილობაზე ნებართვის შესახებ გადაწყვეტილების პროექტს;

მ) ამზადებს სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მასწავლებლისა და საინფორმაციო მენეჯერისა) და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების კანონმდებლობით ნებადართული  საათობრივი დატვირთვიდან გამონაკლისის დაშვებაზე გადაწყვეტილების პროექტს;

ნ) იხილავს განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებსა და წერილებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებ